რატომ გვტკივა ქუსლი? - ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზად შეიძლება შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი ინფექციაც იქცეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვტკივა ქუსლი? - ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზად შეიძლება შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი ინფექციაც იქცეს

ტერფი წარმოადგენს რთულ ბიომექანიკურ კომპლექსს, რომელიც შედგება 26 ძირითადი ძვლისგან, მრავალი იოგისგან, მყესისა და კუნთისგან. მათ უჭირავთ ჩვენი სხეულის ძირითადი ამორტიზატორები - ტერფის ორი ძირითადი, სიგრძივი და განივი, თაღი. დაბალი თაღი ან თაღის უქონლობა განაპირობებს ბრტყელტერფიანობას, რომელიც, თავის მხრივ, სახსრებისა და ხერხემლის პათოლოგიას იწვევს.

ქუსლის ძვალი ტერფის ყველაზე მსხვილი ძვალია. ქვემოდან მასზე მიმაგრებულია ტერფის პლანტარული ფასცია (შემაერთებელი ქსოვილის ზოლი), რომელსაც ძირითადად უჭირავს ტერფის თაღები. ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზი უმეტესად სწორედ ტერფის პლანტარული ფასციის ანთებაა. ანთებას მეტწილად იწვევს ფასციის ზედმეტი დაჭიმვა ბრტყელტერფიანობის, ჭარბი წონის, ფიზიკური გადატვირთვის, არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო და ა.შ.

ამ დროს ადამიანი უჩივის ქუსლის ტკივილს, განსაკუთრებით - დილაობით, საწოლიდან ადგომისას, ანდა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, ფეხის გადადგმისთანავე. თანდათანობით ტკივილის ინტენსივობა მცირდება. თუ დროულად არ ვიღონეთ რამე, დაიწყება კალციუმის მარილების ჩალაგება ანთებით კერაში და ჩამოყალიბდება ძვლოვანი კორძი - ქუსლის დეზი. ქუსლის ძვლის ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია აქილევსის მყესისა და მისი ჩანთების დაზიანება ან ანთება. ამ შემთხვევაში ტკივილი ლოკალიზებულია წვივის უკანა ზედაპირზე, ქუსლის ძვლის ზედა ნაწილში.

ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი ინფექცია, მათ შორის - ქლამიდიოზი და გონორეა, რომლებიც ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს და ქუსლის ძვლის არეში რეაქტიულ ანთებას იწვევს. ამ დროს ტკივილი მოსვენების დროსაც კი იგრძნობა და განსაკუთრებით ძლიერია ღამით. ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ასევე - პოდაგრა და ოსტეოპოროზი.

წაიკითხეთ სრულად