გამარჯობა. ჩემს მეუღლეს აქვს სიცხე 37 ,37.4 ... უკვე კვირეებია. ეხოზე ბრონხების ანთება უთხრეს( "დიფუზურად გაძლიერებულია ორმხრივად, პრეჰილარულად და ქვედა ველებში, სისხლძარღვოვანი კომპონენტის ხარჯზე) " ასევე იმუნოგლობულინი 700 მდე , C რეაქტიული - 0.280 mg/L (ნორმა -< 5.000) არის აქტიური მწეველი. მკურნალობდა მედიკამენტებით( D-panza, ანტიბიოტიკი)) თუმცა ისევ გაუგრძელდა სიცხეები. შესაძლებელია ეხოზე უფრო სანდო რაიმე გზით გამოკვლევა ფილტვების? მეშინია წყალი არ ჩაუდგეს ან რამე არ ქონდეს. ასევე უჩივის ბეჭების გვერდების არეში ტკივილს.