უმარტივესი ჩინური მეთოდი ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, ჰიპერტონიის და დიაბეტის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უმარტივესი ჩინური მეთოდი ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, ჰიპერტონიის და დიაბეტის სამკურნალოდ

ეს ტექნიკა ამსუბუქებს უამრავი დაავადების სიმპტომს, მათ შორის რადიკულიტის, ოსტეოქონდროზისა და შაქრიანი დიაბეტის.

თურმე ერთ ფეხზე დგომისას წონასწორობის შენარჩუნების პროცესში ადამიანი ზემოქმედებს ფეხისგულზე გამავალი ექვსი უმნიშვნელოვანესი შინაგანი ორგანოს არხებზე. აღნიშნული ზემოქმედების შედეგად, ბუნებრივია, ორგანოთა ფუნქციობა უმჯობესდება.

როგორ უნდა შეასრულოთ ვარჯიში "ოქროს მამალი ერთ ფეხზე":

დადექით სწორად, გაიმართეთ, ხელები ჩამოუშვით სხეულის გასწვრივ, თვალები დახუჭეთ. ერთი ფეხი (მარჯვენა ან მარცხენა) მოხარეთ და აწიეთ (ისე როგორც სურათზეა აღნიშნული). ასეთ მდგომარეობაში იდექით რამდენიმე წუთი. შეეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ წონასწორობა. ამ დროს თვალები აუცილებლად დახუჭული უნდა გქონდეთ. ასე მხედველობით ფაქტორს არ ექნება დამხმარე საშუალების როლი წონასწორობის შენარჩუნებაში, შესაბამისად, მაქსიმალურად მოხდება ტვინის გააქტივება და ფიქსაცია წონასწორობის პროცესზე ანუ შინაგან ორგანოთა ფუნქციის დაბალანსებაზე.

ზოგჯერ ცალ ფეხზე მდგომ ადამიანს, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა, ეწყება ტერფზე არსებული შესუსტებული არხების ტკივილი. ვარჯიშის შესრულება არ უნდა შეწყვიტოთ ტკივილის სიმპტომის მიუხედავად.

რით არის სასარგებლო ვარჯიში "ოქროს მამალი ერთ ფეხზე?"

ამ ვარჯიშის რეგულარულად შესრულებისას ადამიანი გრძნობს ყურადღების კონცეტრირებას და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. დაბნეულობა და გაფანტულობა სრულიად ქრება.

იმის გამო, რომ ვარჯიშის დროს აქტიურდება კიდურების სისხლის მიმოქცევა, ადამიანის მდგომარეობა ბევრად უმჯობესდება, კერძოდ, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

• ოსტეოქონდროზი,

• რადიკულიტი,

• ჰიპერტონია,

• შაქრიანი დიაბეტი და სხვ.

ვარჯიში "ოქროს მამალი ერთ ფეხზე" დიდ ეფექტს იძლევა ნათხემის ატროფიის, პოდაგრისა და მინიერის დაავადების დროს. აღნიშნული ტექნიკა მიკროცირკულაციის გაუმჯობესებასთან ერთად აძლიერებს იმუნიტეტს, შესაბამისად, ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც კიდურები ეყინება.

ვარჯიშის შესრულება შეიძლება სასიამოვნო მელოდიის ფონზე. დილით მისი შესრულება კი სიმხნევით ავსებს ადამიანს და კარგ გუნება-განწყობაზე აყენებს. ასე რომ სცადეთ!

თინათინ გოცაძე