რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის დაავადებებია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის დაავადებებია

გულის შეტევის, ინსულტის, წინაგულების ფიბრილაციის, გულის შეგუბებითი უკმარისობის და ათეროსკლეროზის.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ადამიანების სიკვდილიანობის 50%-ზე მეტი გულის დაავადებებს უკავშირდება.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ანთებითი დაავადებები აქვთ, უფრო ხშირად ემართებათ ინფარქტი.

2013 წელს ჩატარებული რამდენიმე კვლევის შედეგებია ასეთი: გულის დაავადებების, ან გულის უკმარისობის რისკი ორმაგდება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ რევმატოიდული ფაქტორი.

რევმატოიდულ ფაქტორს იყენებენ ართრიტის დიაგნოზისთვის, ეს არის სისხლში ანტისხეულების (G იმუნოგლობულინების მიმართ გამომუშავებული) რაოდენობა.

მათ, ვისაც რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს, შესაძლებელია გულის პრობლემები პარალელურად აწუხებდეთ, ან დიაგნოსტირებისთანავე დაეწყოთ.

RA-ს კონტროლი აუცილებელია, რათა გულ-სისხლძარღვთა ორგანოების დაზიანება ავიცილოთ თავიდან.

რევმადოიტული ართრიტის შეტევების დროს და ანთებითი პროცესების გაუარესებისას, იმატებს პერიკარდიტის რისკიც. პერიკარდიტი ეს არის პერიკარდიუმის (გულის პერანგის) ანთება.

ართრიტის დროს მამატებულია წინაგულების ფიბრილაციის რისკიც, რაც არარეგულარულ გულისცემას იწვევს. ის ასევე დაკავშირებულია ინსულტის განვითარების მომატებულ რისკთანაც.

ერთ-ერთი დანიური კვლევის თანახმად, დაავადებულ მოზრდილებს წინაგულების ფიბრილაციის განვითარების ალბათობა 40%-ით, ხოლო ინსულტის 30%-ით აქვთ მომატებული.

2005 წელს მაიოს კლინიკის მკვევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ,რომ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობის რისკი გაორმაგებულია.

მეორე კვლევისას, რომელიც უკვე 2008 წელს ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ პაციენტებს გულის უკმარისობის არანაირი სიმპტომები არ აწუხებდათ და მხოლოდ ართრიტისთვის დამახასიათებელი ჩივილები ჰქონდათ.

ამიტომ, აუცილებელია რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა გულის პრობლემების სკრინინგი.

არსებობს მტკიცებულება, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება ქოლესტერინის დონეს ზრდის, მაგალითად მეტოტრექსატი. ქოლესტერინის მატება და არტერიებში ცხიმოვანი ფოლაქების გაჩენა კი ათეროსკლეროზის საფრთხეს წარმოადგენს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები მაღალ ქოლესტერინსა და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტებს შორის კავშირის დასადასტურებლად, აუცილებელია პაციენტებმა წელიწადში 1-2-ჯერ შეიმოწმონ ქოლესტერინის დონე.

რევმატოიდულმა ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბური და ფილტვის დაზიანება, ანუ ფილტვის ფიბროზი, რაც დროთა განმავლობაში აძნელებს სუნთქვას.

აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის კვლევამ აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტის პაციენტთა 40%-ს ფილტვების ფიბროზი უვითარდებათ. პაციენტთა სიკვდილიანობის 10-20% კი ფილტვის პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ანთება, რომელიც სახსრების ტკივილს იწვევს, ნეკნის ანთებასაც იწვევს (იმ ხრტილის ანთება, რომელიც ნეკნს მკერდის ძვალთან აერთებს), რასაც კოსტოქონდრიტი ეწოდება.

ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თუმცა გულის შეტევისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.

იმისათვის, რომ გული დაიცვათ აუცილებელია ფიზიკური აქტიობა, ჯანსაღი კვება, სტრესის თავიდან აცილება და ექიმთან ერთად კომბინირებული მკურნალობა და სკრინინგი.

ვარჯიშის ტიპს მკურნალი ექიმი შეგირჩევთ, ასევე უნდა დაიცვათ დიეტა, რომელიც ანთებითი პროცესების შემცირებაში დაგეხმარებათ.