მამაკაცებში წელის ტკივილი შესაძლოა, პროსტატის ანთებით პროცესზე მიუთითებდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცებში წელის ტკივილი შესაძლოა, პროსტატის ანთებით პროცესზე მიუთითებდეს

წელის ტკივილი მამაკაცებსაც ხშირად აწუხებთ. მას სხვადასხვა დაავადება იწვევს და სხვადასხვა ინტენსივობისა (ოდნავ შესამჩნევიდან გაუსაძლისამდე) და ხასიათისაა (მწვავე, ყრუ, მფეთქავი, მქაჩავი).

მიზეზების მიხედვით, წელის ტკივილი პირობითად შეიძლება ასე დაიყოს:

  • უროლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის კოლიკა, პარანეფრიტი, თირკმლის კისტა, თირკმლის სიმსივნე, თირკმლის ტრავმა, პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის კიბო);
  • არაუროლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული (ხერხემლისა და ზურგის კუნთების პათოლოგიები: პროტრუზია, მალათაშორისი თიაქარი, ტრავმები, სიმსივნეები და ინფექციური დაზიანებები; მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიები; შინაგან ორგანოთა პათოლოგიები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის სიმსივნე, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა. სხვათა შორის, ზოგიერთი ამ დაავადებათაგანი წელის ტკივილს ქალებთანაც იწვევს).

მამაკაცებთან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წელის ისეთ ტკივილს, რომელიც საკმაო ხანს გრძელდება და თან ერთვის ხშირი (განსაკუთრებით - ღამის საათებში), მტკივნეული და გაძნელებული შარდვა, სქესობრივი სისუსტე, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულის მიდამოში.

ზოგჯერ ტკივილი გადაეცემა სასქესო ორგანოებს და ქვედა კიდურებს (ბარძაყის შიგნითა ზედაპირს). ხშირად ეს ყველაფერი პროსტატიტის (პროსტატის ანთებითი პროცესის) ან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ან ავთვისებიანი სიმსივნის გამოხატულებაა. ასე რომ, ჯობს, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, რადგან მიზეზის დროული გამოვლენა და მკურნალობა გაცილებით შედეგიანია.