როგორ ვუმკურნალოთ სახსრებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ სახსრებს

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ „სახსრებში მარილების ჩალაგება“ რამდენადმე არასამედიცინო ტერმინია. პირდაპირი გაგებითა და მნიშვნელობით ის მხოლოდ პოდაგრას, ანუ სახსრებში შარდმაჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებას შეესაბამება. სხვა მხრივ, ეს მდგომარეობა გულისხმობს სახსრების ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, ართრიტი და სხვა.

სახსრების დაავადებები თანამედროვე მედიცინის მეტად აქტუალური პრობლემაა. სახსარი, თავისთავად, ძალზე რთული „კონსტრუქციაა“, წარმოდგენილი ძვლებით, ხრტილებით, მყესებით, სითხის შემცველი სასახსრე ღრუთი, სასახსრე ჩანთით. თითოეული ამ კომპონენტის დაზიანება სხვადასხვა სახის პათოლოგიურ ცვლილებას განაპირობებს. ამის შედეგად სახსარი მასზე დაკისრებულ ფუნქციას სრულყოფილად ვეღარ ასრულებს და სერიოზულ პრობლემებს უდებს საფუძველს.

სხვა პათოლოგიათა მსგავსად, სახსრების დაავადებათა პროფილაქტიკაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახსრის მოვლასა და გაფრთხილებას, კერძოდ, უხეში მოძრაობების, გადაჭარბებული დატვირთვის, სიმძიმეების აწევისაგან თავის შეკავებას, ამავე დროს აქტივობის, მოძრაობისა და კვების სათანადო რეჟიმის დაცვას. ყოველივე აღნიშნულით შესაძლებელია ოსტეოფიტური წანაზარდების განვითარების პროფილაქტიკა. აღნიშნულ წანაზარდებს მოსახლეობაში ხშირად მარილების ჩალაგებას უწოდებენ, რადგან ისინი აზიანებს სახსრის სტრუქტურას, ძლიერ ტკივილს, დისკომფორტსა და ხშირად მოძრაობის შეზღუდვას იწვევს სახსარში.

რჩევები:

  • ერთ ჭიქა ბრინჯს დაასხით წყალი და სამი დღე გააჩერეთ სველ მდგომარეობაში. შემდეგ გადაწურეთ (ანუ ძველი წყალი გადაასხით), დაამატეთ 2 ჭიქა ახალი წყალი და შემოდგით ნელ ცეცხლზე, კარგად ადუღეთ, ბრინჯის სრულ მოხარშვამდე. მიღებული ფაფა ოთხ ტოლ ულუფად გაყავით და დღის განმავლობაში დროის თანაბარი ინტერვალებით 20 წუთში შეჭამეთ. ბრინჯის ფაფის თითოეული ულუფის მიღების წინ ნახევარი ჭიქა ნადგომი წყალი დალიეთ, დღის განმავლობაში კი ერთი ჭიქა ასკილის ნაყენი. მეორე დღეს აუცილებლად მიირთვით 500 გრამი ჭარხალი და 500 გრამი ვაშლი. აღნიშნული პროცედურა 3-4 დღის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ ყველა წესის დაცვით. მკურნალობა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გააგრძელეთ. ბრინჯით „გაწმენდის პროცედურა“ გარკვეულწილად წონის დაკლებასაც განაპირობებს. ისიც აღსანიშნავია, რომ მეტისმეტად დაღერღილ-დანაწევრებული ბრინჯის გამოყენება კარგ ეფექტს არ იძლევა, შესაბამისად, სამკურნალოდ სასურველია ნაკლებად გასუფთავებული ნედლეულის გამოყენება. ყველაზე კარგია გაუსუფთავებელი, დაუნაწევრებელი მუქი ბრინჯის გამოყენება. სულ ორიოდე პროცედურის შემდეგ სახსრები წყვეტს „ხრჭიალს“, ადვილად მოძრავი და ელასტიკური ხდება. აღნიშნული მეთოდი შესანიშნავად „წმენდს“ შარდ-სასქესო სისტემასაც. მიომისა და ადენომის არსებობისას მკურნალობის დღეებში აუცილებელია ჩაის მიღება, ოღონდ ჩაის დამატებული უნდა ჰქონდეს დაფქული კოჭა (კოჭა არის მცენარე), ერთ ჭიქა ჩაიზე 70-100 გრამი.

სახსრების, სისხლძარღვებისა და საზოგადოდ ორგანიზმისათვის ძალზე სასარგებლოა შემდეგი პროცედურების ჩატარება:

1) აიღეთ მიწავაშლას (ტოპინამბურის) ფოთლები და ღერო 2 კგ, დააქუცმაცეთ, დაჭერით 3-5 სმ-ის ზომის ნაწილებად, მოათავსეთ 5-8 ლიტრის მოცულობის ქვაბში, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 25 წუთი. ნახარში გადაწურეთ აბაზანაში, გააზავეთ ცხელი (37-40°ჩ ტემპერატურის) წყლით, პროპორციით 1:7 და ჩაწექით ამ აბაზანაში 15-20 წუთით. აბაზანისათვის სამკურნალო ხსნარის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწავაშლას 1 კგ ბოლქვები ან კიდევ 200გ გამხმარი ღერო და 400გ გამომშრალი ბოლქვები. აბაზანა ყოველდღე უნდა ჩაიტაროთ 20 დღის განმავლობაში. აბაზანის მიღების შემდეგ სასურველია 1-2 საათით ლოგინში თბილად მოსვენება. 20-დღიანი კურსის შემდეგ 15-20-დღიანი შესვენებაა აუცილებელი.

2) აიღეთ ორი-ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და თაფლი, გახსენით ერთ ან ნახევარ ჭიქა წყალში. მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

3) აიღეთ 2 კგ ოხრახუშის ფესვი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ ჩაუშვით 3,5 ლ რძეში და ნელ ცეცხლზე 1,5 საათს ადუღეთ ფაფისებრი კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული ფაფა სამ დღეში უნდა სრულად მიირთვათ. კარგი იქნება, თუ იმ დღეებში რომელიმე შარდმდენი მცენარის ნაყენსაც დალევთ. აღნიშნული ფაფის გარდა სხვა არაფერი მიიღოთ. მარილები ინტენსიურად გამოძევდება შარდთან ერთად. შესაძლოა აღინიშნოს კანის გაღიზიანება, სახსრების ტკივილი. სახსრების ამგვარი „გაწმენდა“ უკუნაჩვენებია ორსულთათვის (შესაძლოა ნაყოფის გამოძევების პროვოცირება მოახდინოს). ეს მარილების მოცილების მეტად რთული და ძლიერი მეთოდია. მისი ჩატარება თირკმლების „გაწმენდის“ შემდეგ არის რეკომენდებული. ის უხშირესად ძნელად გადააქვთ ხოლმე, ვითარდება თავბრუხვევა, არითმია, თუმცა, სახსრებთან ერთად, ამ პროცედურით ელენთისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მდგომარეობაც უმჯობესდება.