-გამარჯობა. დღეს შევნიშნე რომ იღლიაში მაქვს ძალიან ძალიან პატარა ჯირკვალივით, მრგვალია მაგრამ არ დაგორავს, არც რაიმე მსგავსი ნამდვილად არ არის. უბრალოდ შეხებისას მტკივნეულია. 17 წლის ვარ. რამდენიმე თვის წინ იგივე იღლია მტკიოდა, ოდნაც შეშუპებულივით იყო როგორც მახსოვს, მაგრამ ეს ჯირკვალი მაშინ არ შემიმჩნევია. მაშინ გარკვეული დროით შევწყვიტე ანტიპერსპირანტია გამოყენება, რაღაც შავი ფერის მალამოს ვისმევდი რამდენიმე დღე და სოდიანი წყლის თბილ საფენებს ვიდებდი და მალევე გამიარა. შეიძლება ეს ანტიპერსპირანტის გამო იყოს? ექიმთან მისვლას ვაპირებ, მაგრამ იქნებ მანამდე თქვენ მითხრათ რამე, რადგან ძალიან ვნერვიულობ. სიმსივნეზე ხომ არ მიუთითებს ეს სიმპტომები? მადლობა წინასწარ პასუხისათვის.