წინ მხიარული არდადეგებია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

წინ მხიარული არდადეგებია

წინ მხიარული არდადეგებია
გამგზავრება ზამთრის კურორტზე საქართველოს ზამთრის კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, ბეთანიაში, სვანეთში - კომფორტულ კოტეჯებსა და სასტუმროებში, იმართება სპორტული შეკრებები, ჰყავთ პროფესიონალი მწვრთნელები სათხილამურო სპორტისთვის მოსამზადებლად. იქ ბავშვები შეიძენენ ახალ მეგობრებს, მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში, ისრიალებენ სუფთა ჰაერზე, გაკაჟდებიან, იმხიარულებენ და დაისვენებენ.


ერთი კვირა საზღვარგარეთ

თუ მშობლებს საშუალება აქვთ, ძალიან სასიამოვნო მოგზაურობის დაგეგმვა შეიძლება საზღვარგარეთ – ნახავთ ახალ ქვეყნებს, აივსებით ახალი შთაბეჭდილებებით... ვინც მკაცრ ზამთარს ვერ ეგუება, ურჩევნია, სამხრეთის - თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, ეგვიპტის კურორტებს ესტუმროს. ბევრი ზამთრის კურორტია ევროპაშიც: ავსტრიაში, შვეიცარიაში, იტალიაში,
საფრანგეთში...


მოიფიქრეთ გასართობი შინ

შესთავაზეთ პატარას კარნავალის გამართვა. მოიფიქრეთ კოსტიუმი მისთვის და სხვა ბავშვებისთვის. დაპატიჟეთ მეგობრები. დადგით წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბავშვები, ისე მოზრდილებიც, გამართეთ კონკურსი ლექსების კითხვაში. მოამზადეთ სტუმრებისთვის სუვენირები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენივე ხელით
დაამზადოთ. დააცხვეთ ნამცხვრები სიურპრიზებით. ოჯახის წევრებმა ჩამოწერეთ საახალწლო სურვილები და საღამოს ერთად წაიკითხეთ.


ისრიალეთ ციგით ან თხილამურებით

საუკეთესო დასვენება აქტიური დასვენებაა. მოდი, ვიშოვოთ ციგები და თხილამურები და გავეშუროთ თოვლიანი მთების დასაპყრობად. თუ ამინდი საშუალებას მოგცემთ, წადით უახლოეს ტყეში. მხიარული თამაშები კოცონთან, ცხელი ჩაი ყინვაში, ცეცხლზე შემწვარი სოსისი და კარტოფილი – ასეთი თავგადასავალი დიდხანს ემახსოვრება პატარას.


ვასწავლოთ ბავშვებს ციგურებით სრიალი

ზამთრობით იხსნება საციგურაო მოედნები. მოარგეთ ბავშვებს ციგურები - ეს სამი წლიდან შეიძლება. თუ თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ, დაიხმარეთ მწვრთნელები. ციგურებით სრიალი დიდ სიამოვნებას მიანიჭებს პატარებს.


ზღაპრის გმირების სამყაროში

ახალი წლის დღეებში ქალაქის ქუჩებში ხშირად იმართება წარმოდგენები. ბავშვებს ართობენ მასხარები, ზღაპრის გმირები, არის მხიარული ცეკვა-სიმღერა. ნუ მოაკლებთ თქვენს პატარებს ამ სიამოვნებას.


ესტუმრეთ თოვლის ბაბუას

ყოველ წელს თოვლის ბაბუა საგანგებოდ მოწყობილ რეზიდენციაში იწვევს პატარებს. ისინი მოუთმელად ელიან თოვლის ბაბუასთან შეხვედრას, რომელიც მათ საჩუქრებით სავსე ხურჯინით ელის.


ნაძვის ხის ზეიმი

ქალაქის მთავარი მოედნის გარდა, უამრავ ადგილას - საკონცერტო დარბაზებში, კლუბებში, თეატრებში, ცირკში - იმართება საახალწლო ზეიმი, გამოდიან მომღერლები, მოცეკვავეები, მასხარები, ჯუჯები... კინოთეატრებში საბავშვო ფილმებსა თუ მულტფილმებს აჩვენებენ. ბავშვები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს იღებენ. ნუ მოაკლებთ თქვენს პატარებს სიამოვნებას. ისინი სასიამოვნო შთაბეჭდილებებით სა­ვსენი, დასვენებულნი, გაკაჟებულნი დაუბრუნდებიან საბავშვო ბაღსა თუ სკოლას და ეს დადებითი ემოცია დიდხანს გაჰყვებათ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის - 8პლასტირი
ფასი: 44.9
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.9
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
მსგავსი სიახლეები
განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება გადადო. სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო
09-01-2019
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ართრიტით შეწუხებულებს განსაკუთრებულ შვებას მოუტანს ხალხური საშუალება ლიმონისა და დარიჩინის გამოყენებით.
ფილტვების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) სადღეისოდ ფილტვის ზოგიერთი დაავადების
ართრიტი, ართროზი და სახსრების სხვა დაავადებები ადამიანს ტკივილს და ზოგჯერ ტანჯვასაც კი განაცდევინებს.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების წესსა
ართროზი და ართრიტი სახსრების დაზიანებით მიმდინარე დაავადებებია.
„დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი-რევმატოლოგი ნანა თავართქილაძე:
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად