/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია
კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 19-10-2024

-მოგესალმებით, ღამით როცა გავიღვიძებ თავის არეში უცნაური ხმებია, რის გამო შეიძლება მქონდეს და რასთან გვაქვს საქმე?ვის შეიძლება მივმართო ასეთ შემთხვევაში ან მკურნალობის რა მეთოდი დამეხმარება? მადლობა

პასუხი

-თანმიმდევრული გამოკვლევების დასაგეგმად ნევროლოგს უნდა მიმართოთ, შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს ყელ-ყურის ექიმის კონსულტაციაც.

მიზეზი შესაძლოა იყოს მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა(გაიკონტროლეთ), ანემია, ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგია, თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგია, ყურის დაავადებები და ა. შ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 17-04-2025

16 წლის ვარ, მაქვს სქოლიოზი. ბოლო პერიოდში შემდეგი სიმპტომები მაწუხებს: • წოლისას ზურგში მეწყება წვა, განსაკუთრებით ქვედა და შუა ზონაში. ეს წვა ხანმოკლეა, მაგრამ პერიოდულად მეორდება. ზოგჯერ საჯდომის მიდამოშიც იგრძნობა სითბო ან თითქოს ოფლიანობა, თუმცა სველი არ არის. • ღრმა სუნთქვისას მუცლის მარცხენა ქვედა მხარეს ვგრძნობ წვას ან დაჭიმვას, თითქოს შიგნიდან მექაჩება ეს ალბათ იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ყაზბობა მაქვს და თან დიარეა ოღონდ ძნელად და შეკრულად • ხანდახან ზურგის ზონაში გაბუჟებულად მიგრძნია, მაგრამ ეს არ არის ტკივილი — უფრო დისკომფორტი და წვაა. • ერთხელ ღამისას მოულოდნელი დიარეა მქონდა, ისე რომ მანამდე ვერ გავიგე მუცელში მოძრაობა ან შეტევის განცდა მოშარდვა რომ მინდოდა ამას ვგრძნობდი. • ზოგადად ზურგი ხანდახან “მეწვება”, და ხანდახან თითქოს უცნაურად მცხელა საჯდომში , ისე რომ არ მივიქცევი თავიდან ყურადღებას, მუცლის მოვლასთან ერთად საჯდომი მისველდება,და საჯდომის ადგილას სისველეს ვერ ვგრძნობ თუ მისველდება და მოსაქმება მინდა თუარა თითქოს მაგასაც და მუცელსაც მაგრამ თან ვგრძნობ გაბუჟებულივით არის ეს მოულოდნელად მქონდა მსგავსი არ მქონია ადრე არაფერი მინდა დავაზუსტო, ხომ არ არის ეს ნერვულ ზონასთან ან სქოლიოზის პროგრესთან დაკავშირებული, და ხომ არ მჭირდება დამატებითი კვლევა.

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 02-04-2025

გამარჯობა მაქვს ხერხემლის გამრუდება-სქოლიოზი ვარ 27წლის გოგო ბოლო 2 თვეა დამეწყო შემდეგი ჩივილები-დაძინებისას , ანუ თავს რომ ვდებ ბალიშზე თითქოს თავში სისხლი მაწვება და თავის სწორი პოზიციის შერჩევას ვცდილობ ხოლმე, ძილში რომ მივდივარ მგონია გული მიჩერდება და გონეაბს ვკარგავ და უცებ მაფხიზლებს უჰაერობის შეგრძნება, რასაც მოსდევს გულის აჩქარება… ასე მეორდება მანამდე სანამ კარგად არ მომერევა ძილი და მერე ერთი თუ ჩამეძინა დილამდე უპრობლემოდ მძინავს…. ღამე თუ მეღვიძება და ვიბრუნებ ძილს, იგივე პრობლემა არ მაქვს, თავისუფლად ვიბრუნებ ძილს და არც სისხლი აღარ მაწვება ხოლმე თავში… მხოლოდ პირველი ჩაძინებისას მაქვს ეს პრობლემმა და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ნევროლოგიური პრობლემაა თუ ხერხემალს უკავშირდება? გული გამოლგლეული მაქვს და თავიც , პათოლოგია არ მაქვს, ასევე სისხლის ანალიზებიც ნორმაშია

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 30-03-2025

გამარჯობათ. ვარ 34 წლის გოგო. ევროპაში ვცხოვრობ. ეს ბოლო დრო მაქვს "ჩაძინების" პრობლემა ანუ როცა ვწვები და დასაძინებლად ვემზადები, ვწრიალებ ლოგინში და ასე 1-2 საათის მერე ან მეტი, ძლივს ჩამეძინება ხოლმე! პირადში რაღაც სტრესი მივიღე და რაღაც სხვა საკითხებზეც მენერვიულება ხოლმე... ვინაიდან ეს "ჩაძინების პრობლემა" მაქვს, ვიძაბები ხოლმე წინასწარ და "მეშინია" რომ ისევ უნდა 1-2 საათი ვიწრიალო და "ვაითუ არ დამეძინა" და ძილი არ მეყოფა. მითუმეტეს თუ ვიცი, რომ მეორე დღეს დილით ადრე ასადგომი ვარ, ვიძაბები და რომც ცოტა უფრო ადრე ვცადო დაძინება, ის ფაქტი რომ "შეიძლება არ დამეძინოს დროულად და ძილი არ მეყოს", მაფორიაქებს! ადრე დიდი ხნის განმავლობაში (წლები) ვსვამდი ანტი-დეპრესანტ " Lerivon 10 mg", ნახევარ აბს, ძილის წინ (ფსიქიატრის გამოწერილს) და ასევე მცენარეულ დამამშვიდებელს " Calmiplant"-ს დღეში 2-ჯერ მაგრამ სექტემბერ 2024-დან შევწყვიტე ჩემით "Lerivon"-ის დალევა და ახლა მხოლოდ მცენარეულ "Calmiplant"-ს ვსვამ. ეხლა ვაპირებ ისევ "Lerivon"-ის წამლის დალევას (გაგრძელებას), ნახევარ აბს, ძილის წინ, რადგან მახსოვს ძალიან კარგად ვიძინებდი მისი დალევის მერე. გინეკოლოგს ვკითხე და მითხრა, შეგიძლია მაგ ანტი-დეპრესანტის გაგრძელებაო მაგრამ როცა დაორსულდებიო, სხვა წამლით ჩავანაცვლებთო. თქვენი ზოგადი რჩევები წაკითხული მაქვს კარგ ძილზე მაგრამ იქნებ რამე მირჩიოთ ადვილად ჩაძინებაზე და მითხრათ, ის "Lerivon"-იც ხომ კარგად იმოქმედებს ამ ყველაფერზე? და ორსულობისას, რა წამლით შეიძლება ჩანაცვლდეს? რომელიც იგივე კომპონენტებს შეიცავს ალბათ ხო? გთხოვთ მალე და ყველა კითხვაზე მიპასუხოთ. დიდი მადლობა წინასწარ!

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 03-03-2025

-გამარჯობა მაქვს ნევროზი, რაშიც ვგულისხმობ რომ გამუდმებით მაქვს შიშები რომ რამე დამემართება…. ბოლო დროს გადავიტანე ბევრი სტრესი და ღამით ჩაძინებისას თითქქოს უჰაერობა მემართება , ტვინი ითიშება და ვფხიზლდები თითქოს არ ვსუნთქავ , ეს მჭირს მხოლოდ ჩაძინებისას და მერე თუ ჩამეძინა დილამდე კარგად მძინავს …. ასევე მაქვს ხერხემლის გამრუდება და სწორი პოზიცია თუ არ დავიჭირე დაწოლისას მგონია რომ ტვინში სისხლი მაწვება და პულსაციის ხმა მესმის…. გამოკვლეული მაქვს გული და პათოლოგია არ ვლინდება არც ეწოზე არც ეკგ ზე, ასევე მქონდა ჰოლტერი 24 საათით და არც იქ არაა პრობლემა… ელექტროლიტებიც ნორმაშია… მაინტერესებს ეს ჩაძინების პრობლემები ნევროზს უკავშირდება თუ ძილის აპნოე მაქვს ? 26 წლის ვარ და ცოტა მეშინია რამე სერიოზული არ იყოს

კატეგორია - ნევროლოგია
თარიღი : 17-02-2025

გამარჯობათ, ვიმკურნალე ეპილეფსიაზე დაახლოებით 4 წელი და უკვე მედიკამენტის მოხსნის ეტაპზე გადავედი, ძილის დროს 10 საათიანი ელექტროფაროგრამა გადავიღე და ნორმალური პასუხი აჩვენა, ანუ 1 ზედმეტი ტალღაც ვერ აღმოაჩინეს, დღეში რომ ვსვავდი 1000მგ ეპიქსს ეხლა გადამიყვანეს დღეში 750მგზე ხოლო 1 წლამდე პერიოდში საბოლოოდ იმედი მაქვს რომ მომეხსნება, ანუ ესეთი კითხვა მაქვს ამ წამალმა მრავალი გვერდითი ეფექტი იწონია ჩემზე ხოლო მათ შორის ყველაზე რთულია უენერგიობა, არაფრის ენერგია არ მაქვს ამ წამლის გამო, მთლიანად სიცოცხლის ხალისი დამიკარგა და განძრევაც კი მეზარება იმდენად გამოფიტული ვარ უენერგიობისგან და მაინტერესებს რამდენ მილიგრამზე ქრება ეს გვერდითი ეფექტი? ჯერჯერობით 750ზე რომ გადმოვედი ცვლილება ვერ შევამჩნიე და 500 და 250ზეც ესე იქნება? სანამ ბოლომდე არ მომეხსენება წამალი იქამდე ვიქნები უენერგიოდ? და თუ მასეა წამალს რომ მომიხსნიან რამდენიმე დღესი სრულიად აღმიდგება ენერგის თუ რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება ენერგიულობის აღდგენას?

კატეგორია : ნევროლოგია

-გამარჯობა. ერთ თვეზე მეტია მთლიან სხეულში კუნთები მიკრთის. ხან ფეხები, ხან ხელები, ხან სათესლე ჯირკვალში, ხანაც კისერში და ასე... მოკლედ მთლიან სხეულში. ასევე მაქვს თავის დაბუჟება... ყველაზე მტკივნეულია ძილის დროს, ამ დროს ფეხებს ვერ ვადუნებ... როგორც კი მოვეშვები მაშინვე გრძელდება კუნთების თამაში ისევ. ნევროპათოლოგმა გამომიწერა "ენრელაქსი" და "სამბოვინი" ერთი თვით მაგრამ არანაირი შედეგი გამოიღო. გავიკეთე შაქრის და სისხლის საერთო ანალიზი და ყველაფერი წესრიგში მაქვს, ღამეებს ვათენებ, შეიძლება გავგიჟდე... იქნებ რამე მირჩიოთ. ოღონდ არ მომწეროთ ის რასაც უმეტეს შემთხვევაში წერენ ყველას, რომ კონსულტაცია არის საჭირო. ეგ ისედაც ვიცი. იქნებ მითხარით ამ ყველაფერს რა იწვევს და რა მედიკამენტს მირჩევდით? თუნდაც ურეცეპტოს.

კატეგორია : ნევროლოგია

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები