რა ხდება ართროზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ართროზის დროს

თავდაპირველად მათ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, არც ექიმთან მიდიან, პათოლოგიური პროცესი კი უფრო და უფრო ღრმავდება და საბოლოოდ ინვალიდობამდე მივყავართ. მხოლოდ ართროზის დროული დიაგნოსტიკით, მისი ეფექტური მკურნალობით და, რაც მთავარია, შემდგომში რეგულარული პროფილაქტიკური ღონისძიებებით არის შესაძლებელი სახსრების შრომისუნარიანობის დიდხანს შენარჩუნება.

 

ართროზის დროს მიმდინარე პროცესები

ოსტეოართროზი სახსრის დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლების სასახსრე ზედაპირზე არსებული ხრტილოვანი ქსოვილი თანდათანობით იშლება. პათოლოგიური პროცესი მოიცავს არა მხოლოდ ხრტილს, არამედ სახსრის შექმნაში მონაწილე, უშუალოდ ხრტილის ქვეშ განთავსებულ (სუბქონდრიალურ) ძვლებს, მყესებს, სინოვიურ გარსებს, მთლიანად სახსრის კაფსულას და სახსრის ირგვლივ არსებულ (პერიარტიკულარულ) კუნთებს. პროგრესირებადი დეგენერაციული პროცესის შედეგად სასახსრე ხრტილი იშლება. მასზე ნახეთქები და წყლულები ვითარდება, საბოლოო ჯამში კი ძვლების სასახსრე ზედაპირები სქელდება. ართროზი მთელი სახსრის დაავადებაა.

სასახსრე ხრტილი, მისი შენება და სხვა თავისებურებანი

სასახსრე ხრტილი მაღალსპეციალიზებული ქსოვილია, რომელიც ორგანიზმში ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს - უზრუნველყოფს ძვლების სასახსრე ზედაპირების ერთმანეთზე სრიალს და მექანიკური დატვირთვისას თანაბრად ანაწილებს მას სახსრის ელემენტებზე. ამ ორი ფაქტორის გამო ძვლების სახსარში მოძრაობისას მატრავმირებელი ეფექტი მნიშვნელოვნად მცირდება. ძვლების სასახსრე ზედაპირზე არსებულ ხრტილს ნერვები და სისხლძარღვები არ გააჩნია, მისი კვება პასიურად ხდება სინოვიური სითხიდან და ქვეშ მდებარე (სუბქონდრიალური) ძვლების მკვებავი სისხლძარღვებიდან. სახსრის ძვალკუნთოვანი სტრუქტურის დაბალანსებული ფუნქციობა (აქტიური და პასიური პროტექცია) ხელსაყრელ პირობებს ქმნის ხრტილის ნორმალური, ჯანმრთელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. სახსრის აქტიურ დაცვას (პროტექციას) მის ირგვლივ არსებული (პერიარტიკულარული) კუნთები ახორციელებს. ამ კუნთების წყალობით დარტყმისა და ხტუნვის დროს „ნეგატიური ენერგია“ აკუმულირდება, სახსარზე მექანიკური დატვირთვა თანაბრად ნაწილდება, რითაც ხრტილის ტრავმული დაზიანების ალბათობა მაქსიმალურად მცირდება. პასიურ პროტექციას უზრუნველყოფს ხრტილის ქვეშ მდებარე (სუბქონდრიალური) ძვლები. ისინი ხრტილოვან ქსოვილზე გაცილებით მტკიცეა, მაგრამ სიმტკიცით საგრძნობლად ჩამორჩება ძვლის სხვა ნაწილებს. მექანიკური დატვირთვისას მის ძირითად ნაწილს სწორედ უშუალოდ ხრტილის ქვეშ მდებარე ძვლის ღრუბლისებრი ნაწილი იღებს საკუთარ თავზე და ამით იცავს ხრტილს გადატვირთვისგან. სასახსრე ხრტილი შედგება:

  • უჯრედებისგან - ქონდროციტებისა და ქონდრობლასტებისგან;
  • მატრიქსისაგან, რომელიც წარმოდგენილია კოლაგენური ბოჭკოებითა და პროტეოგლიკანებით;
  • პროტეინების არაკოლაგენური მატრიქსისგან.

ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში სასახსრე ხრტილში გამუდმებით მიმდინარეობს სინთეზის (ახლად წარმოქმნის) და დეგრადაციის (დაშლა-რღვევის) პროცესები, რომლებიც ფიზიოლოგიურ ცვლას შეადგენს. ცენტრალური როლი ამ პროცესებში ქონდროციტებს აკისრია. ციტოკინებისა და ზრდის ფაქტორების გავლენით  ხან იზრდება, ხანაც მცირდება ხრტილში მიმდინარე ბიოსინთეზური პროცესების ინტენსივობა. ფაქტია, რომ ხრტილის ნორმალური ფუნქციობის პირობებში ეს პროცესები დაბალანსებულია. ოსტეოართოზის დროს კი ეს ბალანსი ირღვევა. ჭარბობს (როგორც ექიმები ამბობენ, პრევალირებს) კატაბოლიზმის (დაშლა-რღვევის) პროცესები. ამ პათოლოგიური პროცესის გამშვები ჭეშმარიტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დაავადების განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს შეუსაბამობა სასახსრე ხრტილზე მოქმედ მექანიკურ დატვირთვასა და ამ დატვირთვისადმი ხრტილის წინააღმდეგობის უნარს შორის.

ართროზის სიმპტომები

ართროზის დროს ადამიანი, როგორც წესი, უჩივის სახსრების ჭრიალს. სპეციფიკური ხმა სახსარში ძვლების ერთმანეთზე ხახუნის გამო წარმოიშობა. პათოლოგიური პროცესის გაღრმავებისდაკვალად ხმის ძალა სულ უფრო იზრდება, იმდენად, რომ დაავადების მოგვიანებით სტადიაზე პაციენტის ძვლების ჭრიალი ან ტკაცუნი გარშემო მყოფებსაც ესმით. ართროზის საწყის სტადიაზე სახსრების არეში მხოლოდ ყრუ ტკივილი აღინიშნება. ძვლების სასახსრე ზედაპირებზე არსებული ხრტილის დაშლა-დაზიანების  შემთხვევაში კი სახსარში მოძრაობა შეუძლებელი ხდება. ართროზი ყველაზე ხშირად მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებს აზიანებს, ხელის სახსრებს ასეთი რამ ნაკლებად ემუქრება, თუმცა ადამიანი, რომელსაც მუდმივად ეტვირთება სახსრების ესა თუ ის ჯგუფი, ართროზის როგორც პროფესიული დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფება. მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ართროზის დროს ადამიანს კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა უჭირს, მოძრაობა ძლიერ ტკივილს ჰგვრის, გადაცივება კი სახსრებში ტეხისა და შესივების შეგრძნებას იწვევს.

პროფილაქტიკა

ართროზის პროფილაქტიკისთვის  გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოძრაობის რეჟიმს. როდესაც სახსრები ჯანსაღია, აუცილებელია მათი რეგულარულად და ზომიერად დატვირთვა. არა სტატიკურ დაძაბვასა და დატვირთვაზე (ძალისმიერი ვარჯიშები, სიმძიმეების აწევა და სხვა), არამედ მოძრაობაზე (სირბილი, სიარული, ცურვა და სხვა) ორიენტირებული ვარჯიშების შესრულება. ყოველივე ეს ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას, მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, სახსრის კვებასა და მისი სიჯანსაღის შენარჩუნებას.