/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.
-მითითებული სიმაღლის მამაკაცისთვის ეს წონა ნორმაა და იდეალური, ქალისთვის ნორმაა, ხოლო იდეალური 53 კგ-ია.
საიტიდან დიეტას ვერ შეგიდგენთ. ზოგადი რჩევაა: კალორიების შეზღუდვა, ერიდეთ ცომეულს, ცხოველურ ცხიმს, ტკბილ პროდუქტებს, უარი თქვათ სასუსნავებზე, ცხიმიან, შემწვარ საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილი გაზიანი სასმელი და ღამით კვება.
კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, მიიღეთ (ზომიერად) კვერცხი, ხორცი, თევზი(მოხარშული).
აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა, რეგულარული ვარჯიში, სწორი დღის რეჟიმი და ბალანსირებული კვება.პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის.
იმისათვის რომ ჯანმრთელობის დაუზიანებლად შეძლოთ ზედმეტი კილოგრამები მოშორება და შემდეგ მიღწეული შედეგის შენარჩუნება აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგს, ჩაიტაროთ გამოკვლევები და დიეტა და/ან მკურნალობა დაინიშნოს ინდივიდუალურად.
გადახედოთ ჩვენს საიტზე დიეტოლოგიის რუბრიკაში განთავსებული კითხვებსა და სტატიებს, იქ თქვენთვის საინტერესო ბევრ ინფორმაციას ნახავთ.