გამარჯობა. ბოლოს გკითხეთ რა გამეკეთებინა როგორ მოვქცეულიყავი რადგან 2ადამიანის მიმართ მქონდა გრძნობები.. უნდა გითხრათ რომ ადამიანი ვისთანაც ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, რამოდენიმეჯერ მიღალატა, იმას ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იყო თუ არა შეხვედრით და უფრო ახლო ურთიერთობით ღალატი, მაგრამ მინაწერები და ფლირტაობა ბევრჯერ ვუპოვე სხვა გოგოებთან.. და ყოველ ჯერზე იფიცებოდა რომ აღარ იზამდა, საბოლოოდ 1-2კვირის წინ დაამატა ორმა გოგომ ერთდროულად და ვიეჭვე რაღაცეები მაგრამ რათქმაუნდა უარყო..( სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებით და ვერ ჩავეძიებოდი და უფრო ვერ გავიგებდი ამ ამბავს) ამიტომ არც მიჩხუბია არაფერი, მხოლოდ შენსას აგრძელებთქო ვუთხარი და აქეთ მომაწვა რომ ტყუილა უბრალოდ ვეჭვიანობ და რომ დაიღალა თურმე ჩემი ამ ,,ეჭვიანობებით" და მე ვიგონებ თითქოს რამეს.. საბოლოოდ დაშორება არ უნდოდა მაგრამ მე დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თავის ცხოვრებს მიხედოს და შემეშვას. 1კვირაა კონტაქტი აღარ გვაქვს. ვფიქრობ როგორც საჭიროა იმ დონეზე არ ვუყვარვარ და ვეღარც მაფასებს ალბათ რადგან ამდენჯერ ვაპატიე რამე, ჰგონია რომ ისევ დავუბრუნდები, რაც არმოხდება.. მეორე ადამიანს კი რაც შეეხება, არის საოცარი პიროვნება, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ადამიანს, ყველასგან განსხვავებულს და ჩამოყალიბებულს თუ რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. მე კი თავს ვიდანაშაულებდი ამ ადამიანის მიმართ გრძნობების გაჩენის გამო მანამდე.. ახლა აღარ ვნანობ. კიდევ თუ მომცემთ რჩევებს იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილო თავიდან ყველაფერზე დარდი, როცა შემომაწვება რამე, ნამდვილად მადლობელი ვიქნები <3 პრობლემა ის არის კიდევ რომ ეს ადამიანი ამერიკაში იმყოფება და რამოდენიმე წელი მოგვიწევს ცალცალკე ყოფნა.. მიჭირს ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში ის რომ ამ ადამიანს პირისპირ ვერ ვნახულობ და ვერ ველაპარაკები. იქნებ მომცეთ რჩევები, როგორ აღვიდგინო წინა ურთიერთობის ღალატებისგან დანგრეული ჩემი მენტალური მდგომარეობა.. დიდი მადლობა წინასწარ❤️