პრაქტიკული, ყოველდღიური რჩევები ჯანმრთელი სახსრებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრაქტიკული, ყოველდღიური რჩევები ჯანმრთელი სახსრებისთვის

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ

სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ.

განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • მწვანე ჩაი
  • ვაშლი
  • ქლიავი
  • ლიმონი
  • მოცვი
  • ქაცვი

არასწორი კვება, მოგეხსენებათ, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებს იწვევს, რაც სახსრების ტკივილს კიდევ უფრო აუტანელს ხდის.

უპირატესობა უჯრედისის შემცველ საკვებს - ფოთლოვან ბოსტნეულს, ხილს, ბარდასა და გასუფთავებულ ხორბლეულს მიანიჭეთ.

რაღა თქმა უნდა, მიირთვით კალციუმითმდიდარი საკვები:

რძის პროდუქტები, თევზი, თხილი, ნუში, სვით კალციუმის შემცველი მინერალური წყალი (სასმლის 1 ლიტრში ამ მინერალის შემცველობა 150 მგ-ზე მეტი უნდა იყოს).

რაც შეიძლება მეტი დრო ატარეთ სუფთა ჰაერზე - მზის სხივები წარმოქმნის კანში D ვიტამინს, რაც, თავის მხრივ, კალციუმის შეწოვას ეხმარება.

სხვა საგულისხმო რჩევები

  • ართროზით დაავადებულები დაბანისას, როცა კბილებს იხეხავთ, ცალი ხელით პირსაბანს დეყრდენით, ცალი ფეხი კი ოდნავ წინ წადგით.

 

  • ჭურჭლის რეცხვის ან კერძის მომზადებისას მოხრა მოგიწევთ, ცალი ფეხით სკამს დაეყრდენით.

 

  • ნუ გაჩერდებით დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში - ამ დროს იკლებს სახსრების სისხლმომარაგება და მცირდება ხრტილოვანი ქსოვილის კვება.

 

  • შეეცადეთ, გამოიმუშაოთ მოძრაობის ისეთი რიტმი, რომელიც საშუალებას მოგცემთ აქტიურ დატვირთვას დროდადრო დასვენება შეუნაცვლოთ.

 

  • ავტომობილში ჩაჯდომისას - თავდაპირველად დაჯექით, შემდეგ დაეყრდენით ხელებს და სხეულის მობრუნებით ფეხები გადაიტანეთ სალონში.

 

  • მართვისას - თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, სავარძელი წინ მისწიეთ, რათა საფეხურებს იოლად მისწვდეთ, ფეხები ოდნავ მოხარეთ, ხოლო ზურგი მყარ საზურგეს მიაყრდენით.

 

  • ტვირთის აწევისას ძირითადი სიმძიმე “მკერდით აიტანეთ”. თუ ნივთი მიწაზე დევს, მუხლებში მოიხარეთ და შემდეგ ასწიეთ სიმძიმე, არავითარ შემთხვევაში არ დაიხაროთ.

 

  • უმჯობესია ტვირთი ორივე ხელში თანაბრად გადაანაწილოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს უნდა გეჭიროთ.

 

  • ტვირთი უკეთესია ზურგჩანთით ატაროთ და არა ხელით ან ცალი მხრით - ასე ხერხემალი ნაკლებად იტვირთება.

 

  • სამსახურში - შეარჩიეთ დაბალი სკამი, ფეხები იატაკზე ისე დააწყვეთ, რომ თეძოსა და მუხლს შორის მართი კუთხე წარმოიქმნას, ზურგი საზურგეს უნდა ეხებოდეს, კომპიუტერის ეკრანი თვალის გასწვრივ დააყენეთ.

 

  • თუ მჯდომარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით, ეცადეთ, ზურგისა და ფეხების მდებარეობა ყოველ 15 წუთში ერთხელ შეცვალოთ.

წაიკითხეთ სრულად