ეპსომის მარილი პოდაგრის შეტევების უსიამოვნო სიმპტომებისგან გაგათავისუფლებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეპსომის მარილი პოდაგრის შეტევების უსიამოვნო სიმპტომებისგან გაგათავისუფლებთ

პოდაგრას მკურნალობასა და სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ, ეპსომის (ე.წ ინგლისური) მარილია.

ქიმიური შემადგენლობით, ის მაგნიუმის სულფატია, რომელსაც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც იყენებენ.

ეპსომის მარილი ჭრილობებს არჩენს, ასევე გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:

• ანთება;

• ინფექცია;

• სისხლჩაქცევები;

• კუნთების ტკივილი;

• ფრჩხილის სოკო;

• ფსორიაზი;

• მზის დამწვრობა.

მაგნიუმი ერთ-ერთია იმ ექვსი ძირითადი მინერალიდან, რომლებიც ორგანიზმს ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება.

ორგანიზმში მოხვედრისას ის 325-ზე მეტი ფერმენტის რეგულირებაში ღებულობს მონაწილეობას.

აღნიშნული ენზიმების ფუნქცია სხვადასხვგვარია: კუნთების კონტროლი, ქოლესტერინის რეგულირება, ტოქსინების გამოყოფა, ენერგიის გამომუშავება, ტვინის/ნერვული უჯრედების კომუნიკაცია და უჯრედის მემბრანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მაგნიუმის დღიურ დოზას ღებულობენ, შაქრიანი დიაბეტის, შაკიკის და დეპრესიის განვითარების რისკის ქვეშ ნაკლებად დგანან.

რაც შეეხება გოგირდის შემცველობას, ის ფერმენტებს აქტივობას უნარჩუნებს, ასევე დეტოქსიკაციის პროცესს უწყობს ხელს.

მათ, ვისაც აუტიზმი, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონი, ან ართრიტი აწუხებთ, გოგირდის ნაკლებობა აღენიშნებათ.

პოდაგრა და ეპსომის მარილი

ეპსომის მარილი კანში მალევე შეიწოვება და შლის შარდმჟავას კრისტალებს, რომლებიც პოდაგრის მტკივნეულ შეტევებს იწვევენ.

თბილ წყალში (არა ცხელი) ნახევარი ჭიქა ეპსომის მარილი გახსენით და დაზიანებული სახსარი 15 წუთის განმავლობაში მოათავსეთ.

სითბო დააჩქარებს ფორების გახსნას, რაც კანში მარილის შეღწევას გააადვილებს.

იდაყვის, ან მუხლის სახსრების დაზიანებისას, კარგია ეპსომის მარილის აბაზანები. შეგილიათ გამოიყენოთ ეპსომის მარილის საფენებიც.

ტუტე ეფექტის გასაზრდელად შეგიძლიათ მარილს სოდა, ან ვაშლის ძმარიც დაუმატოთ.

აბაზანის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი, ვინაიდან მარილი კანს აშრობს.

თუ დიაბეტით ხართ დაავადებული და ღია ჭრილობები გაქვთ, მოერიდეთ ეპსომის მარილის აბაზანებს, მან შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს.

კარდიოვასკულარული დაავადების შემთხვევაში კი ექიმს ჰკითხეთ, შეგიძლიათ თუ არა ეპსომის მარილის გამოყენება.