ლიმონი და დარიჩინი სახსრების ტკივილს ხსნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმონი და დარიჩინი სახსრების ტკივილს ხსნის

ეს სამკურნალო საშუალება ხსნის სახსრების შეშუპებას და ტკივილს.

ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, ეხმარება კოლაგენის გამომუშავებაში (კოლაგენი აუცილებელია ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობისათვის). გარდა ამისა, ლიმონის წვენი მძლავრი ანტიოქსიდანტური საშუალებაა, აცხრობს ანთებით პროცესებს. ლიმონის დარიჩინთან კომბინაცია გამწმენდ და შარდმდენ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ორივე დასახელებული კომპონენტი ანთების საწინააღმდეგო მძლავრი თვისებებით გამოირჩევა.

ართრიტის დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად უნდა გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი:

ინგრედიენტები:

• დარიჩინის ერთი ჩხირი;

• 5 სადილის კოვზი ლიმონის წვენი (50 მლ);

• 1 ჩაის კოვზი თაფლი (7,5 გ);

• 1 ჩაის ჭიქა წყალი (250 მლ).

მომზადების წესი:

წყალი შემოდგით ცეცხლზე, ადუღებისთანავე დაამატეთ დარიჩინი. ადუღეთ 15 წუთი, გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 10 წუთი. გადაწურეთ, გადაასხით ფინჯანში, დაამატეთ ლიმონი და თაფლი. ეფექტის მისაღებად რეგულარულად დალიეთ ყოველდღე (უზმოზე).

თინათინ გოცაძე