/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-გამარჯობა, 3 წლის ბავშვი მყავს, რომელიც იდეალურად საუბრობს და ესმის ყველაფერი. მაინტერესებს რა გავაკეთო კონკრეტულ შემთხვევაში: ძილის წინ შევუშვებ ტუალეტში და უმეტესად არაფერს შვება, ჩავაწვენ საწოლში და სანამ გამოვალ ოთახიდან კიდევ ვეკითხები უნდა თუ არა ტუალეტი, პასუხია არა! როგორ კი გამოვალ ოთახიდან იწყებს ჭუჭყუნს რომ უნდა ტუალეტუ და მერე რაღაცას შვება ხოლმე. ასე არის ბევრ რამეზე, ჭამაზეც, დავუდებ საჭმელს არ შია, მერე შია, დავუდებ ისევ არ შია, ავიღებ შია... ასეთი რაღაცებისგან ნევროზი დამმართა, რა უნდა რას ითხოვს? დავიტანჯე მირჩიეთ რამე. მოახლე მგონია თავი
-გასაკვირი ნამდვილად არაფერია, ბავშვს სურს სულ მის გავერდით იყოთ. ასე მოიქეცით: როცა საპირფარეშოში შეუშვებთ თქვენც იქვე დარჩით და დაელოდეთ, უთხართი რომ თუ ყველაფერს მოითავებს ერთად წახვალთ დასაძინებლად და ძილის წინ წაუკითხავთ ძალიან ლამაზ ზღაპარს. ჭამის დროსაც ერთად მიუჯექით სუფრას და მასთან ერთად ჭამეთ; უფრო მეტიც, შეიძლება დაიხმაროთ საჭმლის მომზადებაშიც, საინტერესო უნდა გახადოთ ბავშვისთვის ყოველდღიური რუტინა, სიყვარულით უნდა იყოს გაჯერებული თქვენი ურთიერთობა, სწორად უნდა მართოთ ბავშვის ქცევა; ამ თემაზე უამრავ მასალას შეხვდებით ინტერნეტ სივრცეში და გაეცანით...
მალე დადგება ის დროს, როცა გეტყვით რომ არ უნდა დადგეთ ტუალეტის კართან, რომ თვითონ დაიბანს და აღარ ჭირდება თქვენი დახმარება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაეხმაროთ ბავშვს დამოუკიდებელ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.