ტკივილი მუხლის სახსარში - ართრიტი, ართროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი მუხლის სახსარში - ართრიტი, ართროზი

როგორც სიმპტომი, ის შესაძლოა თან ახლდეს ჰეპატიტს, რევმატიზმს, იყოს მეტეოდამოკიდებულების გამოხატულება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხოლმე ატმოსფერულ მოვლენებთან მიმართებაში, განსაკუთრებულად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სერიოზულად არაფერი აწუხებს, მოღრუბლულობის განვითარების შესაბამისად წვიმის დაწყების წინ მუხლის სახსრები ახსენებს თავს (სტკივა ან სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ეუფლება). მეტეოდამოკიდებულება არ არის საგანგაშო. ის არ საჭიროებს საგანგებო მკურნალობას.

ხანდაზმულებში მუხლის სახსრების ტკივილი სასახსრე ნაპრალში სასახსრე სითხის განლევისა და სახსარში განვითარებული სხვა ასაკობრივი ცვლილების შედეგია. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, სახსარში ნორმალური მოძრაობა ირღვევა და მტკივნეული ხდება.

სპეციალისტები გვირჩევენ, გავუფრთხილდეთ მუხლის სახსრებს და დავიცვათ ისინი მეტისმეტი დატვირთვისგან. თუმცა უმოძრაობა და მცირე დატვირთვაც ასევე მავნებელია. მან შესაძლოა საბოლოო ჯამში მუხლის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა და ატროფიაც (განლევა) კი გამოიწვიოს.

ტკივილი მუხლის სახსარში შესაძლოა ორგანიზმის სხვადასხვა სახის არაჯანსაღი მდგომარეობის მანიშნებელი იყოს. მუხლები ადამიანებს სხვადასხვა პათოლოგიის დროს აწუხებთ. მაგალითად, მუხლების ტკივილის, როგორც გამოხატული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში ხშირად რევმატოიდულ ართრიტს მკურნალობენ, სინამდვილეში აღნიშნული სიმპტომი დიდი ხნის წინათ შეძენილი ქლამიდიოზის შედეგია ხოლმე.

მუხლის სახსარზე სპეციალური სამედიცინო ჩაქუჩის სუსტი დარტყმითა და მყესის რეფლექსის შემოწმებით ნევროპათოლოგები ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მდგომარეობას აფასებენ.

გირჩევთ :

 არ შეზღუდოთ მოძრაობა და არ განაცხადოთ უარი სიარულზე. პირიქით, დღეში 2-3 საათით მაინც გაისეირნეთ. მოხერხებული ფეხსაცმელი მოირგეთ, ისეთი, რომელიც სიარულისას არ შეგაწუხებთ. გახსოვდეთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ხანგრძლივად სიარული განსაკუთრებულად ძაბავს ფეხის კუნთებს და ღლის მუხლის სახსრებს.

 წესად დანერგეთ ყოველდღიურად კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა. ეს ერთგვარი ვარჯიშია არა მხოლოდ მუხლის სახსრისთვის, არამედ მთლიანად ფეხებისთვის. ამით წვივის კუნთებსაც გაიმაგრებთ და სისხლძარღვების ჯანმრთელობასაც განამტკიცებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არასაკმარისი მოძრაობითი აქტივობა 30 წლის ასაკიდანვე ასუსტებს კუნთოვან აპარატს, არღვევს სისხლის მიმოქცევის პროცესს სახსრებში.

 ყურადღება მიაქციეთ კვებას. დიდი რაოდენობით შაქრისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები მხოლოდ წონას მოგიმატებენ. ამ უკანასკნელს კი უპირველეს ყოვლისა მუხლის სახსრები შეიგრძნობენ. საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილით, ბოსტნეულით, თევზეულითა და რძის ნაწარმით.

ავტორი თინათინ გოცაძე