რევმატოიდული პრობლემები ბავშვებსა და მოზრდილებში - რჩევები და მკურნალობის გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატოიდული პრობლემები ბავშვებსა და მოზრდილებში - რჩევები და მკურნალობის გზები

იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მართვის შემთხვევაში უნარშეზღუდულობის მაჩვენებელი მაღალია - დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში მესამე-მეოთხე ჯგუფის ინვალიდი ხდება. იუვენილურ რევმატოიდული ართრიტის ნიშნებია გახანგრძლივებული ართრიტი, რომელიც 3-6 კვირაზე მეტხანს გასტანს; წვრილი სახსრები სიმეტრიული დაზიანება; დილით, გაღვიძებისას ან სახსრების ხანგრძლივი უძრაობის შემდეგ სახსრებში შებოჭილობის შეგრძნება და ტკივილი; ასევე, მხედველობის პრობლემები. მაშინ, როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, ავადმყოფი ინტენსიურად იკლებს წონას, იმატებს ოფლიანობა, იმატებს ტემპერატურა, კანზე ჩნდება გამონაყარი, თავს იჩენს შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები.

საქართველოში იუვენილური რევმატოიდული ართრიტისა და სხვა რევმატული დაავადებების მკურნალობა მაღალ დონეზე ტარდება. ამ მიმართულებით განსაკუთრებული წინ გადადგმული ნაბიჯია ბავშვთა და მოზრდილთა რევმატოლოგიის ცენტრის გახსნა მრავალპროფილურ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში". ამ თემაზე დეტალურად სასაუბროდ ცენტრის ხელმძღვანელს მაკა იოსელიანს ვესაუბრეთ.

რომელია ყველაზე გავრცელებული რევმატოლოგიური პრობლემა ბავშვებსა და მოზრდილებში?

ბავშვებში ყველაზე ხშირად ქრონიკული პათოლოგია - იუვენილური რევმატოიდული ართრიტი გვხვდება. დაავადება ბავშვთა ასაკში მაღალი პროცენტით უნარშეზღუდულობას იწვევს. თუმცა ბოლო წლების უახლესი თერაპიის გამოყენების პირობებში, უნარშეზღუდულობა პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი. ამ მიმართულებით დიდი პრობლემაა ჰიპერდაიგნოსტიკა და ჩვენ ვცდილობთ, პაციენტებისთვის ამ დიაგნოზის მოშორებაში დავეხმაროთ. პაციენტები ხშირად მოდიან სახსრების ტკივილით, ართრალგიით, რომელიც საბედნიეროდ, რევმატული პათოლოგია არ არის.

რაც შეეხება მოზრდილებს, ჩვენთან ამ მიმართულებით სტატისტიკა არ არსებობს. ევროპის სტატისტიკის თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე ხშირია რევმატოიდული ართრიტი, რომელიც მოზრდილებში გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მეორე ადგილზეა ოსტეოართრიტი, რომელიც აშშ-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 20-30%-ის პრობლემა იქნება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ცენტრის შექმნა. ჩვენი მთავარი მიზანია ამ დაავადებებით გამოწვეული უნარშეზღუდულობა ნებისმიერ ასაკში შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ.

mkurnali.ge

რა არის რევმატული დაავადებების პირველი ჩივილები, რომლის აღმოჩენისთანავე პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს?

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ართრიტების დროს რევმატოლოგთან რეფერალი გაკეთდეს პრობლემების აღმოჩენიდან 6 კვირის შემდეგ. მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ ანთებითი ართრიტის დროს 6 კვირიდან 3 თვემდე შუალედში დაწყებული მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე 3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ სახსრის დეფორმაცია შესაძლოა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

რაც შეეხება პირველ ნიშნებს, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ტკივილი სახსრების არეში, რომელსაც ახლავს მოძრაობის შეზღუდვა ან შეშუპება. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა რბილი ქსოვილის ტკივილი, არამედ - სახსრის და სახსრის გარშემო არსებული ქსოვილის. სისტემური პათოლოგიების შემთხვევაში კი გვხვდება სისტემური გამოვლინებები: ცხელება, გამონაყარი, შინაგანი ორგანოებს დაზიანება, პირში წყლულები. ამ ჩივილების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ პედიატრს ან თერაპევტს, გახანგრძლივების შემთხვევაში კი დროული რეფერალი უნდა მოხდეს რევმატოლოგთან.

რა არის რევმატული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზები?

რევმატოლოგიაში სულ 2-3 დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც ცნობილია. მაგალითად, რევმატული ცხელების და რევმატიზმის დროს ეს არის ა ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რეაქტიული ართრიტის დროს - გენიტალური ან ნაწლავური ინფექცია. სხვა შემთხვევებში გამომწვევი მიზეზები უცნობია. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს არა მიზეზის, არამედ შედეგის მკურნალობა. შედეგის მკურნალობა ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ მედიცინა და მეცნიერება წინ მიდის და მნიშვნელოვანი რემისიის მიღწევაა შესაძლებელი.

შესაძლებელია თუ არა რევმატული დაავადებების პრევენცია?

როგორც გითხარით, უმეტესი რევმატული დაავადებების გამომწვევი მიზეზი უცნობია, ამიტომ რთულია პრევენციაზე საუბარიც. ერთადერთი, რაც შემიძლია, რომ საზოგადოებას ვურჩიო, არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. დადასტურებულია ისიც, რომ თამბაქოს მომხმარებლებში რევმატული დაავადებები, მათ შორის, სახსრის ანთებით მიმდინარე დაავადებები, ძალიან ხშირია. რევმატული დაავადების მქონე პაციენტებთან მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ალკოჰოლური სასმელების მიღება.

მოგვიყევით ბავშვთა და მოზრდილთა რევმატოლოგიური ცენტრის შესახებ, რით არის ის გამორჩეული?

ჩვენ ვემსახურებით ყველა ასაკის პაციენტს. გვყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები, რომლებიც ამბულატორიის მიმართულებით მუშაობენ ბავშვებსა და მოზრდილებში. "ნიუ ჰოსპიტალსში" საჭიროებისამებრ შესაძლებელია სტაციონარული მომსახურების მიღებაც. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებსაც და მოზრდილებსაც როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული სრული სერვისის მიღება შეუძლიათ. გვაქვს მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც სრულყოფილი კვლევის ჩატარების საშუალებას გვაძლევს. ადგილობრივად შესაძლებელია კარდიოლოგიური კვლევების ჩატარებაც, რაც რევმატოლოგიურ პაციენტებს ხშირად სჭირდებათ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცენტრი ემსახურება პაციენტებს სახელმწიფო დაფინანსებით. არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 18 წლამდე მოზარდები ბიოლოგიური პრეპარატებით სრულ უფასო მომსახურებას იღებენ. ეს ბიოლოგიური პრეპარატები გახლავთ გენური ინჟინერიით შექმნილი მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. ამ პროგრამის საშუალებით რევმატოიდული ართრიტის მართვის პროტოკოლი სრულად სრულდება საქართველოში ისევე, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

ცენტრში დიაგნოსტირება როგორ ხდება?

ჩვენთან არსებული სერტიფიცირებული ლაბორატორია სრულად თანამედროვე და უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ჩვენთან შესაძლებელია არა მხოლოდ ლაბორატორიული, არამედ ინსტრუმენტული კვლევის ჩატარებაც.