ართროზი და ართრიტი იცნობდეთ მათ შორის განსხვავებებს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ართროზი და ართრიტი იცნობდეთ მათ შორის განსხვავებებს!

სახელთა მსგავსების გამო ამ მდგომარეობებს საკმაოდ ბევრნი მსგავს პათოლოგიადაც აღიქვამენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ფაქტები

  • სხვადასხვა ტიპის ართრიტით ავადობს დედამიწის მოსახლეობის 2%, ამასთან, ახალგაზრდები;
  • ართროზი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ის პრობლემაა;
  • ართროზი თანდათანობით მიმდინარე სახსართა ასაკობრივი დეფორმაციაა, სასახსრე ხრტილის განლევა და ცვეთა, რომელიც ყველაზე ხშირად უვითარდებათ ასაკოვნებს.

50 წლიდან ზემოთ ართროზი უკვე ყოველი მესამე ადამიანის პრობლემაა, 70 წელს გადაცილების შემდეგ კი, ართროზის ამა თუ იმ ფორმით, პრაქტიკულად, ყოველი მეორე ადამიანი ავადობს.

ართრიტი, პირიქით, იწყება ახალგაზრდა ასაკში, 40 წლამდე, თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში არსებობს გამონაკლისები, ზოგჯერ ართრიტი იწყება 60-70 წლის ასაკში, ჩვეულებრივ, გადატანილი გრიპის, გაციებისა და გადაცივების, სტრესის შემდგომ, ართროზიც შეიძლება დაეწყოს იმ ადამიანს, რომელსაც ჯერ 40 წელი არ შესრულებია, მძიმე ტრავმებისას, მოტეხილობებისას, ასევე პროფესიული სპორტით დაკავებულებთან.

განსხვავება 1

პრობლემის წყარო

ართროზი პროცესია, რომლის დროსაც დეფორმირდება და ცვდება ის სასახსრე კაფსულა, რომელიც სახსარს თავისუფლად და მსუბუქად მოძრაობის უნარს სძენს. ხანშიშესულ ადამიანთა გარდა ართროზი ხშირად სპორტსმენების პრობლემაც არის, რომელთაც ძლიერი ფიზიკური დატვირთვების შედეგად სხვებზე ადრე უცვდებათ და უთხელდებათ სასახსრე ხრტილი.

ართრიტი ანთებითი ხასიათის დაავადებაა, რომელიც ზოგჯერ იმუნურ სისტემაში მიმდინარე ცვლილების შედეგია (რევმატოიდული ართრიტი), ზოგჯერ კი - გადატანილი ინფექციის გართულებას უკავშირდება: შარდ-სასქესო, ნაწლავური (რეაქტიული ართრიტი და ა.შ.).

შესაბამისად, ართროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება მხოლოდ სახსრები, ორგანიზმის დანარჩენი ნაწილი პროცესში არ ერთვება.

ართრიტი კი, პირიქით, მთელი ორგანიზმის ანთებითი დაავადებაა, სახსარი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რომელიც ორგანიზმის შიგნით მიმდინარე სხვა პროცესებს ფარავს. ართროზები ართრიტებზე რამდენჯერმე უფრო მეტადაა გავრცელებული.

განსხვავება 2

დამახასიათებელი ნიშნები

ართროზი ყოველთვის მწვავე ტკივილებით არ იწყება, მოძრაობისას ტკივილი ან დილის შებოჭილობა მხოლოდ მოგვიანებით იჩენს თავს, დასაწყისში დაზიანებული სახსრები „ხმაურს იწყებენ“, რაზეც პაციენტთა დიდი ნაწილი სათანადოდ არ რეაგირებს და ძველებურად განაგრძობს დაზიანებული და გაცვეთილი სახსრის დატვირთვას.

ართრიტი ყოველთვის მწვავე ტკივილით იწყება, სახსრის შეშუპებით, დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანის შეწითლებითა და სხეულის ტემპერატურის მატებით. დასაწყისში იგი შესაძლოა მიმდინარეობდეს ფარულად და მის კატალიზატორად იქცეს სტრესი, გადაღლა, გადაცივება, გადატანილი ინფექცია – გაციება, ცისტიტი და სხვა.

ართრიტისთვის დამახასიათებელი ტკივილი პაციენტს აწუხებს მოსვენების დროსაც, ძილშიც, ართროზისას კი ტკივილი უშუალოდ დატვირთვასა და მოძრაობას უკავშირდება.

განსხვავება 3

სახსართა დაზიანების მექანიზმი

ართროზი ყველაზე ხშირად აზიანებს ქვედა კიდურთა სახსრებს – მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ტერფის, ანუ იმ სახსრებს, რომელთაც ყველაზე დიდი ჯაფა ადგებათ.

რევმატოიდული ართრიტისას ყველაზე ხშირად ზიანდება მტევნის, მაჯის და ტერფის სახსრები, შემდეგ ზიანდება იდაყვისა და მუხლის, სიმეტრიულად, მოგვიანებით ანთებითი პროცესი, შესაძლოა, შინაგან ორგანოებზეც გავრცელდეს: გულზე, ღვიძლსა და თირკმელებზე.

რეაქტიული ართრიტისას სახსრები ასიმეტრიულად ზიანდება: ჯერ მხოლოდ ერთი სახსარი, ტკივილი თითქოს საფეხურებრივად ვრცელდება, ერთი ფეხიდან - მეორეზე.

განსხვავება 4

მკურნალობის მიმართულებები

ართროზის შორს წასული ფორმები სრულად და საბოლოოდ თითქმის არ იკურნება, მაგრამ პერორალური ქონდროპროტექტორების მიღების დროს, რომლებიც ხრტილის რეგენერაციას ეხმარებიან, შესაძლებელია დაავადების პროგრესის დამუხრუჭება და პაციენტის ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ამ შემთხვევაში მხოლოდ დამხმარე საშუალებაა.

ინფექციური წარმოშობის ართრიტი კი სრულად განკურნებადია, თუ მკურნალობა დროულად დაიწყება იმუნიტეტზე მოქმედი პრეპარატებითა და სწორად შერჩეული ანტიბიოტიკებით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მკურნალობის კურსის განმეორებაა საჭირო, რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავებით, რომლის მკურნალობაც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

შეიძლება ითქვას, რომ ართროზი ქრონიკული დაავადებაა და სახსრის შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, ართრიტი კი, დროულად დაწყებული კვალიფიციური მკურნალობით, უკვალოდ ქრება.