რევმატული დაავადებებისთვის მახასიათებელი ჩივილები - როგორ ხდება დაავადებათა დიფერენცირება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატული დაავადებებისთვის მახასიათებელი ჩივილები - როგორ ხდება დაავადებათა დიფერენცირება?

სამედიცინო ტერმინი - ოსტეოართრიტი მთელ მსოფლიოში გამოიყენება, თუმცა, ზოგჯერ ამ დაავადებას ოსტეოართროზსაც უწოდებენ.

პაციენტები კი მას უბრალო ტერმინით - ართროზით ან „მარილების დაგროვებით“ მოიხსენიებენ. უკანასკნელი ტერმინი მთლად მართებული არ არის, რადგანაც ოსტეოართროზის დროს ხრტილში მარილები კი არ გროვდება, არამედ ხრტილის ნივთიერებათა ცვლა ირღვევა, რის გამოც ხრტილი კარგავს ელასტიკურობას და სისადავეს. მას უჩნდება ნახეთქები, ამიტომ სასახსრე ზედაპირები ერთმანეთზე აღარ სრიალებენ ისე ადვილად, როგორც ჯანმრთელი სახსრის დროს.

გარდა ამისა, შეცვლილი ხრტილი ვეღარ იცავს ძვლებს დატვირთვისაგან და ამის გამო სახსარში, განსაკუთრებით - მოძრაობისას, აღმოცენდება ტკივილი, ხოლო დროთა განმავლობაში მცირდება მოძრაობის ამპლიტუდა, რაც, თავის მხრივ, სახსრების დეფორმაციის მიზეზი ხდება.

გარდა ართროზისა, რევმატულ დაავადებებს მიეკუთვნება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები: რევმატული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი და სხვა, რომლებიც ასევე, სხვა ორგანოების დაზიანებასთან ერთად, სახსრების დეფორმაციის მიზეზი შეიძლება გახდეს.

- დიაგნოსტიკის რა საშუალებებს ფლობს დღევანდელი მედიცინა აღნიშნული დაავადებების გამოსავლენად?

- სწორი მკურნალობის შესარჩევად ძალზე მნიშვნელოვანია, დიაგნოზი ექიმმა დასვას, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს სახსრების მრავალი დაავადება, რომლებიც გამოვლინებებით ოსტეოართროზის მსგავსია, მაგრამ მათი მკურნალობა პრინციპულად განსხვავებულია.

რევმატულ დაავადებათა დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, ფიზიკურ ექსპერტიზას, აუტოიმუნური მარკერების განსაზღვრას და სხვა სეროლოგიურ კვლევებს, ვიზუალიზაციის მეთოდებს და ქსოვილების პათომორფოლოგიურ კვლევებს.

მრავალი რევმატული დაავადებისთვის მოწოდებულია განსაზღვრული დიაგნოსტიკური მაჩვენებლები, თუმცა კლინიკურ თავისებურებებს მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ზოგჯერ რევმატული დაავადებების პირველადი გამოვლინებები წააგავს ინფექციებს ან სიმსივნურ პათოლოგიას, ასევე მეტაბოლური (შაქრიანი დიაბეტი და სხვა), ორთოპედიული (სხვადასხვა სტატიკური ანომალიები - სკოლიოზი, ბრტყელი ტერფი და სხვა) და ქრონიკული დაავადებებისთვის დამახასიათებელ ტკივილს.

ამ შემთხვევაში აუცილებელია ყველა სავარაუდო პათოლოგიის გამორიცხვა, რომ დაისვას საბოლოო დიაგნოზი, ჩატარდეს რევმატოლოგის კონსულტაცია და დაინიშნოს სპეციფიკური მკურნალობა.

რევმატული დაავადებების დიაგნოსტიკის საფუძვლის - ანამნეზის დაზუსტება იძლევა სხვა დაავადებებისგან დიფერენცირების საშუალებას. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ტკივილის სინდრომს, ტკივილის ლოკალიზაციას, უნდა დაზუსტდეს, პაციენტი უჩივის კუნთის ტკივილს თუ მყესის ტკივილს, თუ ტკივილი იოგებს უკავშირდება. ხშირი ჩივილია დილის შებოჭილობა, სახის მიდამოში გამონაყარი და ძლიერი საერთო სისუსტე, რომელიც უმეტესად სისტემური წითელი მგლურას ან დერმატომიოზიტის დროს ვლინდება.

ანამნეზში ტრავმა და მასთან დაკავშირებული ერთი სახსრის დაზიანება არარევმატული დაავადებაა. ანამნეზის ისეთი მომენტები, როგორებიცაა მოგზაურობა, მუცლის ტკივილი, ოჯახში ან შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა, ენტერალური ინფექციის შემდგომ რეაქტიულ ართრიტზე მეტყველებს. ტკიპასთან ექსპოზიციის შემდგომი სახსრების დაზიანება ლაიმის ართრიტზე ბადებს ეჭვს და სხვა.

პაციანეტის ასაკი და სქესი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია დაავადების სავარაუდო ეტიოლოგიის დასადგენად. კლინიცისტი ახდებს დიფერენეცირებას - ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ არსებული სიმპტომები ანთების შედეგია თუ მექანიკური ხასიათისაა. ტკივილი, რომელსაც ახლავს შესივება, სიწითლე, კანის ზედაპირი შეხებით ცხელია და დილის შებოჭილობაც ერთვის, ანთების მაჩვენებელია. დღის ბოლოს გაძლიერებული, მოძრაობითი აქტივობის შემდგომი ტკივილი და ნაკლებად გამოხატული შესივებაც მექანიკურ ხასიათზე მიუთითებს.

- როგორ უნდა მოხდეს ართრიტის დიფერეცნირება?

- ართრიტის დიფერენცირება დამოკიდებულია პათოლოგიურ პროცესში ჩართული სახსრების რაოდენობაზე. უნდა დაზუსტდეს პროცესის ხანდაზმულობა და ხასიათი, სახსართა ჩართულობა და სხვა სიმპტომებთან მათი ასოციაცია.

6 კვირაზე მეტხანს გახანგრძლივებული ართრიტი ართრიტის ქრონიკულ ფორმაზე, კერძოდ, რევმატულ ართრიტზე ან სპონდილოართრიტზე მიანიშნებს.

ოჯახურ ანამნეზში პირველი რიგის ნათესავების აუტოიმუნური დაავადებები რევმატული დაავადების განვითარების დიდი რისკია, რადგანაც ეს პათოლოგიები ხშირად გენეტიკურ განწყობაზეა დამოკიდებული.

- თქვენ დაიგნოსტიკის მნიშვნელობის თვალსაზრისით კუნთების ტკივილიც გამოყავით.

- რევმატული დაავადებების დროს სახსრების ტკივილის (ართრალგია) და ართრიტის (სახსრების ანთება) გარდა, დამახასიათებელია ასევე კუნთების ტკივილი - მიალგია და კუნთოვანი ძალის დაქვეითება.