/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები
კატეგორია - რჩევები
თარიღი : 24-01-2011
- ვარ 22 წლის, ასოს სიგრძე გაღიზიანებულ მდგომარეობაში მაქვს 12 სმ. შესაძლებელია თუ არა, რომ გავიზარდო და როგორ?
პასუხი
-კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ სტატიით, რომელიც დაიბეჭდა ”ოჯახის მკურნალის” 2006 წლის 26-ე ნომერში. გთავაზობთ ამ სტატიას:

მავნეა თუ არა ზომების კორექცია

ვარ 26 წლის. აქამდე არ მქონია სქესობრივი კავშირი. მიზეზი ჩემი ასოს მცირე ზომაა (სიგრძე - 13,5სმ). მრცხვენია და ამიტომ ტანთ გახდას ვერიდები. მეგობრებთან ერთად აბანოშიც კი ვერ დავდივარ. გთხოვთ, "ოჯახის მკურნალში" დაწეროთ ჩემი პრობლემის შესახებ. შესაძლებელია თუ არა ასეთი მიკროპენისით სრულყოფილი სქესობრივი აქტის ჩატარება? შესაძლებელია თუ არა ასოს გადიდება თბილისის კლინიკებში? საშიშია თუ არა ეს?

მკითხველს უპასუხებს ექიმი-სექსოლოგი ბატონი გიორგი ბეროშვილი:

- კითხვა მთლად ზუსტად არ გახლავთ დასმული. ჩვენი მხრივ, საკითხავია, როგორ მდგომარეობაშია გაზომილი სასქესო ორგანო. თუ 13,5 სმ მოდუნებული ასოს სიგრძეა, მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. თუ ამ ზომას ერეგირებული ასო აღწევს, არც მაშინ გვაქვს საქმე ასაღელვებლად, რადგან 12-15 სანტიმეტრი საშუალო ნორმად ითვლება. ასი მამაკაციდან ამ ზომის ასო დაახლოებით ორმოცდაათს აქვს, დანარჩენს კი - ან უფრო დიდი ზომისა, ან უფრო პატარა. ასე რომ, თქვენს მკითხველს შეუძლია, მშვიდად ბრძანდებოდეს. თუ მისი სასქესო ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს (მხედველობაში მაქვს პროპორციები და სქესობრივი აქტი), მას ქალიშვილსა თუ არაქალიშვილთან სქესობრივი კონტაქტისას არავითარი პრობლემა არ ექნება და ქალის დაფეხმძიმებასაც ეაკულაციის (სპერმის გადმონთხევის) შემთხვევაში წარმატებით მოახერხებს. მე ვფიქრობ, აქ უფრო ფსიქოლოგიურ პრობლემასთან, კერძოდ, არასრულფასოვნების განცდასთან, გვაქვს საქმე. ასეთი რამ უმეტესად ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული. საერთოდ, საქართველოში სქესობრივი კულტურის დონე სიმაღლით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. ამ ახალგაზრდასაც, როგორც ჩანს, მცდარი ინფორმაცია აქვს მიღებული პორნოგრაფიული ფილმებიდან თუ ბეჭდური გამოცემებიდან. არ შეიძლება, საკუთარ თავზე მათ მიერ შემოთავაზებული პარამეტრების - სასქესო ორგანოს ზომისა თუ არაბუნებრივად გახანგრძლივებული აქტის მიხედვით იმსჯელო. ბუნებრივია, ფილმებში ისეთ მსახიობებს იღებენ, რომლებიც თვალს იტაცებენ და არა ისეთებს, რომლებიც უმრავლესობისგან არაფრით გამოირჩევიან.
მიკროპენისად მიიჩნევა სასქესო ასო, რომლის სიგრძე 7 სანტიმეტრს არ აღემატება. რვა სანტიმეტრი და მეტი (ერეგირებულ მდგომარეობაში), პრინციპში, ნორმალური ზომის პენისად ითვლება. გასაგებია, რომ უმრავლესობას არ მოსწონს 8, 9, 10, გნებავთ 13 სანტიმეტრი სიგრძის მამაკაცური ორგანო, მაგრამ კოიტუსი (სქესობრივი აქტი) ასეთ დროს სავსებით შესაძლებელია. ის კი არა, ყოფილა შემთხვევები, როცა უფრო დიდი ზომის ასოთიც უკმაყოფილონი ყოფილან, მაგრამ სათანადო ახსნა-განმარტების შემდეგ დაგვირწმუნებია, რომ ჩარევა არ ღირდა.
შედარებით მცირე ზომის ასოს დროს ზოგჯერ სქესობრივი ტექნიკის ფლობაა საჭირო. გარკვეულ პოზიციებში ქალსაც და მამაკაცსაც უფრო უკეთესი შეგრძნებები ექნებათ. თუმცა ამ ტიპის ინფორმაცია სჯობს ექიმი-სექსოპათოლოგისგან მივიღოთ და არა ქუჩაში. ქუჩაში მიღებულმა განათლებამ სადამდეც მიგვიყვანა, კარგა ხანია ვხედავთ...
მოკლედ, კითხვის პირველ ნაწილზე პასუხი ასეთი გახლავთ: ზემოთ ხსენებული სავსებით ნორმალური ზომის სასქესო ასოთი სრულყოფილი სქესობრივი აქტის ჩატარება სავსებით შესაძლებელია.
ახლა - რაც შეეხება მკურნალობას, უკეთ, ზომების კორექციას. არსებობს სასქესო ასოს ზომის საკორექციო სხვადასხვა საშუალება: აბები, მალამოები, რომელთაც ფართო რეკლამირებას უწევენ, მაგრამ მათი გამოყენების წინ სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელი რომ არის, ალბათ, ყველა დამეთანხმება. დღეს ათასგვარი პრეპარატი არსებობს და იხმარება, თუმცა მათი მეშვეობით ასოს ზომების კორექცია ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. თანაც ასეთი პრეპარატები საკმაოდ ძვირია.

- ბატონო გიორგი, რა მექანიზმით მოქმედებს ეს ტაბლეტები და მალამოები?

- ისინი ძირითადად კუნთის მასას ზრდის. უფრო ზუსტად, მათი მეშვეობით იზრდება ასოს გლუვი კუნთები. ეს პრეპარატები ერექციას არ აუმჯობესებს, თუმცა ზოგიერთ პრეპარატს ინსტრუქციაში ესეც უწერია. არსებობს სპეციალური ვაკუუმური ტუმბოები - პომპები, რომლებიც სასქესო ორგანოზე კეთდება და ვარჯიშის საშუალებით ზრდის კუნთოვან მასას. ესეც საკმაოდ შრომატევადი, ზოგჯერ მატრავმირებელი პროცესია, ასე რომ, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, სპეციალისტისგან მივიღოთ ინსტრუქცია და ვარჯიშის ტექნიკა შევისწავლოთ.
არსებობს სპეციალური გამჭიმავები. მათ ექსტენდერები ჰქვია. ისინი ასოს ჭიმავენ და ამ მდგომარეობაში აფიქსირებენ. ეს მოწყობილობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, ღამიდან ღამემდე, უკეთიათ პაციენტებს. ჯერ ერთი, ასე ძილი მოუხერხებელია, მეორეც, ასეთი გამჭიმავები არც ისე მალე იძლევა შედეგს.
დაბოლოს, ოპერაციული მკურნალობის შესახებ. სპეციალური ოპერაციული ტექნიკის მეშვეობით სასქესო ასომ შეიძლება თავისივე რესურსების ხარჯზე მოიმატოს ზომა. ამ დროს ხდება საკიდი იოგის გადაკვეთა და მისი მობილიზაცია-ფიქსირება ოდნავ წინ. ამის ხარჯზე ვიზუალური ეფექტი საკმაოდ კარგად არის გამოხატული - მოდუნებულ მდგომარეობაში ზომის მომატება აშკარად შეიმჩნევა, ერექციისას კი ზომამ, დიდი-დიდი, სამი სანტიმეტრით მოიმატოს. გარდა ამისა, ოპერაცია მაინც ოპერაციაა, თანაც არცთუ იაფი.

- საშიშია თუ არა კორეგირების ეს მეთოდები?


- სახიფათოს ვერ დავარქმევთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, ხომ არ ჰქონდა პაციენტს სქესობრივი პრობლემები მკურნალობის დაწყებამდე. უმთავრესად სისხლძარღვოვან პრობლემებს ვგულისხმობ. თუ გვინდა, რომ შემდეგში უსიამოვნებებმა არ იჩინოს თავი, სისხლის მიმოქცევა აბსოლუტურად ნორმალური უნდა იყოს. ამ რისკის გამო პაციენტს წინასწარ სპეციალური გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ორგანიზმში არავითარი ორგანული დარღვევა არ არის, შემდეგ კი თამამად შეიძლება ოპერაციის გაკეთება.

კომენტარები (11)
გოჩა
ვაჟიშვილობის დაკარგვა რა ასაკშია დასაშვები??
თარიღი : 02-06-2021
gio
var 15 wlis maqvs 15 sm kargia?
თარიღი : 22-07-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - რჩევები
თარიღი : 11-01-2025

-გამარჯობა მაინტერესებს გამოსავალი არსებულ მდგომარეობიდან,პრობლემა მდგომარეობს შემდეგში მაქვს განცდა ყოველთვის იმისა რომ თითქოს და რაღაც მჭირს, დაავადება ვნერვიულობ ბევრს და ვშფოთავ,განსაკუთრებით ღამე როცა დავწვები,ან მეღვიძება ხოლმე გვიან ღამით და მეწყება ნერვიულობა და ფიქრი ოღონდ არც მე ვიცი რატომ,მაგალითად ვნერვიულობ ძალიან უბრალო რამეებზე ასე რომ მოხდეს და ისე რომ მოხდეს,მაშინებს ასევე კარგი სიახლეებიც რომლებიც შეიძლება რომ განვიცადოთ მგონია რომ თუ სადმე შორს წასვლისას ოჯახის წევრებს დავემშვიდობები და თვალს გავაყოლებ უკან ასე მგონია რომ გზაში რამე მომივა,შარვალ კოსტუმი ძალიან მიყვარს მაგრამ სხვა რამესთან ვაასოცირებ და მგონია რომ მქონდეს ხომხვდებით ფიქრებს სულ იქით მივყავარ რომ ბოლოს ჩავიცმევ,საკუთარი თავის გამოსწორებისაც კი მეშინია მგონია თუ გამოვსწორდები რაიმე საკითხში მაგალითად მეწყება ნერვიულობა იმაზე რომ სიკვდილისწინ როგორ შეიცვალაო რომ ამბობენ ხოლმე, მოკლედ ეს არის ჩემი მდგომარეობა და იქნებ მირჩიოთ გამოსავალი ან თუ შესაძლებელია რომ ადამიანი მართლა გრძნობდეს რაიმე დაავადებას თუ კი აქვს

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები