ვარ 6 თვის ფეხმძიმე და 64 კილო. ძალიან არ მინდა რო... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

25-09-2014

-ვარ 6 თვის ფეხმძიმე და 64 კილო. ძალიან არ მინდა რომ გასუქება.. დიეტა ბავშვს რამეს ხო არ ავნებს? ან რამდენად ნორმალურია ეს წონა. რამე დიეტას ხომ ვერ მირჩევდით?

პასუხი
-მიიღეთ მხოლოდ ის საკვები და იმ რაოდენობით, რაც რეკომენდებულია ორსულისათვის და წონის მატებაც ნორმალური იქნება.  ორსულობის ამ ვადაზე უპირატესობა ენიჭება რძიან-მცენარეულ დიეტას ხორცეულისა და თევზეულის შეზღუდვით (კვირაში 2-3-ჯერ). რეკომენდებულია რძე, კეფირი, მაწონი, არაჟანი, მცენარეული კერძები, ფაფები. სასარგებლოა უმი ბოსტნეული და ხილი. ცილებს ორგანიზმი უნდა იღებდეს ხაჭოდან, კვერცხიდან, კარტოფილიდან, პურიდან. აკრძალულია ალკოჰოლი, მდოგვი, შავი პილპილი, ძმარი, პირშუშხა და სხვა ცხარე სანელებლები.
სითხე დღეში 4-5 ჭიქამდე უნდა შეიზღუდოს (ამაში შედის რძე, სუპები და სხვა).
ორსულობის დროს ვიტამინებზე მოთხოვნა იზრდება. მათი ნაკლებობა ამცირებს ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, შრომის უნარს, ზრდის ბავშვებში რაქიტის, ნერვული და სხვა დაავადებების განვითარების შანსს.
ა ვიტამინის წყაროდ ითვლება საქონლის ღვიძლი და თირკმელები, რძე, კვერცხი, კარაქი, თევზის ქონი, სტაფილო. ვიტამინ ბ1-ს შეიცავს შავი პური, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, ვიტამინ ბ2-ს - ხორცი, კვერცხი, ღვიძლი, თირკმელები, პპ-ს - საფუარი, რძე, ღვიძლი, მარცვლეული. ც ვიტამინს ორსულთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის დიდი რაოდენობით არის ბოსტნეულში, ხილში, კენკრაში. ე ვიტამინს შეიცავს ხორბლის ღივი, სიმინდი, კვერცხი, სოიის ზეთი. დ ვიტამინით მდიდარია თევზის ქონი, ღვიძლი, ხიზილალა, კარაქი.
ორსულებს უხვად სჭირდებათ კალიუმი, რომელსაც შეიცავს რძე, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ლეღვი. კალციუმი შედის ყველის, ხაჭოს, კვერცხის, რძის შემადგენლობაში.
ორსულის კვება ოთხჯერადი უნდა იყოს. პირველი საუზმე რაციონის 25-30%-ს უნდა შეადგენდეს, მეორე - 10-15%-ს, სადილი - 40-50%-ს, ვახშამი კი 15-20%-ს.
ორსულთა კვების პრინციპებზე გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე  ინტერვიუს „რა რგებს და რა ვნებს ორსულებსა და მეძუძურ დედებს“ 
http://www.mkurnali.ge/dietologia/2833-ra-rgebs-da-ra-vnebs-orsulebsa-da-medzudzur-dedebs.html
წონის ნამატის შესახებ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად