რატომ აუარესებს ჭარბი რაოდნეობით შაქარი ართრიტის სიმპტომებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ აუარესებს ჭარბი რაოდნეობით შაქარი ართრიტის სიმპტომებს

ართრიტი სახსრების ქრონიკულ ანთებას იწვევს, რომელიც შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს.

ცნობილია, რომ შაქარი ართრიტის სიმპტომებს აუარესებს. მეცნიერები უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას პოულობენ აღნიშნული თეორიის სასარგებლოდ.

ართრიტის ზოგიერთი ფორმის: რევამატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, ფსორიაზული ართრიტის და პოდაგრის - დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, ჭარბი რაოდენობის შაქარი ანთებითი ცილების ე.წ ციტოკინების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ციტოკინების მომატებული რაოდენობა ისედაც აღენიშნებათ ართრიტის მქონე პაციენტებს. შაქრის დიდი რაოდენობით მიღება კი მათ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.

2018 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ხილით, ბოსტნეული, თევზით და მარცვლეულით მდიდარი დიეტა ანთების ხარისხს ამცირებს , ხოლო ართრიტით გამოწვეულ უსიამოვნო სიმპტომებს ამსუბუქებს.

217 ართრიტით დაავადებული ადამიანის გამოკითვის შედეგად გაირკვა, რომ მათ 12.7%-ს ჭარბი რაოდენობის შაქრის მიღების შემდეგ უარესდებათ სიმპტომები, ხოლო 12.4% სხვადასხვა დესერტს „ადანაშაულებდა“.

მაინც რა კავშირი არსებობს შაქარსა და ართრიტს შორის? რატომ აუარესებს ის პაციენტის მდგომარეობას?

ნაწლავთა მიკრობიომის დარღვევა

ნაწლავთა მიკრობიომი-  ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ბაქტერიების და ორგანიზმების ეკოსისტემა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ოსტეოართრიტით და რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების ნაწლავთა მიკრობიომი, ჯანმრთელი ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემისგან განსხვავებულია.

2015 წელს ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა ნაწლავებში ნორმალური მიკრობიომის აღდგენას ეხმარება.

ანთება

მრავალი კვლევა ადასტურებს შაქარსა და ქრონიკულ დაავადებებს შორის კავშირს. ჭარბი რაოდენობით შაქრის მიღებამ შესაძლებელია, როგორც გამოიწვიოს, ასევე გაუარესოს ორგანიზმში ანთებითი პროცესები.

დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი, ცხიმებით გაჯერებული და ბოჭკოვანი საკვებისგან ღარიბი დიეტა ინსულინ-რეზისტენონობას იწვევს, ასევე სიმსუქნეს უწყობს ხელს.

სისმსუქნე და ინსულინ-რეზისტენტობა კი რევმატოიდული ართრიტის რისკ ფაქტორებია.

ართრიტის პროფილაქტიკისთვის, ასევე დაავადების შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ შემდეგი საკვები პროდუქტები:

  • ტკბილი და გაზიანი სასმელები;

  • ტრანს და გაჯერებული ცხიმები;

  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლი;

  • სხვადასხვა ტკბილეული და დესერტი.

იმისათვის, რომ ნაკლებად შეგაწუხოთ ართრიტმა, მედიკამენტებთან ერთად აუცილებელია დაიკლოთ წონაში, შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტიობა და დაბალანსებულად იკვებოთ.