როგორ ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს, რომ მან უნარშეზღუდულობა არ გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს, რომ მან უნარშეზღუდულობა არ გამოიწვიოს

აუტოიმუნურ რევმატულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მიუხედავად ამისა, რევმატოიდული ართრიტის შესახებ ცნობიერება არც ისე მაღალია. სამწუხაროდ, ხშირია დაგვიანებული მიმართვიანობის, არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევები, რაც საბოლოოდ პაციენტის უნარშეზღუდულობას იწვევს. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

საქართველოში რევმატოიდული ართრიტის გავრცელების შესახებ მონაცემები არ არსებობს. სხვა ქვეყნების მონაცემებით გავრცელების სიხშირე მაღალია: მაგ აშშ-ში დაავადებულია მოსახლეობის 1%. "ნიუ ჰოსპიტალსის" მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, მაკა იოსელიანი აღნიშნავს, რომ ამ დაავადებით მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია. მისივე განმარტებით, რევმატოიდული ართრიტით უმეტესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალები ავადობენ.

რა არის რევმატოიდული ართრიტი?

რევმატოიდული ართრიტი არის აუტოიმუნური, ანთებითი, ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც ზიანდება უპირატესად წვრილი სახსრები, ვითარდება ართრიტი. შესაძლებელია დაავადება დაიწყოს რამდენიმე სახსრის ანთებით, თუმცა, როგორც წესი, ის მიმდინარეობს პოლიარტიკულური ფორმით, ზიანდება ხუთი ან მეტი სახსარი.

დაავადება ხშირია მოზრდილ ასაკში, თუმცა ვითარდება ბავშვთა ასაკშიც. 16 წლამდე დაწყებულ რევმატოიდულ ართრიტს იუვენილურს უწოდებენ.

რევმატოიდული ართრიტი თავისი გავრცელების, მუდმივ პროგრესირებადი მიმდინარეობისა და გამოსავლის გამო მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დროული დიაგნოსტიკა, ასევე ადრეული ე.წ. აგრესიული თერაპიის დაწყება.

რამდენად რთული დაავადებაა რევმატოიდული ართრიტი?

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადება, რომელიც ექიმთან დაგვიანებული მიმართვისა და არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში სახსრების დაზიანებას და შემდგომში შეუქცევად დეფორმაციას იწვევს. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული, სწორი დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ართრიტის მსოფლიო დღე, რომელიც მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოც აღინიშნება. მნიშვნელოვანია, თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რა არის პირველადი სიმპტომები, როდის უნდა მიმართოს ექიმს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული, სწორი და ადეკვატური მკურნალობა.

რა არის პირველადი სიმპტომები, რომლის დროსაც ექიმთან მიმართვა აუცილებელია?

პირველადი სიმპტომები არის სახსრის არეში ტკივილი, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა. ეს ყველაფერი უმეტესად გამოხატულია დილის საათებში, რაც ამ დაავადებას არაანთებითი რევმატიული დაავადებებისგან განასხვავებს. დილის შებოჭილობა გრძელდება ერთი საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში. რაც უფრო აქტიურია დაავადება, მით ხანგრძლივია შებოჭილობა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ რევმატიული ართრიტის დროს იშვიათად, თუმცა შესაძლებელია დაზიანდეს შინაგანი ორგანოებიც, მაგალითად, ფილტვები, გულსისხლძარღვთა სისტემა, თვალი.

რა ხდება ამ დაავადების დრო სახსარში?

რევმატოიდული ართრიტის დროს ზიანდება სინოვიალური გარსი. მოგვიანებით ვითარდება სახსრის სრული დაზიანება: ეროზიები, ამოვარდნილობები, ქვეამოვარდნილობები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ამ დაავადების დროს უპირატესად ზიანდება წვრილი სახსრები, თუმცა იგივე ცვლილებები ვითარდება მსხვილი სახსრების არეშიც (მუხლი, მენჯ–ბარძაყი, კოჭ-წვივი) რაც თავისთავად ზღუდავს გადაადგილებას, თვითმომსახურებას და საბოლოოდ იწვევს უნარშეზღუდულობას.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

დიაგნოზის დასმის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩივილებს, დაავადების სიმპტომებს, დაზიანებული სახსრების რაოდენობას და ლოკალიზაციას. აუცილებელია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება: სისხლის საერთო ანალიზი და C-რეაქტიული ცილა (CRP). როგორც წესი ანთების მარკერები მომატებულია.

დიაგნოსტირების მიზნით ასევე მნიშვნელოვანია რევმატოიდული ართრიტისთვის სპეციფიური და სენსიტიური მარკერების RF (რევმატოიდული ფაქტორი) და ანტი CCP (ციკლური ციტრულინებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების) განსაზღვრა.

როგორ ხდება რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა?

საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით დიაგნოზის ვერიფიცირებისთანავე მკურნალობა იწყება დაავადების მამოდიფიცრებელი პრეპარატებით, თუმცა მათი მოქმედების დაწყებამდე ტკივილის მართვის მიზნით ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.

ასევე შესაძლებელია სტეროიდების გამოყენება, თუმცა თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, სტეროიდული თერაპია უნდა გრძელდებოდეს ხანმოკლე დროით და დაბალი დოზით. ის განიხილება როგორც "ხიდი" დაავადების მამოდიფიცრებელი პრეპარატების მოქმედების დაწყებამდე. არსებობს აღნიშნული პრეპარატების ორი ჯგუფი: სინთეზური და ბიოლოგიური. მკურნალობას ვიწყებთ ე.წ. სინთეზური პრეპარატებით და თუ გარკვეული პერიოდის, 3-6 თვის, შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება მაშინ ვიღებთ გადაწყვეტილებას ბიოლოგიური მამოდიფიცირებელი საშუალებების გამოყენების შესახებ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ დაავადების კვლავ გამწვავების შანსი არსებობს?

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა. თუმცა ადრეული და ადეკვატური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია მიღწეული იქნას ხანგრძლივი რემისია (მდგომარეობა, როცა პაციენტს არ აღენიშნება ჩივილები, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები არის ნორმა). არსებობს მედიკამენტური რემისია და რემისია მკურნალობის გარეშე. ეს უკანასკნელი ძნელად მისაღწევია.

გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ იღებს ექიმი. თავიდან ვამცირებთ დოზას, ვაკონტროლებთ პაციენტის მდგომარეობას და ლაბორატორიულ მონაცემებს. მიღებული შედეგის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, მოიხსნას თუ არა მკურნალობა სრულად. ამ შემთხვევაში პაციენტი დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული, რომ გამწვავების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190