რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს უფრო ხშირად ემართებათ ათეროსკლეროზი, მაღალია მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკიც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს უფრო ხშირად ემართებათ ათეროსკლეროზი, მაღალია მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკიც

- რა ცვლილებებია მოსალოდნელი შინაგანი ორგანოების მხრივ?

- რევმატოიდული ართრიტის დროს შესაძლოა განვითარდეს ფილტვის ფიბროზი. არ არის გამორიცხული მისი აღმოცენება დაავადების სამკურნალოდ ზოგიერთი პრეპარატის (მაგალითად, მეტოტრექსატის) გამოყენების შედეგად. რიგ შემთხვევაში პლევრის ღრუში გროვდება სითხე. როგორც აღვნიშნეთ, რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა.

ქრონიკული ანთებითი პროცესი შესაძლოა ცილა ამილოიდის სინთეზისა და მისი თირკმელში დაგროვების მიზეზად იქცეს. შედეგად ვითარდება თირკმელების ამილოიდოზი, რასაც საბოლოოდ მათ ქრონიკულ უკმარისობამდე მივყავართ. გარდა ამისა, რევმატოიდულმა ართრიტმა შესაძლოა თირკმლის გორგლების უშუალო დაზიანება გამოიწვიოს. ფილტვების მსგავსად, ზოგიერთი პრეპარატით (პენიცილამინით, ოქროს პრეპარატებით) მკურნალობა თირკმლის დაზიანებას - ნეფროპათიას განაპირობებს. დადგენილია, რომ ინტაქტური არც გულ-სისხლძარღვთა სისტემა რჩება.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს უფრო ხშირად ემართებათ ათეროსკლეროზი, უფრო მაღალია მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლო გართულებათაგან აღსანიშნავია პერიკარდიტი, ენდოკარდიტი, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, გულის სარქვლების სტრუქტურული ცვლილებები და მიოკარდიუმის ფიბროზი. მნიშვნელოვანია თვალის დაზიანება - ეპისკლერიტი. არცთუ იშვიათია მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, რომელიც ვითარდება საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლების ლიმფოციტური ინფილტრაციის შედეგად და თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალე ახასიათებს. მძიმე შემთხვევებში რქოვანას სიმშრალე ანუ ქსეროფთალმია შესაძლოა კერატიტისა და მხედველობის დაკარგვის მიზეზადაც კი იქცეს. ამგვარი ცვლილებები ხშირია შაგრენის სინდრომის დროს.

რევმატოიდული ართრიტის დროს საკმაოდ ხშირია ანემია, შესაძლოა განვითარდეს ლეიკოციტებისა და მათი ერთ-ერთი სახეობის, ნეიტროფილების, შემცველობის დაქვეითება: ლეიკოპენია, ნეიტროპენია.

ეს ცვლილება განსაკუთრებით ხშირია ღვიძლისა და ელენთის გადიდებით მიმდინარე ფელტის სინდრომის დროს. არაკონტროლირებული ანთებისას ვითარდება თრომბოციტოზი - სისხლში თრომბოციტების შემცველობის მატება. ქრონიკული ანთება, ანთებისთვის დამახასიათებელი მედიატორებისა და ცილების მუდმივი სინთეზი, ფელტის სინდრომის დროს კუპფერის უჯრედების აქტივობა ღვიძლის გადიდებას და სისხლში მისთვის სპეციფიკური ფერმენტების აქტივობის მატებას იწვევს.

ღვიძლის დაზიანება, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადება ნერვულ სისტემასაც აზიანებს. ვითარდება პერიფერიული ნეიროპათია. მნიშვნელოვანი პრობლემაა ეგრეთ წოდებული კარპული გვირაბული სინდრომი, რაც განპირობებულია მაჯის არის შეშუპების გამო შუამდებარე ნერვზე ზეწოლით.

ხერხემლის კისრის არის ცვლილებები შესაძლოა ამ არეში გამავალი ზურგის ტვინის ნერვების კომპრესიის მიზეზად იქცეს. ყოველივე ამას ერთვის დაავადებისთვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომები - სისუსტე, ტემპერატურის მომატება, მადის დაკარგვა, წონის დაქვეითება.