რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაქვს ბრტყელი ტერფი და სქოლიოზი, ოდნავ არის ხერხემალი გამრუდებული, ვარ 21 წლის, მაინტერესებს არის თუ არა რეკომენდირებული ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება?
პასუხი
-ტერფის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლეზე, რომელიც კუნთის მუშაობისთვის ხელსაყრელ ან არახელსაყრელ პირობებს ქმნის. სწორად შერჩეული ქუსლი ამაღლებს გასწვრივ თაღს და აუმჯობესებს მის რესორულ ფუნქციას. ქუსლის სიმაღლე ტერფის სიგრძის 1/4-ს უნდა შეადგენდეს, რაც დაახლოებით 2-3 (მაქსიმუმ 3-4სმ, უფრო მაღალ ქუსლზე სიარული არ არის სასურველი) სანტიმეტრს უდრის. ბრტყელი ტერფის დროს უნდა შეირჩეს სუპინატორი აუცილებლად ინდივიდუალურად. მისი მეშვეობით ხდება ტერფის ამაღლება, მტკივნეული უბნების ზეწოლისგან გათავისუფლება, სიარულის გაუმჯობესება, დეფორმაციის პროგრესის პროფილაქტიკა.