/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რევმატოლოგია

რეინოს სინდრომი და დაავადება (პასუხები მთავარ კითხვებზე)

რეინოს დაავადება ხასიათდება უპირატესად ტერფებისა და მტევნების არტერიული სისხლის მიმოქცევის შეტევისებური დარღვევებით,

რომლებიც გარკვეულ დროში ქსოვილთა ტროფიკულ ცვლილებებს იწვევს. ეს პათოლოგია დამოუკიდებელ დაავადებად 1862 წელს გამოყო ფრანგმა ნევროლოგმა - მორის რეინომ, რომლის სახელიც მოგვიანებით მიენიჭა დაავადებას. პათოლოგია უხშირესად ქალებთან გვხვდება (90% შემთხვევაში).

რა განსხვავებაა რეინოს დაავადებასა და რეინოს სინდრომს შორის?

რეინოს დაავადება არის იდიოპათიური ფორმა, რომელიც სხვა დაზიანებებისაგან დამოუკიდებლად აღმოცენდება. რეინოს სინდრომი კი ანალოგიური კლინიკური გამოვლინებების მქონე მეორეული სიმპტომოკომპლექსია, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს ან გარე ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად აღმოცენდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როდესაც ადამიანს აღენიშნება რეინოს დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი, არასწორია უმალ რეინოს დაავადების დიაგნოზის დასმა, თავდაპირველად, ჩვეულებრივ, სინდრომზე საუბრობენ, ხოლო შემდგომ, დიაგნოსტიკის კვალად ირკვევა, ეს დამოუკიდებელი დაავადებაა თუ რომელიმე ფაქტორით პროვოცირებული სინდრომი.

რომელი დაავადებები იწვევს რეინოს სინდრომის განვითარებას?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. 52 წლის ქალბატონს აწუხებს სახსრები, მუხლება ქვემოთ აქვს ტკივილები, კოჭებთან და მუხლებზე განსაკუთრებით, რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ იმკურნალოს რომ ტკივილმა გაუაროს გამოკვლევებს სანამ ჩაიტარებს მანამდე მაინც</p>

რეინოს სინდრომი სხვადასხვა დაავადების (70-ზე მეტი) ფონზე ვითარდება, მათ შორის სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, თრომბანგიიტის, ათეროსკლეროზის, სისტემური წითელი მგლურას, რევმატული ართრიტის, სისხლის პათოლოგიების ფონზე და სხვა. რეინოს სიმპტომოკომპლექსი შესაძლოა გამოიხატოს ოსტექონდროზის, სკოლიოზის ფონზე. მის პროვოცირებას ახდენს ინტოქსიკაციები, ამა თუ იმ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა, მიზეზი შესაძლოა გახდეს, მაგალითად, ციტოსტატიკები (ონკოლოგიური პრეპარატები) ან კიდევ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები.

როგორ ვითარდება რეინოს დაავადება?

სადღეისოდ ეტიოლოგია ჯერ კიდევ უცნობია, დაუდგენელია, კონკრეტულად რა მიზეზი, რომელი ფაქტორი იწვევს რეინოს დაავადების განვითარებას, თუმცა არის გამოყოფილი რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი, ძირითადად ეს არის მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმები, ფსიქოგენური ფაქტორები და სხვა. ამგვარად, ელემენტარულმა სტრესმა შესაძლოა რეინოს სინდრომის განვითარება გამოიწვიოს, ასევე ალკოჰოლით, ნიკოტინით ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ, ენდოკრინულმა დარღვევებმა, ინფექციურმა დაავადებებმა, გადაღლამ, გადაციებამ და სხვა.

როგორ მიმდინარეობს რეინოს დაავადება?

პათოგენეზში წამყვან როლს მიაკუთვნებენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემას და სისხლის მიმოქცევის თავისებურებებს, კერძოდ, ტერფებისა და მტევნების სისხლმომარაგების თავისებურებებს. სწორედ კიდურების ეს ნაწილები ზიანდება ყველაზე ადრეულ ეტაპზე და მათზე დაყრდნობით ხდება დიაგნოზის დასმა. უმრავლეს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ზიანდება მტევნები, შემდგომ - ტერფები, ზოგჯერ კი კიდურების დასახელებული ნაწილები ერთდროულად ზიანდება. კიდურების სისხლძარღვები გამოირჩევა სიცივსადმი მომატებული მგრძნობელობით. მათი დაზიანებისას მიიღება ერთგვარი პათფიზიოლოგიური დეფექტი, სიცივის პროვოკაციის შემდეგ სისხლძარღვთა ტონუსის აღდგენის შესაძლებლობა აღარ არის.

თუ საერთო მოდელს დავხატავთ, საწყის ეტაპზე იწყება ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით მისი ვეგეტატური ნაწილის, ამასთან, თუ არსებობს რომელიმე ენდოკრინული პათოლოგია, ორგანიზმის გამძლეობა ძალას კარგავს და სუსტდება გარეგანი უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებისადმი მისი მედეგობა. ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმები ირღვევა და ამ ფონზე ვითარდება დაავადება.

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რეინოს სინდრომის ან დაავადების განვითარების რისკის არსებობას?

თავდაპირველად ზიანდება მტევნის თითები. კლინიკური სურათი სამ ძირითად სინდრომად არის გაყოფილი. ვაზომოტორული (სისხლძარღვოვანი) სინდრომი იწყება ქსოვილთა ჰიპოქსიით ანუ ჟანგბადოვანი შიმშილით, ან კიდევ ქსოვილებში ნახშირორჟანგის ხანგრძლივად დაყოვნებით, რაც შეწითლებას იწვევს, ანუ ყურადღება უნდა მივაქციოთ ხელისა და ტერფის თითების გაწითლებას.

მეორე სინდრომი ტროფიკულ ცვლილებებს უკავშირდება, შეინიშნება კანის გამკვრივება, შესივება, ამ დროს კანში მიმდინარეობს ისეთი ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა მშრალი ნეკროზი გამოიწვიოს, ქვეითდება კანის მგრძნობელობა, შესაძლოა ტკივილის აღმოცენება მტევნებისა და ტერფების არეში.

საბოლოო სიმპტომები მტევნებისა და ტერფების გაძლიერებული ოფლიანობაა, ზოგჯერ კი, პირიქით, ოფლდენის დარღვევა და სრულად მოსპობა.

რა სტადიებს მოიცავს რეინოს დაავადება?

გამოყოფენ რეინოს დაავადების სამ ძირითად სტადიას, ზოგიერთი ავტორი მეოთხე სტადიაზეც მიუთითებს.

პირველ სტადიაზე კლინიკური სურათი ხასიათდება იშემიის ხანმოკლე შეტევებით. ფსიქოემოციური სტატუსის ფონზე ვითარდება უეცარი დაბუჟება, ეს შესაძლოა იყოს სიცივის ზემოქმედებაზე საპასუხო რეაქცია, დაბუჟებას განიცდის კიდურების ყველაზე წარზიდული ნაწილები, თითების ფალანგები. ყინვის შედეგად სისხლძარღვთა სპაზმი ყველა ადამიანს აღენიშნება, განსხვავება ისაა, რომ ჯანმრთელ პირებთან ეს სპაზმი იხსნება გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, რეინოს სინდრომისა და დაავადების მქონე პირებთან კი კიდურებს მეტად უჭირთ გათბობა, კანის საფარველი ფერმკრთალდება, ზოგჯერ სრულ სილურჯემდე. თბილ პერიოდში ასეთი შეტევები იშვიათია.

მეორე სტადია დაახლოებით ნახევარ წელიწადში დგება. შეტევის ხანგრძლივობა შესაძლოა საათი იყოს, ვლინდება ხელის თითების შეშუპება და მწველი ტკივილი, თითქოს თითები უნდა გასკდესო. ეს არის ის ძირითადი სიმპტომი, რომლის გამოც ადამიანმა უნდა იფიქროს ექიმთან ვიზიტზე. პაციენტთა უმრავლესობას დაავადების ამ სტადიაზე მდგომარეობა რამდენადმე უსტაბილურდება და ამ ვითარებაში შესაძლოა მრავალი წელი იყოს.

მესამე სტადია დაავადების დაწყებიდან საშუალოდ 1-3 წელიწადში დგება. მესამე და მეოთხე (ზოგიერთ ავტორის მიერ გამოყოფილ) სტადიებზე სიმპტომები განსაკუთრებულად არის გამოხატული. ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს ემატება მტკივნეული ზედაპირული წყლულები თითების დაბოლოებებზე.

მეოთხე სტადიის დროს კლინიკური სიმპტომები მუდმივია, ანუ მუდმივად არის გამოხატული ტკივილის სინდრომი, ინტოქსიკაცია, თითების დაზიანება, მტევნების წვრილი სახსრების უმოძრაობა. ეს ყოველივე იწვევს იმას, რომ ადამიანს ფალანგების დაბოლოებათა ნეკროზი უვითარდება. ეს, პრაქტიკულად, შორს წასული და უმკურნალო შემთხვევებია.

ბევრი ავტორი გამოყოფს დაავადების კეთილთვისებიან და ავთვისებიან მიმდინარეობას. თუ ტროფიკული ცვლილებები არ არის გამოხატული, დაავადებას კეთილთვისებიანად მიიჩნევენ. ასეთ დროს სათანადო, რაციონალური მკურნალობით დაავადება რემისიის ფაზაში ხანგრძლივად შეიძლება იყოს. ავთვისებიან მიმდინარეობას კი სწორედ ტროფიკული ცვლილებების განვითარება ახასიათებს. დაავადების ეს ფორმა გაცილებით მძიმეა, ნეკროზის გამო შესაძლოა თითების ამპუტაციაც კი გახდეს საჭირო.

კომენტარები (3)
დარიკო
მეც მაქვს ესეთი სიპტომები და მაინტერესებს რომელ ექიმთან უნდა მივიდე?
თარიღი : 16-10-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ოჯახი და სამართალი
ოჯახი და სამართალი
მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი
სრულად
ოჯახი და სამართალი - სამართლებრივი ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რეინოს სინდრომი და დაავადება (პასუხები მთავარ კითხვებზე) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები