რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,ვარ 15 წლის მუდმივად მაწუხებს უძილობა, ხანდახან დილის ექვსამდეც ვერ ვიძინებ ,თითქოს გულიც მიჩქარდება,ვნერვიულდები, დეპრესია მეწყება ,და მუდმივად თვალები ჩალურჯებული მაქვს ,და მტკივა კიდეც ,რას მირჩევდით ?
პასუხი
-უძილობის ერთერთი მიზეზი შესაძლოა იყოს არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა . გირჩევთ მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი – სასურველია დილით ადრე ადგეთ და სკოლაში წასვლამდე, შეასრულოთ დილის ვარჯიში, ზოგადად კი სასურველია დაკავდეთ სპორტით, საღამოს 21 საათის შემდეგ ნუ მიუჯდებით კომპიუტერს, ძილის წინ ტელევიზორს არ უყუროთ, არამედ გაისეირნეთ, დღის განმავლობაში იკვებეთ სრულფასოვნად, მაგრამ არ მიიღოთ განსაკუთრებით ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტები (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა); ასევე, ძილის წინ მაღალკალორიული საკვები; თუ ამ ყოველივემ შედეგი არ გამოიღო, შეგიძლიათ მიიღოთ ვალერიანი, უშედეგობისას მიმართოთ ნევროლოგს.