კანის მოვლა ზამთარში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

კანის მოვლა ზამთარში

კანის მოვლა ზამთარში


კანი სხეულის მეტად სათუთი და მგრძნობიარე საფარველია. მას წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება სწორი მოვლა. მაგრამ კანისა და მისი დანამატების ჰიგიენას რატომღაც მხოლოდ ზაფხულობით აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, გამწმენდ, მკვებავ თუ დამცავ საშუალებებს მხოლოდ სიცხეში იყენებენ. დადგება ზამთარი და ხალისიც ქრება - ბევრს აღარც გარეგნობა ახსოვს და აღარც კანის მოვლა. არადა ცნობილია, რომ კანი ზამთარში უფრო სწრაფად ბერდება. დაუცველი ეპიდერმისი (კანის ზედაპირული შრე) ზამთრის ერთი თვის განმავლობაში ზუსტად იმდენს კარგავს, რამდენსაც ოთხი თბილი თვის მანძილზე. მაინც რა ზიანი შეიძლება მიადგეს კანს ზამთარში?

კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება უმთავრესად წლის ცივ პერიოდში? როგორი უნდა იყოს კანის ჰიგიენა და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი დერმატოლოგი მაია მარიდაშვილი გვესაუბრება.

 

- კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება უპირატესად ზამთარში, რომელ დაავადებებს არ

უხდება სიცივე, ყინვა, ზოგადად, ზამთრის ჰავა?
- ზამთრობით უპირატესად მწვავდება კანის ის დაავადებები, რომელთათვისაც დამახასიათებელია კანის სიმშრალე. ასეთია იქთიოზი, ქსეროდერმა, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა... გამწვავების მიზეზია სიცივე, ყინვა, ქარი (განსაკუთრებით - ღია ადგილებზე: სახეზე, ყელზე, ხელებზე), გარკვეულწილად - სეზონური ჰიპოვიტამინოზი და ზამთარში ცხიმოვანი ჯირკვლების შენელებული მუშაობა. მოგეხსენებათ, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი ელასტიკურობას ანიჭებს კანს და გამოშრობისგან, გარეგანი გამღიზიანებლებისა და ინფექციებისგან იცავს.


- რა უნდა ახსოვდეთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ადამიანებს, როგორი უნდა იყოს ზამთარში მათი ცხოვრებისა და კანის მოვლის რეჟიმი, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება?
- საზოგადოდ, მშრალი კანი სისტემატურ მოვლას, მუდმივ ყურადღებას ითხოვს. მშრალი, მგრძნობიარე კანის ყოველდღიური ჰიგიენისთვის რეკომენდებულია დასაბანი საშუალებები ნეიტრალური პჰ-ით (ეგრეთ წოდებული საპონი უსაპნოდ), რომლებიც, ჩვეულებრივი საპნისგან განსხვავებით, არ აშრობს კანს, აქვს დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. მშრალ კანს უხდება მცენარეული ნაყენით ბანა. მაგალითად, კარგია ცაცხვის ყვავილის ან კამის თესლისა და სალბის ნარევი (1 წილი ცაცხვის ყვავილი ან კამის თესლი და 1 წილი სალბი). გარდა ამისა, საჭიროა მკვებავი და დამცავი მალამოების სისტემატური გამოყენება და, რა თქმა უნდა, ცხოვრებისა და კვების სწორი რეჟიმის დაცვა, მავნე ჩვევებისა და საკვების უარყოფა. ასეთი კომპლექსური მიდგომა ზამთრის პერიოდში დაავადების ხანგრძლივ რემისიას უზრუნველყოფს (რემისია დაავადების გამოვლინებათა დროებითი ჩაცხრობაა).


- კანის რომელი დაავადებებისთვის არის ხელსაყრელი ზამთარი და, საზოგადოდ, წლის ცივი პერიოდი? რატომ სუსტდება სიცივეში ამა თუ იმ პათოლოგიის კლინიკური სურათი?
- რემისიის თვალსაზრისით ზამთარი ხელსაყრელია კანის იმ დაავადებებისთვის, რომლებიც საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევას უკავშირდება. ასეთია, მაგალითად, ჰიპერჰიდროზი, დისჰიდროზი. დაბალ ტემპერატურაზე საოფლე ჯირკვლები ნაკლები ინტენსივობით მუშაობს, ამიტომ სიცივეში აღნიშნული პათოლოგიების კლინიკური სურათი სუსტდება, აღინიშნება რემისია.


- როგორ ვლინდება სიცივეზე ალერგია, რა თავისებურებები ახასიათებს მას?
- სიცივეზე ალერგია ჰაერის დაბალი ტემპერატურის, ცივი და ნოტიო ქარის ზემოქმედებას უკავშირდება. ალერგიული რეაქციის გამოვლინებაა ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. ბუშტუკები და წითელი ლაქები ზოგჯერ მთელ სხეულზე ჩნდება, ზოგჯერ - მხოლოდ სახეზე, ზედა ტუჩსა და ქუთუთოებზე. ხშირია ქავილი, შეხებისას ტკივილი, ზოგჯერ ირგვლივ მდებარე ქსოვილების შეშუპებაც აღინიშნება.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად -30აბი
ფასი: 44.4
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.9
ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის-90აბი
ფასი: 66.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ბარძაყის ყელის მოტეხილობა მძიმე ტრავმაა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობასა და პატრონაჟს მოითხოვს. ზოგჯერ სრულად გამოჯანმრთელება
თავის ტრავმის შემდეგ ექიმთან მიმართვა აუცილებელია თუ დაზარალებულს აღენიშნება:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, კიდურების მოტეხილობა სერიოზულ პრობლემად რჩება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, უმნიშვნელო მოტეხილობებსაც კი რამდენიმეკვირიანი თაბაშირის ნახვევი მოსდევს, სერიოზული მოტეხილობები კი ხშირად პაციენტთა დაინვალიდებით სრულდება. 
ხალხური მედიცინა მოტეხილობისა და ნაღრძობის დასაფიქსირებლად კვერცხის ცილისგან მომზადებულ საფენს გვთავაზობს.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად