ოსტეოპოროზი - როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ძვლები ყველა ასაკში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოსტეოპოროზი - როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ძვლები ყველა ასაკში?

ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც მოტეხილობის რისკს ზრდის. ოსტეოპოროზი ხანგრძლივად და ხშირად, ფარულად მიმდინარეობს. გართულების დროს, ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს.

დაავადების განვითარების რისკ -ფაქტორებია :

• გენეტიკური განწყობა

• მცირე წონა და სიმაღლე

• კვების თავისებურებები(მცირე რაოდენობის კალციუმის მიღება, რძის პროდუქტების აუტანლობა, ხორცის ჭარბი რაოდენობის მიღება, D ვიტამინის დეფიციტი)

• ჭარბი რაოდენობით ყავის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება

• მჯდომარე ცხოვრების წესი და არასათანადო ფიზიკური დატვირთვა

ოსტეოპოროზის სიმპტომებია:

• აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ზურგის მომრგვალება და წინ წამოწეული მუცელი

• ზურგის ტკივილი მძიმე საგნების აწევისას

• ადვილად დაღლა და ზურგის არეში ყრუ ტკივილები ერთსა და იმავე პოზაში დგომის და სიარულის დროს

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის უახლესი მეთოდია დენსიტომეტრია.

mkurnali.ge

დენსიტომეტრი არის აპარატი, რომელიც წელის მალებში, მენჯ-ბარძაყში, მთლიან ხერხემალსა და სხეულში კუნთოვანი და ცხიმოვანი მასის განაწილებას იკვლევს და ზუსტ დიაგნოზს სვამს.

დაავადების პროფილაქტიკისთვის

• შეამცირეთ თამბაქოს და ალკოჰლის მოხმარება

• რეგულარულად ივარჯიშეთ

• კალციუმითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები მიიღეთ

50 წელს გადაცილებული ქალის რაციონში, კალციუმის შემცველობა სულ მცირე, 1000 მგ უნდა იყოს.

mkurnali.ge

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის და ძვლების სიმაგრისთვის, თავის ფეისბუქ გვერზე, რჩევებს გვიზიარებს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.

„ ეს რჩევები დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ძლიერი ძვლები:

1.Ca -კალციუმი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ძვლებისთვის, თუ კალციუმის დონე დაბალია ორგანიზმში მას იღებს ძვლებისგან დეპოს სახით შესაბამისად ძვლები შესაძლებელია Ca-გან „ გამოიფიტოს“ და ამით მივიღოთ ოსტეოპოროზი.

ის უფრო ხშირი პრობლემაა ქალებში და მაგალითად აშშ-ში 50 წელს გადაშორებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან 50% -ს აწუხებს.

შესაბამისად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ამ მიკროელემენტის ყოველდღიურად რეკომენდირებული რაოდენობის მიღებაზე.

ეს რეკომენდირებული რაოდენობა RDA-ის მიხედვით შეადგენს 1000-1200 მგ-ს. 1300მგ - 9-დან 18 წლამდე ძვლებში კარგი დეპოს შესაქმნელად.

Ca -ის კარგი საკვები წყაროა:

• 1ჭიქა დაბალ ცხიმიანი იოგურტი - 300მგ. Ca

• ნახევარი ჭიქა ხაჭო - 200მგ. Ca

• 1 ლიტრი დაბალ ცხიმიანი რძე- 140მგ. Ca

• 100 გრამი ორაგული - 180მგ. Ca

2. D ვიტამინი - ის ეხმარება ორგანიზმს Ca- ის შეთვისებაში, მის გარეშე საკვებიდან ორგანიზმი Ca-სვერ ითვისებს.

D ვიტამინის (25 OH D) ნორმალური მაჩვენებელია - >20 ნგ/მს

<12ნგ/მლ ნიშნავს დეფიციტს.

D ვიტამინის ათვისების კარგი წყაროა მზის სხივები. საჭიროა დღის განმავლობაში სულ რაღაც რამოდენიმე წუთით მზის სხვივების ზემოქმედება კანზე და ჩვენ საჭირო რაონდენობა გვექნება. ალტერნატიული კარგი საკვები წყარო:

• ცხიმიანი თევზი - ორაგული, სკუმბრია, ოკეანის ან ზღვის თევზეულობა.

• ძროხის რძე, სოიო, ნუში, შვრია

• კვერცხი

• ღორის ხორცი

• მარცვლეული

3. ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, კვირაში 4-5-ჯერ ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში ეხმარება ორგანიზმს ძვლების მასის მომატებაში. ადამიანები რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ ახდენენ ძვლების „გამოფიტვის“ პრევენციას რომელიც იწყება 30 წლის შემდეგ.

ასევე ვარჯიში ანვითარებს ჩონჩხის კუნთოვან ქსოვილს რომელიც შესაბამისად აძლიერებს მყესებს.

საუკეთესო ვარჯიში ძვლების და კუნთების გასაძლიერებლად:

1. წონების გარეშე ვარჯიში, როდესაც შენ მუშაობ გრავიტაციის წინააღმდეგ- სირბილი, ძუნძული, ჩქარი სიარული ხანგრძლივად, ცეკვა, სტეპი ( კიბეზე ასვლა). ეს ვარჯიშები არის სპეციფიური ანუ ამ დროს მუშაობს ქვედა კიდურების კუნთები და არა ხელები.

2. რეზისტენტული ვარჯიშ - ის ახდენს კუნთებისა და ძვლების გაძლიერება, მასის მატებას, ჰიპერტროფიას, მყესების გამაგრებას. ესენია : აზიდვები, ჟგუტით რეზისტენტული ვარჯიში, ნიჩბოსნობა, სიმძიმეებით ვარჯიში, კროსფიტი. დღეშ მინიმუმ 20-3- წუთიანი ვარჯიშები.

3. დაანაბე თავი მოწევას, მოწევა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს ოსტეოპოროზის განვითარებაში. ნიკოტინი და სიგარეტში შემავალი სხვა ქიმიური ნივთიერებები ანელებენ ძვლების ფორმირებისთვის საჭირო უჯრედების ( bone-forming cells) პროდუქციას. ეს შესაძლებელია სერიოზული პრობლემა გახდეს ხერხემლისთვის რომელსაც ისედაც ნაკლები აქვს სისხლის ნაკადი.

4. შეზღუდე ნახშირწყლების, შაქრის მიღება. დიდი რაოდენობით შაქარი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ძვლებზე, რადგან :

ა. ორგანიზმს აკარგვინებს Ca-ს და მაგნიუმს

ბ. კუჭ-ნაწლავს ხელს უშლის Ca-ის შეწოვაში.

გ. შაქარი ანაცვლებს საკვებიდან მისაღებ ბევრ საჭირო მიკროელემენტს.

5. შეზღუდე ალკოჰოლის მიღება. მძიმე დალევა. მძიმე დალევად იწთვლება - 15 drink ან მეტი კვირაში კაცისთვის და 8 drink ან მეტი კვირაში ქალებისთვის.

1 Drink – 355მლ. ლუდი

1 Drink – 148მლ. ღვინო

1 Drink – 45მლ. არაყი, ვისკი, კონიაკი და სხვა მძიმე დასალევი. „

როგორც ხედავთ, ვრცელი და საინტერესო პოსტი გაგვიზიარა ბატონმა ზაზამ.

რჩევები, რომელიც საუკეთესოა მტკიცე ძვლებისთვის და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის.