ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი
ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი წარმოადგენს ფილტვგარეშე ტუბერკულოზის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას. იგი გვხვდება ყველა ასაკში.

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური გრანულომის წარმოქმნა და ძვლის პროგრესირებადი დარღვევა, რაც, თავის მხრივ, ჩონჩხის დაზიანებული სეგმენტის გამოხატულ ანატომიურ და ფუნქციურ დარღვევებს იწვევს.

ფილტვგარეშე ტუბერკულოზის სტრუქტურაში ამ ლოკალიზაციას წამყვანი ადგილი უკავია. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხერხემლის ტუბერკულოზი, შედარებით იშვიათია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრისა. განასხვავებენ ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზის შემდეგ კლინიკურ ფორმებს:

  • ტუბერკულოზური ოსტიტი (ოსტეომიელიტი);
  • ტუბერკულოზური ართრიტი: ოსტეოართრიტი, სინოვიტი;
  • ტუბერკულოზური სპონდილიტი;
  • ტუბერკულოზური ტენდოვაგინიტი;
  • ტუბერკულოზურ-ალერგიული სინოვიტი.

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზით დასნებოვნება ხდება სისხლძარღვებისა და ლიმფური გზით სპეციფიკური პროცესით დაზიანებული რბილქსოვილოვანი ორგანოდან, უმეტესად - ფილტვებიდან, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ძვლის ქსოვილში შეღწევით. ასეთი რამ ხდება ტუბერკულოზური ინფექციის პირველადი და იშვიათად მეორეული გენერალიზაციის პერიოდში. სპეციფიკური პროცესი ვითარდება იმ ძვლებში, რომლებსაც კარგი სისხლმომარაგება აქვს და მდიდარია
მიელოიდური ქსოვილის შემცველი ღრუბლოვანი ნივთიერებით. ჩონჩხის ამგვარი ნაწილებია ხერხემლის მალის სხეული, გრძელი ლულოვანი ძვლების მეტაფიზები და ეპიფიზები. სპეციფიკური პროცესი აღმოცენდება წითელ მიელოიდურ ძვლის ტვინში, სადაც ფორმირდება ეპითელოიდური ბორცვები, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებით წარმოქმნის პროდუქტიულ კონგლომერატულ ბორცვებს, ეს უკანასკნელი კი ექვემდებარება ხაჭოსებრ ნეკროზს. ტუბერკულოზური გრანულომების დიფუზური გავრცელება იწვევს ძვლის ქსოვილის განლევას, რასაც თან ახლავს სეკვესტრების, აბსცესებისა და ხვრელმილების ჩამოყალიბება.

კლინიკური სურათი

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზის კლინიკურ სიმპტომებს ახასიათებს ორგანიზმის ფუნქციურ მოშლილობათა წყება, დამახასიათებელი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციისა და ლოკალური სიმპტომატიკისთვის, რაც განპირობებულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებით. თუ საწყისი კერა მდებარეობს ლულოვანი ძვლის სიღრმეში, ეპიფიზის ცენტრში ან მეტაფიზში, ძვლის კორტიკული შრისგან მოშორებით, შესაძლოა დიდხანს არც იძლეოდეს ადგილობრივ კლინიკურ სიმპტომებს. როდესაც ტუბერკულოზური კერა უახლოვდება ძვლის კორტიკულ შრეს ან სასახსრე ჩანთას, ვითარდება არასპეციფიკური პერიფოკალური ანთება, სასახსრე ჩანთაში წარმოიქმნება ანთებითი გამონადენი, რაც თავდაპირველად სახსრის მოძრაობის უმნიშვნელო შეზღუდვას იწვევს. ადამიანი სწრაფად იღლება საირულის დროს. მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისას ტკივილი შესაძლოა იგრძნობოდეს მუხლის სახსარში; მხრის სახსრის დაზიანებისას ის გადაეცემა მთელ ხელში, თითების ჩათვლით, და ადამიანი კიდურის დაზოგვას ცდილობს. ხერხემლის დაავადების შემთხვევაში იგრძნობა ზურგის დაღლილობა, ერთგვარი შებოჭილობა მოძრაობისას. ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანებისას ავადმყოფი უჩივის კეფის, ხელების, თითების ტკივილს; გულმკერდის ნაწილის დაზიანებისას ვითარდება მსტვენი სუნთქვა, ყივანახველის მსგავსი ხველა, მუცლის, წელის ტკივილი. წელისა და გავის ნაწილის დაზიანებისას - გავა-თეძოს რადიკულიტი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ. სახსარში ან ხერხემალში მოძრაობა შეზღუდულია, ყალიბდება მისი მანკიერი მდებარეობა - კონტრაქტურა და თავს იჩენს ანატომიური დაშლის ნიშნები: შენაცვლება, კიდურის დამოკლება, დეფორმაცია. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ დაზიანების კერაში ყალიბდება კაზეოზური ნეკროზი და ტუბერკულოზური აბსცესი. ამასთან, უარესდება ზოგადი მდგომარეობა. სხეულის ტემპერატურა 38,0-38,5°С-მდე იმატებს სასახსრე ჩანთის ჩაკეტილი ღრუდან დაშლის პროდუქტების შეწოვის შედეგად. ხვრელმილის წარმოქმნა და მისი მეორეული ინფიცირება პროცესს ამწვავებს და აუარესებს. აქტიურობის დაკარგვის სტადიაში, უპირველეს ყოვლისა, ქრება კლინიკური სიმპტომები. რეპარატიული პროცესები შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ალუბლის ნაჯერი წითელი შეფერილობა ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ მასში ბევრი ანტიოქსიდანტია. ასეც არის - ალუბლის
06-06-2019
სახსრების დაავადებებს საუკუნის ეპიდემიად მოიხსენიებენ.
05-11-2018
ჯანმრთელი სახსრები ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
05-11-2018
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ართროზი სახსრების დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული.
სახსრების ტკივილით, შეშუპებითა და მოძრაობის შეზღუდული უნარით 65 წელს გადაცილებული ადამიანების 90% იტანჯება.
ძვლების სიმყიფეს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს: საკვებ რაციონში რძის პროდუქტების სიმცირე ან მათი ცუდად შეთვისება, მზის სინათლის
ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე.
ხანდაზმული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია К1 ვიტამინის დონის კონტროლი. აღნიშნული ვიტამინის (ფილოქინონი)
(ართროპლაზმოლიფტინგი და მისი ეფექტები) ტერმინი პლაზმოლიფტინგი ბევრისათვის ცნობილია როგორც გამაახალგაზრდავებელი პროცედურა,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად