რა არის კოქსართროზი? - სიმპტომები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის კოქსართროზი? - სიმპტომები და მკურნალობა

კოქსართროზს - მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი.

- რას უჩივის კოქსართროზის დროს ადამიანი?

- დაავადება ნელ-ნელა იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის თავდაპირველად უმნიშვნელო, ხანგამოშვებითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით. მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელი ოსტეოართროზის ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ავადმყოფს ექიმთან მისვლას აიძულებს, არის ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა და კოჭლობა. ეს სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა სიძლიერისაა.

მაგალითად, ზოგიერთი უჩივის ძლიერ ტკივილს, თუმცა მოძრაობა არ უჭირს, ზოგს საგრძნობლად აქვს შეზღუდული მოძრაობა, ტკივილი კი ოდნავ თუ აწუხებს... ჯამში, კოქსართროზით დაავადებულ ყველა ადამიანს ექმნება საყოფაცხოვრებო სიძნელეები, მაგალითად, უჭირს ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრა, სკამიდან წამოდგომა, ჩაცუცქვა...

- როგორია ტკივილის ხასიათი?

- მენჯ-ბარძაყის არეში ტკივილი ძლიერდება მოსვენებული მდგომარეობიდან აქტიურში გადასვლისას, ხოლო სახსრის გახურების შემდეგ მცირდება. მის ინტენსივობას ზრდის ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა, დიდხანს სიარული, ხოლო დასვენება ამცირებს.

ზოგ შემთხვევაში ოსტეოართროზი ვლინდება კოჭლობით, რომლის უშუალო მიზეზი შესაძლოა იყოს მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილი, სახსრის დეფორმაციის გამო კიდურის დამოკლება და კონტრაქტურის განვითარება, კუნთების სისუსტე.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ კოქსართროზს მოძრაობის შეზღუდვა ახასიათებს. თავდაპირველად იზღუდება ბარძაყის შიგნითა როტაცია და განზიდვა, შემდგომ კი გარეთა როტაცია და მოზიდვა. კიდური მოკლდება და პაციენტი იწყებს კოჭლობას. ორმხრივი კოქსართროზის დროს დამახასიათებელია იხვისებური სიარული. აღინიშნება კუნთების ატროფია.

- რა საშუალებებს იყენებენ კონსერვატიული მკურნალობისთვის?

- კოქსართროზის სამკურნალოდ ინიშნება:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: დიკლოფენაკი (ვოლტარენი, ორტოფენი), ინდომეტაცინი (მეტინდოლი), პიროკსიკამი, ბრუფენი (იბუპროფენი), კეტოპროფენი (ფლეკსენი). მათი მიღება რეკომენდებულია სახსრის რეაქტიული ანთების პერიოდში. ეს პრეპარატები აცხრობენ ანთებას და აქრობენ ტკივილს, მაგრამ ძირეულ პროცესებზე გავლენის მოხდენა, სამწუხაროდ, არ შეუძლიათ.

გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ხრტილის აღდგენითი უნარი და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები შინაგანი ორგანოების მხრივ (მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება). საგანგებოდ ხანგრძლივი მიღებისთვის არის მოწოდებული ახალი სელექტიური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი მოვალისი.

ის კლასიკურ პრეპარატებზე სუსტად მოქმედებს, მაგრამ გვერდითი ეფექტიც ნაკლები აქვს. განურჩევლად ფორმისა (ტაბლეტი, სანთელი, ინექცია), არ არის რეკომენდებული რამდენიმე არასტეროიდული პრეპარატის ერთდროული გამოყენება. თუ პრეპარატის დანიშნული დოზა არ არის საკმარისი ტკივილის მოსახსნელად, უმჯობესია დოზა გაიზარდოს და არა სხვა საშუალება დაემატოს.

სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები: ტრენტალი (პენტოკსიფილინი), თეონიკოლი, ნიკოშპანი, ცინარიზინი. ეს საშუალებები სახსარში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე ხელს უწყობენ ხრტილის აღდგენას, აადვილებენ დაავადებულ სახსრამდე სამშენებლო მასალის მიტანას და ხსნიან ღამის ტკივილს. სწორად მიღების შემთხვევაში უკუჩვენება თითქმის არ აქვთ.

მიორელაქსანტები - კუნთების მომადუნებელი პრეპარატები: მიდოკალმი, სირდალუდი. ისინი ხსნიან კოქსართროზის დროს კუნთების სპაზმით გამოწვეულ ტკივილს და რამდენადმე აუმჯობესებენ სახსარში სისხლის მიმოქცევას, მაგრამ მიორელაქსანტების მიღებისას აუცილებელია სიფრთხილე - გასათვლისწინებელია მათი გავლენა ნერვულ სისტემაზე: მოსალოდნელია თავბრუხვევა, გაბრუება და აზროვნების შენელება.

ქონდროპროტექტორები - ხრტილის აღმდგენი პრეპარატები: გლუკოზამინი, ქონდროიტინის სულფატი, რუმალონი, დონა, სტრუკტუმი, არტეპარონი. ისინი კოქსართროზის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალებებია.

მათი ძალა იმაშია, რომ ხელს უწყობენ ხრტილის აღდგენას. სამწუხაროდ, ქონდროპროტექტორები ძალიან ნელა ამცირებენ უკვე არსებული ტკივილის ინტენსივობას, სამაგიეროდ, რეგულარული მიღების შემთხვევაში არ უშვებენ ტკივილის გაძლიერებას.

ამ საშუალებებს უკუჩვენება თითქმის არ აქვთ (უკუჩვენებაა ორსულობა და ინდივიდუალური აუტანლობა), მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ეფექტის მისაღწევად დროა საჭირო.

ჰორმონული პრეპარატების (კენალოგი, მეთილპრედი, ჰიდროკორტიზონი) სახსარშიდა ინექციები. ზოგი ექიმი ამ ინექციებით მეტისმეტად არის გატაცებული. არადა, მათ იშვიათად აქვთ დადებითი ეფექტი, გვერდითი მოვლენები კი საკმაოდ ხშირია.

არ არის რეკომენდებული ჰორმონული პრეპარატის 3-4-ზე მეტი ინექცია, თან ინექციებს შორის პერიოდი 2 კვირაზე ნაკლები არ უნდა იყოს. აქვე გაფრთხილებთ: თვითმკურნალობა დაუშვებელია.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მკურნალობა კომბინირებული უნდა იყოს, ავადმყოფი კი დამოუკიდებლად ვერ შეარჩევს პრეპარატების საჭირო კომბინაციას; მეორე, ამ დროს გამოსაყენებელი პრეპარატების უდიდესი ნაწილი, როგორც გითხარით, გვერდით მოვლენებს იწვევს და ამიტომ დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. კონსერვატიული მკურნალობის თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ცურვა.