რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ . ექვსი თვის წინ მომშორდა ბავშვი რის შედეგადაც ექიმმა მითხრა ექვსი თვე ბავშვი არ უნდა აგყვესო. თითქმის ორი კვირაა მაწუხებს დაბალი წნევა გული მიჩქარდება ძალიან. მკერდზე ვგრძნობ დაჭიმულობას და დვრილებზე თეთრ სითხეს თითქოსდა მკერდში რძე მაქვს .ბოლოს ციკლი მქონდა 12 სექტემბერს . მაწუხებს წელის ტკივილი, ძალიან იოლად ვიღლები და სულ მეძინება ორსულობის შემთხვევაში თანაც ასე უცებ მკერდის ცვლილებები შესაძლებელია თუ არა . და ახლა ტესტი რომ გავიკეთო მიჩვენებს ორსულად ვარ თუ არა? მადლობა წინასწარ.
პასუხი
-ორსულობის საწყის ეტაპზე მკერდის შეშუპებისა და ერთგვარი მტკივნეულობის შეგრძნება ზოგჯერ მკვეთრადაა გამოხატული, რასაც იწვევს მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებები; შესაძლოა აღინიშნოს მკერდის თავების მტკივნეულობის მატებაც, განსაკუთრებით შეხებაზე. თუმცა აღნიშნული ჩივილები არ არის ორსულობის უტყუარი ნიშნები, დაელოდეთ და ტესტი გაიკეთეთ მენსტრუაციის გადაცდენიდან 3 დღის შემდეგ ან სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ სისხლში განსაზღვრეთ ქორიონალური გონადოტროპინის (ორსულობის ჰორმონის) დონე.