ერთი ცოტა უცნაური კითხვა მაქვს იმედია დამეხმარებით... | ტრავმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ტრავმატოლოგია

კატეგორია - ტრავმატოლოგია

18-04-2013

-ერთი ცოტა უცნაური კითხვა მაქვს იმედია დამეხმარებით. შეგიძლიათ მოკლედ ამიხსნათ რა არის ბურსიტი? და თუ შეიძლება რომ ის ზამთარში რეზინის ბოტების მხარებამ გამოიწვიოს? ან შეიძლება რომ ყოველგვარი კრემების გარეშე თვითონ გაიაროს თუ აღარ ჩავიცვამ ბოტებს? ახლობელმა ექიმმა მითხრა რომ ეს ბურსიტს ჰგავს. მაგრამ ვეღარ მოვახერხე ექიმთან მისვლა საავადმყოფოში. სერიოზულია თუ არა ეს მინდა გავიგო. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი

-ბურსიტი სახსრის სინოვიური აბგის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა და ხსენებულ უბანში ექსუდატის დაგროვება ახასიათებს. სინოვიური აბგა წარმოადგენს სინოვიური სითხით სავსე ტომრისებრ ღრუს. ის სხეულის იმ ადგილას მდებარეობს, რომელზეც მოძრაობისას ყველაზე მეტი მექანიკური დატვირთვა მოდის, მაგალითად, მყესების ქვეშ. ბურსიტს, ჩვეულებრივ, თან სდევს მყესების ანთება.
ბურსიტი მეტად გავრცელებული დაავადებაა. ყველაზე ხშირად მას ტრავმა იწვევს, შედარებით იშვიათად - ინფექცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ინტოქსიკაცია, ალერგიული რეაქციები, აუტოიმუნური პროცესები. სინოვიური აბგის ღრუში დაგროვილი ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ჩირქოვანი ან ჰემორაგიული. სინოვიური აბგის გასქელებულ კედლებზე ზოგჯერ კალციუმი, ურატები და სხვა მარილები ილექება.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ადამიანს 140-მდე სინოვიური აბგა აქვს. ბურსიტი შეიძლება ნებისმიერ მათგანში განვითარდეს. ყველაზე ხშირად მაინც მხრის სახსარში გვხვდება, შედარებით იშვიათდ - იდაყვის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრებში. ასევე იშვიათია აქილევსის მყესებსა და ქუსლის ძვალს შორის მდებარე სინოვიური აბგის ანთება.
ბურსიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე ბურსიტი იწყება უეცარი მწვავე ტკივილით, რომელიც მოძრაობისას კიდევ უფრო მძაფრდება. მაგალითად, მხრის ბურსიტის დროს ავადმყოფს უჭირს თავთან ხელების მიტანა, თმის ვარცხნა. ანთებითი სახსრის ზედაპირზე შეიძლება მოიძებნოს ერთი ყველაზე მეტად მტკივნეული წერტილი. ტკივილი ხშირად გადაეცემა კისერში ან ხელის გასწვრივ. დამახასიათებელია ღამით ტკივილის გაძლიერება.
მწვავე ბურსიტის ნიშნებია:

  • ტკივილი;
  • შეხებისას მტკივნეულობა;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • ანთებითი სინოვიური აბგის საპროექციო არეში კანის სიწითლე და სიმხურვალე.

ერთი ან რამდენიმე შეტევის შემდეგ მწვავე ბურსიტი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.
ქრონიკული ბურსიტის დროს ტკივილი შედარებით სუსტია, მაგრამ უფრო ხანგრძლივი. ზოგჯერ სახსრის ირგვლივ არსებული ქსოვილები თითქოს შეეზრდება ძვალს, რაც სახსარში მოძრაობის მკვეთრ შეზღუდვას იწვევს. ქრონიკული ბურსიტის დროს სინოვიური აბგის მიდამოებში ხშირად ჩნდება კალციუმის ნალექები.
ქრონიკული ბურსიტის ნიშნებია:

  • სინოვიური აბგის კედლის გასქელება;
  • ღრუსშიგა შეხორცებები და კალციფიკაცია;
  • რეგიონული კუნთების ატროფია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ბურსიტის დიაგნოზს კლინიკური ნიშნების საფუძველზე სვამენ. საჭიროებისას ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა.
მწვავე ბურსიტის მკურნალობა კონსერვატიულია და, წესისამებრ, ამბულატორიულად ტარდება. პირველი 5-7 დღის განმავლობაში რეკომენდებულია მოსვენება, დაზიანებული არის იმობილიზაცია. ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ზოგ შემთხვევაში სასახსრე აბგაში შეჰყავთ ჰორმონული პრაპარატები (მაგალითად, ჰიდროკორტიზონი) ანტიბიოტიკებთან ერთად. მწვავე ანთების ნიშნების გაქრობის შემდეგ ინიშნება სპირტის კომპრესი ღამით, ფონოფორეზი ჰიდროკორტიზონით, ულტრაიისფერი დასხივება, ულტრამაღალი სიხშირის სხივებით მკურნალობა. ჩირქოვანი ბურსიტის დროს ავადმყოფი ქირურგთან იგზავნება. ამ დროს ნაჩვენებია პუნქცია ან ოპერაცია - სინოვიური აბგის გახსნა და ჩირქის გამოღება.
ქრონიკულ ბურსიტს უმეტესად ქირურგიულად მკურნალობენ. თუ კალციუმის ნადები მეტისმეტად დიდია, მოძრაობისას უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება, ამიტომ ნადების მოცილება აუცილებელია. კალციუმის მარილების მოცილება შესაძლებელია როგორც ასპირაციულად (ნემსით გამოწოვა), ისე ქირურგიულად. თუ ქსოვილის შეზრდამ სახსრის სრულ უმოძრაობა გამოიწვია, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.
ბურსიტის პროფილაქტიკა სინოვიური აბგის განმეორებითი ტრავმატიზაციის თავიდან აცილებას ითვალისწინებს.

 

კომენტარები
26 ოქტომბერი 2015 13:35
გამარჯობათ მე მაქვს მასეთი რაღაც იღლიაში და იდაყვტან თავიდან ტკივილით დამეწყო ხელს მაღლა რომ ვეწევოდი მტკენდა იღლიაში და ნელნელა გამოიბერა იდაყვტანაც ასევე იღლიაში ცოტა დაპატარავდა და ტკივილებიც გამიქრა როგორც მანდ არის ანიშნული ღამით მიმატებდა ტკივილს ძალიან ეხლა ტკივილები გამიქრა მაგრამ იდაყვთან გამობერილიმაქვს კაკლის ტოლა მაინც რომელ ექიმტან მირჩედით მისვლას და რა პრეპარატებს გმადლობთ წინასწარ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად