რევმატოლოგია

ცხიმის ინექციები - ართრიტის ინოვაციური მკურნალობა

ცხიმის ინექციები - ართრიტის ინოვაციური მკურნალობა
ქირურგმა სწავლულებმა საუდის არაბეთიდან (King Abdulaziz University Hospital) შეიმუშავეს მეტად უჩვეულო და ამავდროულად უნიკალური სამკურნალო მეთოდი - ართრიტის მკურნალობა საკუთარი ცხიმის ინექციებით. მათი აზრით, ეს კარდინალურად განსხვავებული მეთოდი მილიონობით ადამიანს მოუტანს შვებას (მოგეხსენებათ, ართრიტი მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადებაა).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინოვაციური მეთოდი გულისხმობს დაზიანებულ სახსარში ინექციის გზით პაციენტის ცხიმის შეყვანას. კლინიკური კვლევა ამ მეთოდმა გაიარა მუხლის სახსრის ანთების მქონე ასობით პაციენტზე. ინექციების შემდეგ მათ საგრძნობლად გაუუმჯობესდათ მდგომარეობა. სახსარში შეყვანილი ცხიმი სახსრის მყესოვან აპარატს უნარჩუნებს ჯანმრთელობას, უზრუნველყოფს რა სახსარში
მონაწილე ძვლების სასახსრე ზედაპირების გაპოხვას ერთგვარი საცხის სახით, შედეგად სახსრის ფუნქცია უმჯობესდება, მცირდება ხახუნი და ტკივილი.

სახსარში შესაყვან ცხიმს საკუთრივ პაციენტის ორგანიზმიდან იღებენ, კონკრეტულად რომელი უბნიდან, ამას თავად პაციენტი წყვეტს. პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. ცხიმი აღების შემდეგ გარკვეულ დამუშავებას გადის და ამის შემდეგ შეჰყავთ სასახსრე
ნაპრალში. პაციენტებს გარკვეული დროით ანტიბიოტიკოთერაპია და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ენიშნებათ. შედეგი მალევე ვლინდება.

თინათინ გოცაძე
მსგავსი სიახლეები
„დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი-რევმატოლოგი ნანა თავართქილაძე:
05-11-2018
ართროზი და ართრიტი სახსრების დაზიანებით მიმდინარე დაავადებებია.
05-11-2018
ართრიტი, ართროზი და სახსრების სხვა დაავადებები ადამიანს ტკივილს და ზოგჯერ ტანჯვასაც კი განაცდევინებს.
05-11-2018