გამარჯობა, ექიმო. უკვე გარკვეული დროა, რაც ხმასთან დაკავშირებული დისკომფორტი მაწუხებს. საუბრის დაწყებისას მიჭირს ხმის აგონება, თითქოს ჩურჩულით ვლაპარაკობ, ხმის აწევა მიძნელდება და გარშემომყოფები ხშირად ვერ გრძნობენ ჩემს ხმას. ყელზე მაქვს დაძაბულობის შეგრძნება, ზოგჯერ თითქოს ტირილისკენ მიდრეკილებაც მაქვს, რაც ხელს მიშლის კომფორტულად საუბარში. ეს შეგრძნება ზოგჯერ მაშინაც მაქვს, როცა საერთოდ არ ვსაუბრობ. ბოხი ხმა მაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ მისი კონტროლი რთულია. მჭირდება თქვენი დახმარება და რჩევა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს მდგომარეობა და როგორ მოვიქცე.