ზამთარი და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთარი და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები

ართრიტითა და ართროზით დაავადებული ადამიანები აციებას განსაკუთრებული შიშით ხვდებიან. ბევრი, სახსრების მდგომარეობის მიხედვით, ამინდის პროგნოზირებასაც კი ახდენს. ადამიანთა ნაწილს სახსრების ტკივილი, მუხლების ხრჭიალი, ხერხემალში მტვრევის შეგრძნება და სხვა სიმპტომები უვლინდება, სიცივე განსაკუთრებულად შემზარავი და შემბოჭველია მათთვის!

რატომ მწვავდება სახსრების პათოლოგიები ზამთარში?

ამის პირველი მიზეზი გადაციებაა. სიცივე იწვევს სახსრის გარშემო არსებული კუნთების რეფლექსურ სპაზმს, შედეგად სისხლის მოდენა სახსრისკენ რამდენადმე მცირდება, ხრტილოვანი ქსოვილი კვების დეფიციტს განიცდის და მისი რღვევა-დაშლა კიდევ უფრო ძლიერდება. სწორედ სახსარშიდა ხრტილოვანი ელემენტების ტროფიკული ცვლილებები და ამით განპირობებული რღვევა არის ართროზის პათოგენეზის წამყვანი კომპონენტი. სიცივის ფაქტორი და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ამწვავებს ართრიტსაც, ანუ სახსრის ანთებას, რომელიც ძირითადად ინფექციური ფაქტორით ან აუტოიმუნური მექანიზმებითაა განპირობებული. ადამიანს სიცივის გავლენით უძლიერდება სახსრის ტკივილი, შეწითლება და შესივება.

მეორე მიზეზი ზამთართან და, საზოგადოდ, უამინდობასთან დაკავშირებული უმოძრაობაა. სახსრის ირგვლივი კუნთები უმოძრაობის გამო სუსტდება, შესაბამისად, მათში მოცირკულირე სისხლი მცირდება. სიცივეში ადამიანების უმრავლესობას აქტივობა და მოძრაობა ეზარება, უძნელდება, უმოძრაობა კი მძიმე დაღს ასვამს ისედაც პათოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ სახსრებს.

ამგვარად, ზამთარშიც, სიცივის მიუხედავად, აუცილებელია რაციონალური ფიზიკური დატვირთვა, მსუბუქი და რეგულარული ვარჯიში, თუნდაც სახლში, სუფთა ჰაერზე სეირნობა, იმისათვის, რომ სახსრებმა იმოძრაონ და მათმა შემომგარსველმა კუნთებმა შეძლონ შეკუმშვა-მოდუნება, თავიანთი ძირითადი ფუნქციის შესრულება.

ზამთარში მზის სხივების დეფიციტი და შესაბამისად, D ვატამინის ნაკლებობაა. ეს ნივთიერება კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციობისათვის. D ვიტამინის დეფიციტისას მინიმალურმა ფიზიკურმა დატვირთვამაც კი, შესაძლოა, სახსრის ხრტილოვანი ნაწილის მიკროტრავმები გამოიწვიოს, შემდგომი ტკივილით სახსარში.

და თუ მაინც გაგიმწვავდათ ართროზი ან ართრიტი, აუცილებლად უნდა იმკურნალოთ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი მალამოსა და გელის შეზელით, უკიდურეს შემთხვევაში, ექიმთან შეთანხმებით გამოიყენოთ (რადგან კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს) ანთების საწიანააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.

მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ კი, მომავალი გამწვავების ასარიდებლად, აუცილებლად მიიღეთ ქონდროპროტექტორები და ჩართეთ ისეთი დამხმარე მეთოდები, როგორებიცაა ფიზიოპროცედურები, მასაჟი, რეფლექსოთერაპია, კინეზითერაპია და სხვა.

რჩევები ართრიტითა და ართროზით დაავადებულებს ცივ პერიოდში:

1) ყოველთვის თბილად გქონდეთ ფეხები. თბილი ფეხსაცმელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახსრებისათვის. ასევე იზრუნეთ სხეულის ჩათბუნებაზეც, ანუ ჩაიცვით სეზონის შესაბამისად თბილად, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომბოსტოდ იქცეთ და „მრავალშრიანი ჩაცმულობის“ გამო შემდგომ იოფლიანოთ;

2) მაქსიმალურად ერიდეთ ტრავმებს, იარეთ ფრთხილად, წვიმიან და თოვლიან ამინდში ჩაიცვით მოხერხებული, სქელძირიანი, მსხვილქუსლიანი ფეხსაცმელი, მოცურებისა და ვარდნის ასარიდებლად;

3) ავარჯიშეთ სახსრები, გახსოვდეთ, სიარული და რეგულარული ვარჯიში აუცილებელია თქვენი სახსრებისათვის. დაძლიეთ სიზარმაცე, ნუ შეგაშინებთ სიცივე, გაითვალისწინეთ, უმოძრაობით საზრდოს აკლებთ სახსრებს, ხელს უწყობთ მათი ტროფიკის მოშლას, კუნთების მოდუნებას, ძვალ-სახსროვანი სისტემის მწყობრიდან გამოსვლას;

4) აკონტროლეთ წონა, ზამთარში კილოგრამების მომატებით კიდევ უფრო დიდ დატვირთვას უქმნით სახსრებს!