გამარჯობა! მოკლედ, მაწუხებს ტუჩების სიმშრალე, წვა, დაჭიმულობა და აქერცვლა ბოლო 10 თვეა! ახლა რაშია საქმე: პირველად ტუჩის სიმშრალე მაწუხებდა 4 წლის წინ, მაგრამ არც წვა და არც აქერცვლა არ ყოფილა, მაშინ მარტივად მოვაგვარე ტუჩის ბალზამით! შემდგომში, 2023 წელს ზღვაზე დამემართა ალერგია, იყო ჰერპესიც, ოღონდ ტუჩზე აქერცვლა და წვა არ იყო, უბრალოდ იყო ტუჩი გასიებული, ეს გამონაყარი ტუჩის გარსებზე მქონდა! მარტივად ალაგდა სიმპტომები მკურნალობის შემდეგ! ამასთან ვერანაირად ვერ ვაკავშირებ ჩემს დღევ.მდგომარეობას! 2023 წლის შემოდგომაზე გავიკეთე კბილების გათეთრება, ამასაც განვიხილავდი მიზეზად! გავიდა დიდი დრო და ასე 2024 წლის ნოემბრის დასაწყისიდან დამეწყო დღევანდელი სიმპტომები: ტუჩის წვა, მუდმივი აქერცვლა და დაჭიმულობა! ტუჩის გარსები სრულიად სუფთა მაქვს! თავიდან ჩემით ვმკურნალობდი ვაზელინით და ტუვის ბალზამით, მაგრამ შემდგომ წავედი ექიმთან რომ აღარ გადაიარა! გავიკეთე უამრავი ანალიზი: სისხლის საერთო, ფარისებრის ეხო, ჰორმონები, მუცლის ღრუს ეხო, ღვიძლის ფუნქციური სინჯები! ყველაფერი წესრიგშია, მივიღე უამრავი ვიტამინი და მინერალი! 4 სხვადასხვა ექიმის დნიშნულებით ვისვი ანტისოკოვანი, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული კრემები, იმუნომოდულატორი ( ტაკროლიმუსი 0.03% ), გიოქსიზონი ( 1 კვირა ) თურმანიძის დამწვრობის მალამო 2 კვირის მანძილზე! ვსვი ჰერპესის საწინააღმდეგო ტაბლეტებიც, მიუხედავად იმისა რომ ჰერპესი 100%-ით არაა! სოკოზეც დათესეს! არაფერია! ამასთან ზედა ტუჩის ცენტრში მაქვს თითქოს შეშუპებული ადგილი მრგვალად! თავად ტუჩი თითქოს დასუსხულიაო! ბოლოს და ბოლოს ვაკეთებ ასეთ დასკვნას: ზუსტად ოქტომბრის ბოლოს გავაკეთეთ ოჯახში კერძი, სახელად: "მწარე-მჟავე" - ეს არის მკუხე პომიდორი, ბულგარული, მწვანე ცხარე წიწაკა, ძმარი, სანელებლები, ნიორი, მწვანილები, ზეთი! ეს არ არის უბრალო მწნილი, ძალიან სპეციფიური საჭმელია! თავისით მჟავდება და დუღდება სანამ გამზადდება! ზუსტად ამ დროს დავიწყე ამის ჭამაც, ვჭამდი ბევრს და ტუჩებზეც მედებოდა წვენი რასაკვირველია! ამდენი უშედეგო ძიების შემდეგ, ამდენი მკურნალობის უშედეგობის საფუძველზე, შეიძლება ეს იყოს მიზეზი? რა მდგომარეობას აქვს ადგილი და რა ვქნა თუ ესაა? უკვე აღარ შემიძლია