როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული მატრასი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული მატრასი

როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული მატრასი

სამწუხაროდ, მომხმარებელთა უმრავლესობას არ შეუძლია ძვირადღირებული საგნების შეძენა, ამიტომ უპირატესობას იაფფასიან მატრასებს ანიჭებს.

არადა, შესაძლებელია ხარისხიანი ეკონომიური ნაწარმის შეძენა, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს და ორთოპედიული მახასიათებლებიც ექნება.

კონკრეტული მოდელის შერჩევისას გასათვალისწინებელია ამგვარი ასპექტები:

  • შემავსებელი, რომლისთვისაც გამოიყენება ანატომიური ეფექტის ქაფი, ნატურალური ან ხელოვნური ლატექსი, პოროლონი, მატყლი და ა.შ.

კონსტრუქციის ტიპი:

  • ზამბარის საფუძველი, რომელიც შედგება დამოკიდებული და დამოუკიდებელი ზამბარის ბლოკებისგან,
  • უზამბარო საფუძველი, რომელიც სხვადასხვა მასალის რამდენიმე ფენისგან შედგება და ქმნის “ფენოვანი ნამცხვრის” ფორმას.
  • საფუძვლის სიმაგრე, რომელზეც მოქმედებს ნაწარმის კონსტრუქცია (რაც უფრო მეტი ზამბარაა 1კვ.მ-ზე,
    მით უფრო მაგარია მატრასი) და გამოყენებული შემავსებელი. საფუძველი შეიძლება იყოს რბილი, საშუალო სირბილის, ზომიერი და საშუალო სიმაგრის, მაგარი და მომატებული სიმაგრის.
  • მოცულობითი სიმაღლე: მინიმალური ზომა 3 სმ-ია, მაქსიმალური - 28სმ-მდე.

ყველა ეს პარამეტრი საძილე ატრიბუტის სწორ არჩევანს განაპირობებს.

მატრასების დასამზადებლად გამოიყენება როგორც ნატურალური, ისე ეკოლოგიურად სუფთა
ხელოვნური მასალები. ხელოვნური ლატექსის, პოროლონისა და ქაფის მატრასები ფასით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ნატურალური მასალისას, თუმცა ხარისხით ცუდი არაა და ხანგრძლივად შეიძლება გვემსახუროს.

სიმაგრის მიხედვით ის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, მომხმარებლის წონითი კატეგორიის გათვალისწინებით. თითოეული მოდელი გათვლილია გარკვეულ დატვირთვაზე და ამიტომ, სასურველია, ავირჩიოთ სხეულის მასაზე მეტი დატვირთვის მატრასი. ასეთი მატრასი უფრო დიდხანს გაძლებს.

კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწარმს, რომლის საფუძველი შედგება:

  • დამოუკიდებელი ზამბარიანი ბლოკისგან;
  • უზამბარო ნაწარმი.

კარგი ანატომიური და ორთოპედიული მაჩვენებლების მატრასები შეუცვლელია მათთვის, ვისაც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ხერხემლის პრობლემები, ოსტეოქონდროზი აწუხებს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია საშუალო სიმაგრის ან მაგარი მოდელები. თუმცა შეძენის წინ ჯობს რჩევა ექიმს ჰკითხოთ.
თანამედროვე მატრასები შეუცვლელია კომფორტული ძილისა და დასვენებისთვის.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის-90აბი
ფასი: 66.9
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
მსგავსი სიახლეები
ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები XXI საუკუნის განუყოფელი ნაწილია. ამის მიზეზი უპირველესად
13-09-2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
24-07-2018
როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის
15-04-2018
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ხანგრძლივად ჯდომა ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა და ონკოლოგიურ პათოლოგიათა რისკს,
სქოლიოზი ჩვენს გარშემო უამრავ ადამიანს აწუხებს, შესაძლოა, ხერხემალი ხანდახან თავადაც გვტკიოდეს, მაგრამ
ბრტყელტერფიანობა, გამრუდებული ხერხემალი, ფეხსაცმლის, მატრასისა და სპორტის სახეობის სწორად შერჩევა ბავშვებისთვის -
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება
ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები XXI საუკუნის განუყოფელი ნაწილია. ამის მიზეზი უპირველესად
მობილური მოწყობილობების მავნებლობაზე დღეს ბევრი იწერება. ამჯერად თქვენს ყურადღებას მათ მიერ
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული