ლიმონი და დარიჩინი სახსრების ტკივილს ხსნის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ლიმონი და დარიჩინი სახსრების ტკივილს ხსნის

ლიმონი და დარიჩინი სახსრების ტკივილს ხსნის
ართრიტით შეწუხებულებს განსაკუთრებულ შვებას მოუტანს ხალხური საშუალება ლიმონისა და დარიჩინის გამოყენებით. ეს სამკურნალო საშუალება ხსნის სახსრების შეშუპებას და ტკივილს.

ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, ეხმარება კოლაგენის გამომუშავებაში (კოლაგენი აუცილებელია ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობისათვის). გარდა ამისა, ლიმონის წვენი მძლავრი ანტიოქსიდანტური საშუალებაა, აცხრობს ანთებით პროცესებს. ლიმონის დარიჩინთან კომბინაცია გამწმენდ და შარდმდენ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ორივე დასახელებული კომპონენტი ანთების საწინააღმდეგო მძლავრი თვისებებით გამოირჩევა.

ართრიტის დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად უნდა გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი:

ინგრედიენტები:

• დარიჩინის ერთი ჩხირი;
• 5 სადილის კოვზი ლიმონის წვენი (50
მლ);
• 1 ჩაის კოვზი თაფლი (7,5 გ);
• 1 ჩაის ჭიქა წყალი (250 მლ).

მომზადების წესი:

წყალი შემოდგით ცეცხლზე, ადუღებისთანავე დაამატეთ დარიჩინი. ადუღეთ 15 წუთი, გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 10 წუთი. გადაწურეთ, გადაასხით ფინჯანში, დაამატეთ ლიმონი და თაფლი. ეფექტის მისაღებად რეგულარულად დალიეთ ყოველდღე (უზმოზე).

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ზაფხულში ბევრს აშინებს შეშუპების განვითარება და ამ მიზეზით ერიდება სითხის, კერძოდ, წყლის სათანადო რაოდენობით
14-07-2019
ჩაი და ყავა - თბილ პლედში გახვევისას ჩაიდნის გაცხელებას ნუ იჩქარებთ. ჩაი და ყავა შარდმდენი სასმელებია, რომლის
22-04-2019
„დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი-რევმატოლოგი ნანა თავართქილაძე:
05-11-2018
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.
როგორია მისი თანმხლები სიმპტომები, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით.
პოდაგრა (ნიკრისის ქარი) ორგანიზმში პურინული ცვლის დარღვევით და შარდმჟავას რაოდენობის მატებით განპირობებული დაავადებაა.
მუხლის ტკივილი ძალიან შემაწუხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ქრონიკული ხასიათისაა.
მსოფლიო სტატისტიკით, დაავადება ყოველ მესამე ქალს აქვს პოსტმენოპაუზურ ასაკში და 70 წელს გადაცილებული ქალებისა და მამაკაცების, თითქმის, ნახევარს.
4 თებერვალი რევმატოიდული ართრიტის ცნობიერების ამაღლების დღეა. ის ქრონიკულ, ანთებით,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად