სახსარშიდა ინექციებით თერაპიის თავისებურებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსარშიდა ინექციებით თერაპიის თავისებურებები

ზოგიერთ შემთხვევაში შეშუპებისა და ტკივილის მოხსნა მედიკამენტური და ფიზიოთერაპიული საშუალებებით დიდ დროს მოითხოვს.

რამდენად შესაძლებელია გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება ინექციით, უშუალოდ სახსარში წამლის შეყვანით და რა თავისებურებები ახასიათებს ამგვარ თერაპიას, ამ საკითხებზე გვესაუბრება აკად. ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რიმა ახვლედიანი:

- ქალბატონო რიმა, რა დროსაა ნაჩვენები სახსარშიდა ინექციები?

- სახსარში და სახსრის ირგვლივ გლუკოკორტიკოიდების ლოკალური შეყვანა ძალიან ეფექტური მეთოდია და 50 წელზე მეტია, რაც პრაქტიკაში დაინერგა. ინექციის ჩვენებაა ადგილობრივი ანთებითი პროცესი სახსარში რევმატული დაავადებების დროს. ეს არის ოსტეოართროზი, რევმატული, პოდაგრული, ფსორიაზული და სხვა ართრიტები; სისტემური დაავადებები, მათ შორის - სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია; აგრეთვე მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ბეიკერის კისტა, ეპიკონდილიტები, კარპალური სინდრომი და სხვა რბილი ქსოვილის რევმატიზმი.

- რომელ სახსარში შეიძლება ინექციის გაკეთება?

- ლოკალური ინექციების ტექნიკა პრაქტიკულად მთლიანი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ყველა სტრუქტურისთვის არის გამომუშავებული.

ყველაზე ხშირად ინექციები მუხლის სახსარში კეთდება, აგრეთვე სხივ-მაჯის, იდაყვის, მხრის, მენჯ-ბარძაყის, კოჭ-წვივის, მტევნისა და ტერფის წვრილ სახსრებში.

- რომელი ჯგუფის სამკურნალო საშუალებები შეგყავთ სახსარში?

- სახსრისა და სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების ანთებითი პროცესის დროს ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდის ლოკალური ინექციები. პრიორიტეტი ენიჭება სწრაფი მოქმედებისა და ხანგრძლივი ეფექტის პრეპარატებს: ბეტამეტაზონს, მეთილპრედნიზოლონს, ტრიამცინოლონს.

სახსრის ხრტილოვანი დეგენერაციული დაზიანებისას ართროზის დროს გამოიყენება ჰიალურონატის დაბალ- და მაღალმოლეკულური პრეპარატები.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ პაციენტებს არარეკომენდებული მედიკამენტები უკეთდებათ სახსარში (მაგალითად, კუნთებში განკუთვნილი გლუკოზამინის ან/და ქონდროიტინის საინექციო ხსნარი).

- რა დროს არის დაუშვებელი სახსარშიდა ინექცია?

- სრული უკუჩვენებაა:

  • საინექციო არეში რბილი ქსოვილებისა და კანის ინფიცირება (ფურუნკული, აკნე და სხვა);
  • ჩირქოვანი ართრიტი;
  • სეპტიკური მდგომარეობა;
  • მწვავე მოტეხილობა;
  • სახსრის გამოხატული დეფორმაცია;
  • ალერგია საინექციო პრეპარატზე.

შედარებითი უკუჩვენებაა:

  • კოაგულოპათია;
  • გამოხატული სახსრის ირგვლივი ოსტეოპოროზი;
  • არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი და მაღალი არტერიული ჰიპერტენზია;
  • არსებობს მოსაზრება, რომ არ ღირს ინექციის გაკეთება სახსარში, თუ წინა 2 უშედეგო იყო;
  • სახსრის ინფიცირების საშიშროება (მაგალითად, ბინაზე პროცედურის ჩატარება, სახსრის არასაკმარისი დამუშავება ინექციის წინ);
  • გულის მძიმე კარდიოვასკულური დაავადება;
  • თანმხლები ინფექციური დაავადება.

- რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ამ მანიპულაციის შედეგად?

- სახსარში ინექციის ყველაზე სერიოზული გართულებაა სახსრის ინფიცირება. საბედნიეროდ, ეს მოვლენა იშვიათია. ამ მანიპულაციისა და საინექციო კაბინეტისთვის არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა საერთოდ გამორიცხავს ინფიცირებას.

ინექციის შემდგომ, პირველ 24 საათში, შეიძლება ამ სახსრის ტკივილი გაძლიერდეს. ეს არის სახსრის სინოვიური გარსის რეაქცია ჰორმონული პრეპარატის მიკროკრისტალებზე. როგორც წესი, ტკივილი დამატებითი მკურნალობის გარეშე ლაგდება. ზოგ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს არტერიული წნევის მომატება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ეს მოვლენა იხსნება ჰორმონის სისტემური მოქმედებით პრეპარატის სისხლში შეწოვების გამო. ზოგჯერ უშუალოდ ინექციის შემდეგ ვითარდება სახის შეწითლება, რომელიც არ არის სიცოცხლისთვის საშიში.

- პროცედურის ჩატარება რაიმე პირობების დაცვას ხომ არ მოითხოვს?

- სახსარში და სახსრის ირგვლივ მანიპულაციები შეიძლება ჩატარდეს როგორც სტაციონარში, ისე პოლიკლინიკაში. ამისათვის უნდა იყოს მოწყობილი სპეციალური პროცედურული კაბინეტი შესაბამისი ასეპტიკური პირობებით.

- რომელი ფიზიოთერაპიული პროცედურები ინიშნება სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს?

- სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს ინიშნება სხვადასხვა ფიზიოპროცედურები:

  • ლაზეროთერაპია;
  • ფონოფორეზი ანტირევმატული გელებით და კორტიკოსტეროიდული მალამოებით;
  • ელექტროფორეზი;
  • მაგნიტოთერაპია.

- როდის არ შეიძლება რევმატოლოგიური დაავადებების ფიზიოთერაპიული მკურნალობა?

- ფიზიოთერაპიული მკურნალობა არ არის რეკომენდებული მომატებული ტემპერატურის დროს, მაღალი ლაბორატორიული აქტივობისას.

რიგი რევმატული დაავადებებისას საერთოდ არ შეიძლება ფიზიოთერაპია, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას, სისტემური ვასკულიტების დროს.