/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი
კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
თარიღი : 22-01-2025

გამარჯობა, ჩემს გოგონას გავუკეთე ადენოტონზილექტომია შარშან 2 წლის და 10 თვის ასაკში, 3-4 თვე ბავშვი უპრობლემოდ სუნთქავდა, ახლა უკვე რამდენიმე თვეა ისევ პირით დაიწყო სუნთქვა ძილშიც და დღისითაც, გადავუღე რენდგენი და გვითხრეს მე-4 ხარისხის ადენოიდები აქვსო. შეიძლება ამხელაზე გაიზარდოს ადენოიდები როცა ოპერაციიდან გასულია 8 თვე? ასევე გთხოვთ გამარკვიოთ ადენოიდები ხომ იგივე პოლიპებს გულისხმობს? მარტივი ენით გლანდები და პოლიპების ოპერაცია გავუკეთე ბავშვს და შეიძლება რომ რამე სხვა ამოეკვეთათ ცხვირის ღრუში? და ადენოიდები დაეტოვებინათ? მადლობა წინასწარ.

პასუხი

ადენოიდების ასეთი სწრაფი ზრდა, სამწუხაროდ, შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ადენოტონზილექტომიისას ადენოიდების ქსოვილი მთლიანად ამოიკვეთება, ზოგიერთ შემთხვევაში მათი ნაწილობრივი რეგენერაცია ხდება, განსაკუთრებით თუ ოპერაციის შემდეგ ბავშვი ხშირად ხვდება ინფექციებს ან აქვს ალერგიული ფონი. ასეთ შემთხვევებში, ადენოიდების ქსოვილი შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და ისევ გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

ადენოიდები და პოლიპები სხვადასხვა რამ არის.

• ადენოიდები (ცხვირ-ხახის ნუშურა ჯირკვლები) ლიმფოიდური ქსოვილის ნაწილია, რომელიც იმუნური სისტემის ნაწილს წარმოადგენს. ისინი ჩვეულებრივ 5-7 წლის ასაკში პატარავდება და მოზრდილებში თითქმის აღარ არის.

• პოლიპები – ცხვირის ღრუს ან სინუსების ლორწოვანი გარსის გადაჭარბებული ზრდაა, რომელიც ძირითადად ალერგიებთან, ქრონიკულ ანთებით პროცესებთან ან ასთმასთან ასოცირდება.

გვეკითხებუთ თუ შეიძლება ოპერაციის დროს ადენოიდები დაეტოვებიათ- თუ ბავშვს ადენოტონზილექტომია ჩაუტარდა, რაც ნიშნავს ე. წ. გლანდებისა და ადენოიდების ამოკვეთას, თეორიულად ადენოიდების ქსოვილი სრულად უნდა მოეშორებინათ. თუმცა, ზოგჯერ ტექნიკური მიზეზების გამო (მაგალითად, ღრმად მდებარე ქსოვილი) მცირე ფრაგმენტები შეიძლება დარჩეს და შემდგომ ისევ გაიზარდოს. იმის დასაზუსტებლად, რამდენად სრულად მოიხსნა ადენოიდების ქსოვილი, სასურველია ენდოსკოპიური გამოკვლევა, რადგან რენტგენი მხოლოდ ქსოვილის ზომას აჩვენებს, მაგრამ ვერ აფასებს მთლიანად მოშორდა თუ არა ადენოიდი.

ახლა იმუს შესახეთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ეტაოზე.

ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტი. ექიმი კვლევებით ზუსტად დაადგენს რამ გამოიწვია პირით სუნთქვის ხელახალი დაწყება – ადენოიდების ზრდა, ალერგია, შეშუპება თუ სხვა ფაქტორი.

• ალერგიული კომპონენტის გამორიცხვა, რადგან ხშირად ალერგიული რეაქციები ხელს უწყობს ცხვირის ღრუს შეშუპებას და ადენოიდების სწრაფ ზრდას.

• მკურნალობის განსაზღვრა – თუ ადენოიდები კვლავ პრობლემას ქმნის და მეოთხე ხარისხისაა, შეიძლება საჭირო გახდეს მეორე ოპერაცია, მაგრამ ზოგჯერ მედიკამენტური და კონსერვატიული მეთოდებით (ცხვირის სავლები, ანთების საწინააღმდეგო თერაპია) სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
თარიღი : 27-05-2025

გამარჯობათ, მაქვს ესეთი პრობლემა სადღაც ცხვირის ღრუს სიღრმეში ვგრძნობ რაღაც არის ჩარჩენილი და ხშირად ხრიალებს, ჩირქიანი გამონადენიც მაქ და ხანდახან სისხლიც მომდის და შუბლის და სახის წნევაც იმატებს დახრისას საუბრისას და მოძრაობისას მაქ ქოშინი ცხელება და ხშირი ინფექციები, მოკლედ სად აღარ ვიყავი ერთმა ატროფიაო მეორემ ძგიდეა გადახრილიო და გავიკეთე ოპერაცია ასევე ნიჟარების კორექცია მაგრამ აი იმ წერტილში ისევ ისეა რაღაც ჩაჭედილივით , ალერგიაზეც ვიმკურნალე ბაქტერიებზეც არაფერმა მიშველა, კატეც გადავიღე ექიმს ვანახე არაფერიაო ჩირქზეც ენდოსკოპით ნახა არაფერიაო, ძალიან ზედაპირულად მუშაობენ და უპასუხისგებლოდ სადაც მოვხვდი (ერთეულ ნორმალურ პასუხიგებლიან ექიმებს არ ვგულისხმობ ანუ ყველას არ ეხება) საბოლოოდ ჩემით გავარკვიე რომ ენდოსკოპი სიღრმემდე ვერ ჩადის არხის ფესვებამდე და ვერ ხედავ ყველა ადგილს და შეიძლება იყოს ჩირქგროვა ძველი გამხმარი ასევე კატეც არაა ზუსტად სანდოვო რადგან სითხე შეშუპება და კისტა შეიძლება აერიოს ჩირქ გროვაშიო ანუ ზუსტად ვერ აფიქსირებს არის ჩირქოვანი მასა თუ არა, მე მგონია ეს მჭირს და რა არის უტყუარი ნაღდი რომ გავიგო მჭირს თუარა ეს ყველა არხი ფსკერამდე რო შემოწმდეს რავქნა რო მივალ რომ ვუთხრა ექიმს ესა და ეს მინდა გავიკეთო და სულ ესაა, რასაც თვითონ მაკეთებინებენ არაფერს შედეგი არ აქ რა კვლევა ჩავიტარო რა მოვითხოვო რომ დამინიშნოს? დიდი მადლობა წინასწარ

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
თარიღი : 19-04-2025
კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
თარიღი : 22-01-2025
კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
თარიღი : 02-01-2025

-გამარჯობა. ახლახანს მქონდა საშინელი ვირუსი, ძლივს გამოვედი, თუმცა დამრჩა ყურის ანთება. სამი დღე ძლიერად მტკიოდა ყური, ხელს ვერ ვიკარებდი, პირველ დღეს მცირე ვარდისფერი გამონადენი, მერე ცოტა მოყვითალო გამონადენი და მორჩა, მეტი არაფერი არ მქონია. ყურის წვეთები, ოტიპაქსი და ნელადექსი უარესად მატკიებდა ყურს, ამიტომ სამ დღეზე მეტხანს არ მიხმარია. მერე დავლიე აუგმენტინი და მალევე მომეხსნა ყველანაირი სიმპტომი. დამრჩა მხოლოდ ყურის დაგუბება და შუილი ყურში. ნერწყვის ყლაპვისას მესმის ყურში წკაპუნის ხმა. როგორც მითხრეს ევსტაქის მილის ანთება იქნებოდა და მილის გახსნის ხმა მესმის. სადღაც 8ან 9 დღეა ასე ვარ. ცხვირის წვეთებზე ვიყავი წლები დამოკიდებული, ძლივს გადავაგდე, და როგორც გავიგე ასეთ დროს ცხვირის წვეთებს უნიშნავენ, ნამდვილად ვეღარ ჩავისხამ, არ მინდა ისევ მივეჩვიო. იქნებ დამეხმაროთ, მაინტერესებს რამდენ ხანში გაივლის ეს შუილი და დაგუბება, ან თუ არის რაიმე საშუალება თვითმკურნალობის. ემიგრანტი ვარ და ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებ

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
თარიღი : 19-12-2024

გამარჯობათ, მაწუხებს მუდმივად მარცხენა მხარეს ჩაკეტილი ცხვირი, ხშირად არის ჩირქნარევი სისხლი ხან სწელდება ვირქად იქცევა ხან ძაან გამჭირვალე მაგრამ სქელი ლორწო ცდება, ხან შრება და ცხვირში წებოვანი ბურთებივით მაქ ლორწო, მაქვა მუდმივი დაღლილობა, და გაღვიძებისას შუბლის ტკივილი და გაუცნობიერებლად რაღაცეებს ვლაპარაკობ ერთგვარი ბოდვა მაქ და შუბლი ცხელი, შემდეგ ვდგები და ფენჯარას ვაღებ ყავას ვსვამ და გონზე მოვდივარ, მუდმივად გრძელდება ეს წლებია ჩირქოვანი გამონადენები და ა.შ ეს დიაგნოზი ნახა ექიმმა ოტორანილგონოგმა და ეს მცირე კისტებია პრობლემას ვერ გამოიწვევსო, ძგიდეზე კი მითხრა რომ იოლად დეფორმირებულია და ჰარს ატარებსო, მანამდე ტურბინების და ძგიდის ოპერაცია გავიკეთე ამ სიმპტომების გამო თუმცა არაფერი შეცვლილა, შეიხლება ეს დიაგნოზი იწვევდეს პრობლემებს? ასევე წლების მანძილზე ვიტარებდი მკურნალობას ალერგიულ და არაალერგიულ რინიტზე ჩირქოვან და ბაქტერიულ სინუსიტზე, ვისხამდი უამრავ სხვადასხვაა სპრეებს ექიმის დანიშნულებით, ყველა გზა ვცადეთ, არაფერი გამოვიდა, ბოლოს ნიჟარების ოპერაცია და ძგიდის გავიკეთე, მაინც ისე ვარ არაფერი მშველის, ეს არის დასკვნა: პარანაზალური წიაღების კტ კვლევა ცნეირის ძგიდე იოლად დეფორმულია,ზურგით მიმართულია მარჯვნივ, ჰაერსავალი გზები იოლად ასიმეტრიული ცხვირის ქვემო ნიჟარები ორმხვრივ არ ისახება(პოსტოპერაციული) მარჯვენა შუა ნიჟარა ხულოზურია, ჰაიმორის წიაღებში ლორწოვანი იოლად შეშუპებულია, მის ფონზე მარჯვნცივ ფსკერის არეში ისახება მუკოიდური კისტა ზომით 10/5 მმ. ეთმოიდურ წიაღებში ორმხვრივ. ლორწოანი იოლად შეშუპებული შუბლის წიაღში, მარცხენივ, მედიალურ კედელზე ისახება მუკოიდური კისტა ზომით 1519 მმ. დერილისებრი მორჩის, პირამიდების პნევმატიზაცია ორმხვრივ შენარჩუნებულია. სავეთქელ ქვედა ყბის სახსარი სიმეტრიული ცხვირ-ხახა, პირ-ხახა თავისუფალი.

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
თარიღი : 15-12-2024

-გამარჯობა ,ასეთი კითხვა მაქვს ,უკვე წლები მაქვს ყელში ,თითქოს რაგაც ჩამონადენი,ყელის კედელზე თითქოს რაგაც ჩამდის მაგრამ ვერც ვყლაპავ და თითქოს ჩახველებით ცოტა მიმსუბუქდება ,სხვა არაფერი არ მაწუხებს ,თუ გაციებული ვარ უფრო მეტადვგრძნობ ,ხან უფრო სუსტად ,მაგრამ მუდმუვად მაქვს ,ვიყავი ყელ ყურთან და გამორეცზვებიო, უნდა იაროვო ,თან ფასიც ძვირი იყო ,თან ყოველდღე ვერც ვივლიდი ,რამე არ შეიძლება გავაკეთო რომ ჩამერეცხოს? პირში მაქვს არასასიამოვნო სუნი ,დიდი ალბათობით აქედან ,ან რა ჩამდის არც ვიცი.არც გრიპი მაქვს ან გამონადენი.თითქოს გაჩხერილია რაგაც ,ისეთი საშინელი შეგრძნებაა,რით ვუშველო

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი
თარიღი : 08-10-2024

გამარჯობა. მაქვს სფენოიდიტი სითხის დონე 4მმ და რეტენციული კისტა მარცხენა ჰაიმორის წიაღში ზომით 7მმ. ახლა გავდივარ მკურნალობას დავლიე ანტიბიოტიკები ბიმაქსი 400მგ- 10 დღე , ცინაბსინი,ვისხურებ ცხვირში პოლიდექსა და ვისკო -ფლუს .ყურში პოლიდექსა ყურის , ვსვავ მონტელუკასტას , ვიკეთებ გამორეცხვას ე.წ კუკუშკას . ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი. რამდენად სწორად ვმკურნალობ ამ მედიკამენტებით???? და მაინტერესებს ზემოთ აღნიშნული სფენოიდიტი და კისტა თუ ალაგდა მრტ-ს გარდა თუ შეიძლება წიაღების რენდგენზე გამოჩნდეს . მრტ-ს გადაღება ხელახლა აღარ მინდა მოკლე პერიოდში. ან თუ რენდგენზე არ ჩნდება სხვა რა საშუალება არსებობს, რომ გავიგო რომ მკურნალობამ ეფექტურად ჩაიარა??? მადლობა

კატეგორია : ყელი, ყური, ცხვირი

გამარჯობათ, მაქვს ესეთი პრობლემა სადღაც ცხვირის ღრუს სიღრმეში ვგრძნობ რაღაც არის ჩარჩენილი და ხშირად ხრიალებს, ჩირქიანი გამონადენიც მაქ და ხანდახან სისხლიც მომდის და შუბლის და სახის წნევაც იმატებს დახრისას საუბრისას და მოძრაობისას მაქ ქოშინი ცხელება და ხშირი ინფექციები, მოკლედ სად აღარ ვიყავი ერთმა ატროფიაო მეორემ ძგიდეა გადახრილიო და გავიკეთე ოპერაცია ასევე ნიჟარების კორექცია მაგრამ აი იმ წერტილში ისევ ისეა რაღაც ჩაჭედილივით , ალერგიაზეც ვიმკურნალე ბაქტერიებზეც არაფერმა მიშველა, კატეც გადავიღე ექიმს ვანახე არაფერიაო ჩირქზეც ენდოსკოპით ნახა არაფერიაო, ძალიან ზედაპირულად მუშაობენ და უპასუხისგებლოდ სადაც მოვხვდი (ერთეულ ნორმალურ პასუხიგებლიან ექიმებს არ ვგულისხმობ ანუ ყველას არ ეხება) საბოლოოდ ჩემით გავარკვიე რომ ენდოსკოპი სიღრმემდე ვერ ჩადის არხის ფესვებამდე და ვერ ხედავ ყველა ადგილს და შეიძლება იყოს ჩირქგროვა ძველი გამხმარი ასევე კატეც არაა ზუსტად სანდოვო რადგან სითხე შეშუპება და კისტა შეიძლება აერიოს ჩირქ გროვაშიო ანუ ზუსტად ვერ აფიქსირებს არის ჩირქოვანი მასა თუ არა, მე მგონია ეს მჭირს და რა არის უტყუარი ნაღდი რომ გავიგო მჭირს თუარა ეს ყველა არხი ფსკერამდე რო შემოწმდეს რავქნა რო მივალ რომ ვუთხრა ექიმს ესა და ეს მინდა გავიკეთო და სულ ესაა, რასაც თვითონ მაკეთებინებენ არაფერს შედეგი არ აქ რა კვლევა ჩავიტარო რა მოვითხოვო რომ დამინიშნოს? დიდი მადლობა წინასწარ

კატეგორია : ყელი, ყური, ცხვირი

-გამარჯობა. ახლახანს მქონდა საშინელი ვირუსი, ძლივს გამოვედი, თუმცა დამრჩა ყურის ანთება. სამი დღე ძლიერად მტკიოდა ყური, ხელს ვერ ვიკარებდი, პირველ დღეს მცირე ვარდისფერი გამონადენი, მერე ცოტა მოყვითალო გამონადენი და მორჩა, მეტი არაფერი არ მქონია. ყურის წვეთები, ოტიპაქსი და ნელადექსი უარესად მატკიებდა ყურს, ამიტომ სამ დღეზე მეტხანს არ მიხმარია. მერე დავლიე აუგმენტინი და მალევე მომეხსნა ყველანაირი სიმპტომი. დამრჩა მხოლოდ ყურის დაგუბება და შუილი ყურში. ნერწყვის ყლაპვისას მესმის ყურში წკაპუნის ხმა. როგორც მითხრეს ევსტაქის მილის ანთება იქნებოდა და მილის გახსნის ხმა მესმის. სადღაც 8ან 9 დღეა ასე ვარ. ცხვირის წვეთებზე ვიყავი წლები დამოკიდებული, ძლივს გადავაგდე, და როგორც გავიგე ასეთ დროს ცხვირის წვეთებს უნიშნავენ, ნამდვილად ვეღარ ჩავისხამ, არ მინდა ისევ მივეჩვიო. იქნებ დამეხმაროთ, მაინტერესებს რამდენ ხანში გაივლის ეს შუილი და დაგუბება, ან თუ არის რაიმე საშუალება თვითმკურნალობის. ემიგრანტი ვარ და ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებ

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები