/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

ბეიკერის კისტა

ბეიკერის კისტა
ბეიკერის კისტა (მუხლქვეშა ფოსოს კისტა)- რბილი, მკვრივი, ელასტიური სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ვითარდება მუხლის სახსრის უკანა ზედაპირზე

(მუხლქვეშა ფოსოში). კანი შესიების ადგილზე ნორმალური შეფერილობისაა და არ არის მიხორცებული ქვემდებარე ქსოვილებზე.

ბეიკერის კისტა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება გაშლილი მუხლის პოზიციაში. მოხრისას მცირდება ზომაში ან საერთოდ ქრება.კისტის დიდი ზომის შემთხვევაში მუხლის სახსარი შესამჩნევად შეშუპებულია.

პაციენტები ძირითადად უჩივიან:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

· მუხლქვეშა არეში დისკომფორტს, ზეწოლის შეგრძნებასა და ტკივილს;

· შესიებას მუხლქვეშა მიდამოში;

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?</p>

· მუხლის სახსარში გაძნელებულ მოძრაობას;

· მუხლის სახსრის პერიოდულ ბლოკადას.

ბეიკერის კისტის განვითარების მიზეზები:

ბეიკერის კისტა შეიძლება განვითარდეს მუხლის სახსრის რომელიმე დაავადების შედეგად, რომელთაგან ყველაზე ხშირია:

· სახსრის ტრავმა;

· მენისკების დაზიანება და დეგენერაციული ცვლილებები;

· სასახსრე ხრტილის დაზიანება;

· ქრონიკული სინოვიტი (სახსრის სინოვიალური გარსის ანთება);

· ოსტეოართროზი;

· პატელოფემორალური ართროზი;

· ოსტეოართრიტი;

· რევმატოიდული ართრიტი;

ზოგჯერ კისტა შეიძლება ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშეც განვითარდეს.

ბეიკერის კისტის დიაგნოსტიკა

რადგანაც კისტა წარმოადგენს მუხლის სახსრის პათოლოგიის მეორეულ გამოვლინებას, პაციენტის გამოკვლევის პროცესში, მნიშვნელოვანია შეფასდეს მთლიანად მუხლის სახსრის მდგომარეობა. ბეიკერის კისტის მაღალეფექტური და საიმედო დიაგნოსტიკის მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს ბეიკერის კისტის არსებობა და ზომები, ასევე მისი კავშირი მუხლის სახსრის ელემენტებთან, წარმოადგენს მუხლის სახსრის ულტრაბგერითი და მაგნიტორეზონანსული კვლევა. დაიგნოზის დასაზუსტებლად რეკომენდებულია მუხლქვეშა კისტის პუნქციის ჩატარება, მიღებული შიგთავსის ევაკუაცია და გამოკვლევა.

გართულებები:

· ზომაში გადიდებისას, მაღალი წნევის გამო შესაძლებელია მოხდეს კისტის გახეთქვა - ბეიკერის კისტის ყველაზე ხშირი გართულება. კისტის გახეთქვისას მისი შიგთავსი ჩამოდის წვივზე, რაც განაპირობებს ტკივილსა და შესიებას, ჩნდება სიწითლე და ადგილობრივად ტემპერატურა მატულობს.

· ზოგჯერ კისტა აწვება დიდი წვივის ნერვს, რის შედეგადაც აღინიშნება კიდურის ქვედა მიდამოს სისუსტე, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება.

· დიდი ზომის მიღწევისას ბეიკერის კისტა შეიძლება მუხლქვეშა ფოსოში დააწვეს ნერვს, ლიმფურ სადინარს ან სისხლძარღვს, რაც ვლინდება ტკივილითა და წვივის შეშუპებით.

· ბეიკერის კისტა შეიძლება გახდეს წვივის ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოფლებიტის განვითარების მიზეზი. და როგორც თრომბოზის გართულება, შეიძლება განვითარდეს ისეთი საშიში გართულება, როგორიცაა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რაც ხდება ვენის კედლიდან თრომბის მოწყვეტის და მისი შემდგომი მიგრაციის შედეგად.

· ზოგჯერ ეს კისტები ხელს უწყობს წვივის კანქვეშა ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

ბეიკერის კისტის მკურნალობა

ბეკერის კისტის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატული, მაგრამ გაცილებით ეფექტურია ოპერაციული (კისტის მოშორება) ჩარევა. მკურნალობის ტაქტიკის გადასაწყვეტად აუცილებელია ქირურგის ან ორთოპედის კონსულტაცია.

კონსერვატული მკურნალობა გულისხმობს მსხვილი ნემსით პუნქციის შესრულებას, შპრიცით შიგთავსის ამოწოვას და ღრუში სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების (ჰიდროკორტიზონი, კენალოგი, დიპროსპანი და ა.შ) შეყვანას. კონსერვატული მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა პოზიტიურ შედეგს. კისტის გაჩხვლეტის და შიგთავსის მოშორების შემდეგ, როგორც წესი კისტა რეციდივს იძლევა.

მუხლის სახსრის ანთებითი დაავადების დროს მიმდინარეობს ძირითადი დაავადების მკურნალობა. გამოიყენება ანთებისსაწინააღმდეგო ტაბლეტები, მალამოები, კომპრესები, ფიზიოთერაპიული პროცედურები, წამლისმიერი ბლოკადები.

ოპერაციული მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენს კისტის დიდი ზომა, მუხლის სახსრის ფუნქციის შეზღუდვა (მოხრა), მუხლქვეშა ნერვულ-სისხლძარღვოვან წნულზე ზეწოლა, მორეციდივე სინოვიტები, ასევე კონსერვატული მკურნალობის უშედეგობა.

ბეიკერის კისტის ოპერაციული მკურნალობით ხდება კისტის ამოკვეთა. ოპერაცია გრძელდება 20 წუთი, ხშირად ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სტაციონარში რჩება 3-5 საათი. სრულფასოვანი სიარული ნებადართულია ოპერაციიდან 5-7 დღის შემდეგ. ნაკერებს ხსნიან ოპერაციიდან 7-10 დღეზე. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ადებენ თაბაშირს ან მჭიდრო ნახვევს.

ტრადიციული მკურნალობის მეთოდების გარდა, შესაძლებელია ბეიკერის კისტას ვუმკურნალოტ სამკურნალო მცენარეული საშუალებებითაც: სამლიტრიან ქილაში 3/4-მდე ჩაყარეთ ოქროს ულვაში, შემდეგ ქილა პირამდე აავსეთ არყით, დაახურეთ თავსახური მჭიდროდ და დადგით ბნელ ადგილას 20 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, მკურნალობისთვის გამოგადგებათ ნაყენიც და სპირტიანი მცენარის ნარჩენიც: ნაყენი უნდა სვათ 2-2 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში, მცენარე კი დააფინოთ ტილოზე და დაიდოთ კომპრესის სახით მთელი ღამის განმავლობაში.

2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ქრისტესისხლას დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 20 წუთი. დააფინეთ მასა მიტკალზე, დაიდეთ სახსარზე და გააჩერეთ 2 საათი. ეს კომპრესი მუხლქვეშა ფოსოს მიდამოში უნდა გაიკეთოთ 2 დღეში ერთხელ.

დიდგულას ყვავილი და ჟოლოს ფოთოლი აიღეთ თანაბარი რაოდენობით. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მასა გადმოიტანეთ მუშამბაზე და დაიდეთ მუხლქეშა ფოსოში 2 საათის განმავლობაში. ეს პროცედურა გაიკეთეთ ყოვლედღე.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარები (6)
მარინა
ბეიკერის კისტის ნორმალური ზომა რამდენი მმ- ია, თუ შეიძლება რომ გვითხრათ
თარიღი : 14-03-2020
ნათელა
ოქროს ულვაშის შეძენა ხომ ვერ გვირჩევთ სად შეიძლება?
თარიღი : 01-03-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბეიკერის კისტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები