თამთა კობახიძე: ჩემი უდიდესი თხოვნა და რჩევა იქნება, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მიმართოთ ექიმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამთა კობახიძე: ჩემი უდიდესი თხოვნა და რჩევა იქნება, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მიმართოთ ექიმს

მნიშვნელობასა და მკურნალობის თავისებურებებზე გვესაუბრება, აგრეთვე იმაზე, თუ როდის უნდა მიმართოს პაციენტმა რევმატოლოგს, აქვს თუ არა ასაკს და სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა რევმატიული დაავადებების წარმოქმნაში.

- როგორ მოხვედით რევმატოლოგიაში, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

- სტუდენტობის დროს ყოველთვის მქონდა სურვილი და მისწრაფება იმისა, რომ დავუფლებოდი მედიცინაში ისეთ ვიწრო სპეციალობას, რომელიც რეალურად მოიცავს ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა ჯგუფს, მუდმივად საჭიროებს დაკვირვებას, დაავადების მიმდინარეობის ხარისხის შეფასებას, სისწრაფეს და ა.შ. ექიმის მიზანი ხომ ყოველთვის არის - „დაამარცხოს დაავადება და უმკურნალოს პაციენტს“, ჩვენ ხომ ყოველთვის გვიწევს ბრძოლა დაავადების გავრცელების სიზუსტეებთან. სწორედ ამ მოსაზრებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, გადავწყვიტე გამეღრმავებინა მედიცინაში ვიწრო სპეციალობის შესწავლა, როგორიც არის რევმატოლოგია და გავემგზავრე რუსეთში - მოსკოვში, სადაც წარმატებით დავასრულე „ვ. ა. ნასონოვას სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“.

როგორც ვიცით, რევმატოლოგია არის მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის როგორც რევმატიულ დაავადებებს, ისე ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციურ და სტრუქტურულ ცვლილებებს.

foto1-1640163207.jpg

- რაოდენ მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა?

- რევმატოლოგისთვის უმნიშვნელოვანესია - სწორად და გულდასმით შეგროვილი ანამნეზი, ობიექტური გამოკვლევა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანატომიის ცოდნა. ჩვენ უნდა შევისწავლოთ პაციენტი! არ მოვითხოვოთ ისეთი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება, თუ დაახლოებით მაინც არ ვიცით მოსალოდნელი პასუხი. თუმცა ისიც გვახსოვდეს, რომ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არსებობს.

როგორც აუტოიმუნურ, სისტემურ რევმატიულ დაავადებებს (რევმატიულ ართრიტს, იუვენილურ რევმატიულ ართრიტს, ფსორიაზულ ართრიტს, მაანკილოზებელ სპონდილიტს (ბეხტერევის დაავადებას), რეაქტიულ ართრიტს, პოდაგრულ ართრიტს, მწვავე რევმატიულ ცხელებას (რევმატიზმი), ლაიმის დაავადებას, სისტემურ წითელ მგლურას, სისტემურ სკლეროდერმიას, ვასკულიტს, კვანძოვან პერიარტერიიტს, ბეხჩეტის დაავადებას, უიპლის დაავადებას და ა.შ.), ასევე ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებებს (ოსტეოართროზს, გონართროზს, კოქსართროზს, ოსტეოპოროზს, დერმატომიოზიტს, პოლიმიოზიტს და ა.შ.) სჭირდება დროული და საუკეთესო შემთხვევაში - ადრეული დიაგნოსტიკა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და პაციენტისთვისაც, რომ სწორად გავუმკლავდეთ დაავადების მიმდინარეობას.

რა თქმა უნდა, აუტოიმუნური პროცესის მიმდინარეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასაკსა და სქესს. არსებობს რიგი რევმატიული დაავადებები, რომლებიც შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ქალთა შორის, ვიდრე მამაკაცებთან და პირიქით.

- არის თუ არა შესაძლებელი რევმატიული დაავადებების განვითარების შეჩერება და რა არის თანამედროვე მკურნალობის არსი?

- სამწუხაროდ, არც ერთი რევმატიული დაავადება არ იკურნება, ეს არის ქრონიკულ დაავადებათა ჯგუფი. რევმატიული დაავადების ჩამოყალიბების გამომწვევ მიზეზად სადღეისოდ გენეტიკური ფაქტორია მიჩნეული (წამყვანი მიზეზთაგანი). ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ რემისიას. სრული რემისიაა, როდესაც პაციენტი არ უჩივის სახსრების ტკივილს, გრძნობს თავს დამაკმაყოფილებლად და მისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. თუმცა რემისიის ხანგრძლივობის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია, ვინაიდან ის შეიძლება დადგეს რამდენიმე წლით, მთელი ცხოვრება ან რამდენიმე კვირა. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს რევმატიული დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა, მაგალითად, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში“ არის სრული შესაძლებლობა დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკის, პაციენტს ჩაუტარდეს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული და ხარისხიანი სპექტრი, რომლის შემდგომ სწორად შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა.

foto3-1640163242.jpg

რევმატოლოგიაში თანამედროვე მკურნალობა გულისხმობს კომპლექსური თერაპიის ჩატარებას. საბედნიეროდ, დღესდღეობით მოგვეპოვება კლინიკურ-სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მრავალი ბიოლოგიური პრეპარატი, რომლებიც რევმატიული დაავადების განვითარების შეჩერებისა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

- რა იწვევს ოსტეოპოროზის ჩამოყალიბებას და როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება?

- ოსტეოპოროზი არის ძლოვანი სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ყველაზე გავრცელებეული დაავადება, რომლის დროსაც იშლება ძვლის ქსოვილის მიკროარქიტექტონიკა, თავს იჩენს ძვლის სისუსტე, მოტეხილობისკენ მიდრეკილება. აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში 50 წელს ზემოთ მამაკაცთა და ქალთა თანაფარდობა ოსტეოპოროზის განვითარების მხრივ, პროცენტული გათვლით, დაახლოებით ასე გამოიყურება: 30-33% - ქალები, 22-24% - მამაკაცები. ზემოთ მოცემული პროცენტული გათვლა თითქმის გაიგივებულია ჩვენს ქვეყანასთან. როგორც ვიცით, მულტიფაქტორული დაავადებაა. ძვლის მინერალური მასის დაქვეითება და ოსტეოპოროზული მოტეხილობის განვითარება უკავშირდება როგორც გენეტიკურ, ისე გარემო ფაქტორებს. სხვადასხვა კლინიკურ კვლევაზე დაფუძნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ 42-62%-ში გენეტიკური ფაქტორი აღნიშნავს ძვლის მინერალური მასის ვარიაბელობას, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას და რეზორბციას. დაავადება ვითარდება ნელი ტემპით, ხანგრძლივი პერიოდი უსიმპტომოდ. ოსტეოპოროზის პირველი გამოვლინება მინიმალური ტრავმის შედეგად მოტეხილობის განვითარებაა. ოსტეოპოროზის დროს, ძირითადად, მოტეხილობა ვითარდება ხერხემლის სვეტის, გულმკერდისა და წელის მალების საპროექციო არეში და ბარძაყის ძვლის პროქსიმული ნაწილის მიდამოში. მოტეხილობა ხერხემლის სვეტის, გულმკერდისა და წელის საპროექციო არეში მიმდინარეობს ძირითადად მწვავე ან ქრონიკული წელის ტკივილით, გულმკერდის კიფოზისა და წელის ლორდოზის განვითარებით, იზღუდება პაციენტის ყოველდღიური აქტივობა. ოსტეოპოროზის განვითარება უკავშირდება ესტროგენების დეფიციტს ორგანიზმში, რასაც პოსტმენოპაუზიდან 5-10 წლის განმავლობაში ვაკვირდებით. არსებობს პირველადი ოსტეოპოროზი: პოსტმენოპაუზური, მოხუცებულობის, იუვენილური, იდიოპათიური, ასევე მეორეული ოსტეოპოროზი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა სისტემის პათოლოგიის განვითარებას ახლავს. ოსტეოპოროზის - ძვლის მინერალური მასის დაკარგვის - დიაგნოსტირების აუცილებელი ფაქტორია ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება, როგორებიც არის სისხლის მიხედვით კალციუმისა და ფოსფორის კონცენტრაციის განსაზღვრა, კალციუმის განსაზღვრა დღიური შარდის ანალიზით ან შეფარდება კალციუმის კონცენტრაციისა კრეატინინთან დილის შარდის ანალიზით.

მნიშვნელოვანია ინსტრუმენტული გამოკვლევაც, როგორიცაა ძვლის მინერალური მასის განსაზღვრა დენსიტომეტრიული და რენტგენოგრაფიული გამოკვლევით. ინსტრუმენტულ გამოკვლევას ძირითადი მნიშვნელობა იმიტომ ენიჭება, რომ ზუსტად განისაზღვროს ძვლის მინერალური მასის დაკარგვის ხარისხი: ნორმა, ოსტეოპენია თუ ოსტეოპოროზი.

- როგორია დაავადების პროგნოზი, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას?

- დაავადების პროგნოზირება, სამწუხაროდ, რთულია, თუმცა ადრეულ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი, შორსწასული ფორმის დროს კი ვითარდება: პაციენტის ცხოვრების წესის სრული მოშლა, გადაადგილების შეზღუდვა, ხშირ შემთხვევაში პაციენტი გადაადგილდება ყავარჯნით, ყალიბდება ინვალიდობა.- როგორ მკურნალობენ ოსტეოპოროზს

- რა მედიკამენტები გამოიყენება და როგორია მკურნალობის ხანგრძლივობა?

- ოსტეოპოროზის მკურნალობა შეიძლება როგორც მედიკამენტური, ისე არამედიკამენტური მეთოდებით. არამედიკამენტური მკურნალობა მოიცავს: ჯანსაღი ცხოვრების წესს: სიგარეტის, ალკოჰოლისა და ყავის მოხმარების შეზღუდვას. სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიში: ფეხით სიარული, სამკურნალო ტანვარჯიში. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ პაციენტს აღენიშნება თანმხლები დაავადებები, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის გარკვეული სახით დაზიანება და ის სედაციურ, ფსიქოტროპულ პრეპარატებზეა, აუცილებელია აღნიშნული პრეპარატების დოზის კორექცია, რომ წონასწორობის დარღვევამ არ გამოიწვიოს უეცარი დაცემა და მოტეხილობა. მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობის დიდი რისკისას პაციენტმა უნდა ატაროს მენჯ-ბარძაყის სახსრის დამცავი სპეციალური საფარი, ე.წ. ორთოპედიული ქამარი. მედიკამენტური მკურნალობისას გასათვალისწინებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თანმხლები დაავადებების არსებობა და ოსტეოპოროზის ხარისხის ზუსტი შეფასება. რა თქმა უნდა, არის რიგი პრეპარატები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პოროზის განვითარების შეჩერება, მაგალითად: ბიფოსფონატები, ალენდრონოვის მჟავები (ოსტოლეკი 70 მგ. მიღების წესის სრული დაცვით), იბანდორნოვის მჟავა და ა.შ. აუცილებელია პაციენტებმა, განსაკუთრებით კი - ქალებმა, 40 წლის შემდეგ პროფილაქტიკისთვის პერიოდულად მიიღონ კალციუმის შემცველი მედიკამენტები და საკვები დანამატები.

foto2-1640163273.jpg

- შესაძლებელია თუ არა რევმატიული დაავადებების პრევენცია? რას ურჩევთ მკითხველს - როგორ შეინარჩუნონ ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემა?

- აუტოიმუნური რევმატიული დაავადებების პრევენცია ვერ ხდება, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს. პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს იმუნოდეპრესიის ფონზე, შესაბამისად, პრევენცია ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, გაიაზროს მისი დაავადების მიმდინარეობა და ეცადოს, პროცესი შეუქცევადი არ გახდეს. ამიტომ, ჩემი უდიდესი თხოვნა და რჩევა იქნება, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზევე მიმართონ ექიმს, რომ გამარტივდეს სწორი დიაგნოსტიკა, მკურნალობით მივიღოთ კარგი შედეგი და პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს.