როგორ ვლინდება იდაყვის მყესების ანთება?
რომლებიც უზრუნველყოფს მტევნის გაშლას ხელის გულიდან ხელის ზურგის მიმართულებით. წინამხრის კუნთები, რომლებიც იდაყვის გარეთა ნაწილზეა მიმაგრებული, დატვირთვის შემთხვევაში მტკივნეული შეიძლება გახდეს.
ლატერალური ეპიკონდილიტის განვითარების ალბათობას ზრდის უკან წაღებული ხელით დარტყმა და მაჯის მოხრა.
ტკივილი წინამხრის გარე ნაწილში ვითარდება მაჯის განზიდვის დროს. ტკივილი შეიძლება ვრცელდებოდეს იდაყვის ირგვლივი არიდან წინამხრის შუა ნაწილამდე. წინამხრის კუნთების დატვირთვის გაგრძელებამ სიმპტომები შეიძლება გააუარესოს და ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაშიც გამოვლინდეს.
ექიმები დიაგნოზს სიპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის შედეგების საფუძველზე სვამენ. იდაყვის გარე ნაწილში ტკივილი აღინიშნება მაშინ, როდესაც წინამხარი და ხელისგული მაგიდაზეა მოთავსებული და პაციენტი ცდილობს წინააღმდეგობის დაძლევით ხელის აწევას მაჯის უკან გადახრით.
მკურნალობა
იდაყვის გარეთა ნაწილზე ყინული თავსდება, უნდა შეწყდეს ტკივილის გამომწვევი ვარჯიშები. ფიზიკური მოქნილობის შესანარჩუნებლად ისეთი ვარჯიშები, რომლებიც მაჯის განმზიდველი კუნთების გამოყენებას საჭიროებს, უნდა ჩანაცვლდეს ძუნძულით ან ველოსიპედით სეირნობით.
ტკივილის შემცირების შემდეგ უნდა დაიწყოს იდაყვისა და მაჯის მოქნილობისა და გამაძლიერებელი ვარჯიშები.
სასარგებლოა ჩოგბურთის იდაყვის ფიქსატორის გამოყენება (რამდენიმე კვირით).
როდესაც ლატერალური ეპიკონდილიტით გამოწვეული ტკივილი ძლიერია, მკურნალმა ექიმმა შეიძლება კორტიკოსტეროიდი შეიყვანოს ინექციის გზით იდაყვის გარეთა ნაწილში. ქირურგიული ჩარევა იშვიათადაა საჭირო.
