გამარჯობათ. მაქვს ბე-12 მომატებული. უბრალოდ გადავიმოწმე საპროფილაქტიკოდ.ინგოროყვას ლაბორატორიით შედეგია 1243 (ნორმ 191-663). შემდეგ მრჩეველში გა დავიმოწმე და მივიღე 955 (ნორმ 145- 569). მაინტერესებს რა პრობლემა შეიძლება იყოს ,რას უნდა გამოეწვია ასე აწევა. ბლოკიუმი ბ12 გავიკეთე სამი თვის უკან 6 ნემსი. კავშირში ხომ არა . ყველა გამოკვლევა რაც შეეძლებოდა გავიკეთე .ღვიძლის ფუნქცია , ექოსკ. კვლევები, ინფექციურ დაავადებებზე ანალიზი , სისლი, ფერიტინი,რკინა და ა.შ.არსად არაფერი არ არის. მე ისეთია არაფერი მიიმიღია რომ ბე-12 ყოფილიყო შიგნით. ერთი ბიოტინი მაქვს დანიშნული ხუთი ათასიანი ფრჩხილზე 2 თვე უნდა ვსვა. მაქვს ქრონიკილი გასტრიტი და 12 გოჯ. წყლული,ჰელიკ.ბაქტერიის ფონზე. ვერაფრით ვერ დავამარცხეტ წლებია სულ ვმუკრანობთ. ხშირად მიწევს ესომეპრაზოლის და ანტაციდების მიღებაც.