სახსრის ფიქსატორები და მათი შერჩევის კრიტერიუმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრის ფიქსატორები და მათი შერჩევის კრიტერიუმები

საზოგადოდ, ორგანიზმში 230-ზე მეტი მსგავსი ელემენტია, რომელთაგან ყველაზე მსხვილი და აქტიურია: მუხლის, სხივ-მაჯის, იდაყვის, მხრისა და კოჭ-წვივის სახსრები. აღნიშნულ უბნებზე მომატებული დატვირთვა ხშირად ხდება ტრავმებისა და დაზიანებების მიზეზი, რომელთა შედეგების აღმოსაფხვრელად გამოიყენება სამედიცინო ფიქსატორები.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინაში შემუ­შავებულია აქსესუარები, რომლებიც ზრდის სპორტული აქტივობის უსაფრთხოობას, ხელს უწყობს მკურნალობას და სახსრების რეაბილიტაციას. ეს სპეციალური სტაბილიზატორები და ელასტიკური მანჟეტებია, რომელთა მიზანიც არის სახსრების დაცვა, გაძლიერება და რეგენერაციის დაჩქარება.

აღნიშნული ორთოპედიული ნაკეთობები სხვადასხვა კონსტრუქციის მოწყობილობებია, რომელთა მიზანიცაა დატვირთვის მოხსნა, სახსრის დაფიქსირება იმ მდგომარეობაში, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილებისა და მყესების ბუნებრვ, ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

სახსრის ფიქსატორი უნდა შეირჩეს დაზიანების ან პათოლოგიის დიაგნოსტირების სპეციფიკის მიხედვით. მათი მოხმარების პარალელურად რეკომენდებულია თერაპიული კურსის გავლა, რომლის მსვლელობისას ანთებითი პროცესების კუპირება ხდება.

აღნიშნული კატეგორიის ნაწარმში შედის:

  • ორტეზები.
  • ბანდაჟი.
  • კორსეტები.
  • არტაშნები და სხვა სახის მოწყობილობები, რომელთაც არა მარტო სამკურნალო, პროფილაქტიკური ეფექტიც აქვს.

დანიშნულება და ფუნქციები

გამოყენების სფეროს მიხედვით, ფიქსატორის ფუნქციური თვისებები შეიძლება იყოს:

  • ჭარბი დატვირთვის მოხსნა, რომელსაც ექვემდებარება ხერხემლის სვეტი ან სახსარი.
  • სხეულის გარკვეული უბნების გამაგრება, რაც აუცილებელია კუნთოვანი ქსოვილისა და მყესების შინაგანი სტრუქტურის აღსადგენად.
  • ქირურგიული ოპერაციის ან მექანიკური ტრავმის შემდეგ კიდურის ფუნქციის რეაბილიტაციისათვის პირობების უზრუნველყოფა.
  • თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების კო­რ­ექცია, მათ შორის – სკოლიოზის, კიფოზის ან სხვა ანომალიების.
  • პაციენტისთვის ტკივილის შეგრძნების შემსუბუქება, რომლის აღმოცენებაც უკავშირდება ართრიტს, ართროზს, ოსტეოქონდროზს და სხვა ქრონიკულ პათოლოგიებს.
  • ტრავმებისა და დაზიანებების პროფილაქტიკა, რომელთა რისკიც მატულობს გადაჭარბებული დატვირთვის ფონზე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პროფესიას ან ცხოვრების წესს.

ფიქსატორის შეძენის წინ აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება და ექიმის კონსულტაცია, რაც დაგვიდასტურებს ორთოპედიული ნაწარმის გამოყენების მიზანშეწონილობას.

untitled-2-1672131521.jpg

მასალის სახეები

არსებობს რიგი კრიტერიუმებისა, რომლებიც გამოიყენება შემოთავაზებული მოდელების დიფერენცირებისას. მიღებული კლასიფიკაციის თანახმად, ფიქსატორები იყოფა:

  • გამოყენების თვალსაზრისით: მუხლის, იდაყვის, მაჯის, კისრის, მენჯ-ბარძაყის, მხრის და ა.შ.
  • დამზადების მასალის მიხედვით: ბამბის, ელასტიკური, ნეოპრენის, სპანდექსის ან პოლიესტერის, ასევე დამატებითი პოლიმერებით და ლითონის ჩანართებით აღჭურვილი.
  • დამზადების მეთოდის მიხედვით: ტიპური, სტანდარტულპარამეტრებიანი და ინდივიდუალურები – ანატომიური აღნაგობის თავისებურებების გათვალისწინებით.

ამას გარდა, ანომალიის სპეციფიკის მიხედვით განისაზღვრება ნაწარმის სიმაგრე:

  • იმობიზილიზაციისთვის – მაგარი ფიქსაციის მოდელები, რომლებიც გულისხმობს კარკასის არსებობას, რაც სრულად ზღუდავს სეგმენტის მოძრაობას და გამოიყენება გამოხატული ტრავმებისა და დაზიანებისას, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციების დარღვევისას.
  • ნახევრად მაგარი – მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია დამხმარე მაფიქსირებელი ელემე­ნტებით, რაც იმობილიზაციის ხარისხის კორექციისა და სახსარზე დატვირთვის განაწილების საშუალებას იძლევა.
  • მსუბუქი – ძირითადად გამოიყენება პროფილაქტიკისთვის, უმნიშვნელო ტრავმებისა და დაჭიმულობის მკურნალობისას, ასევე მიზანმიმართული ზემოქმედებისათვის დაზიანებულ უბანზე.

untitled-3-1672131554.jpg

ჩვენებები და უკუჩვენებები

მჭიდრო ფიქსაციის გარდა, რომლის აუცილებლობაც აღინიშნება მოტეხილობებისა და ამოვარდნილობის დროს, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში ფიქსატორების გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი სამედიცინო ჩვენებებისას:

  • კუნთოვან ქსოვილებსა და მყესებზე დატვირთვის შემცირება.
  • სახსრის არასაკმარისი ტონუსი და სისხლის მიმოქცევა.
  • ტკივილის სინდრომის მოხსნა და რეგენერაციის პირობების უზრუნველყოფა.
  • კომპრესიის ეფექტის შექმნა, რაც აუცილებელია რეცეპტორების სტიმულაციისთვის.

გამოყენების უკუჩვენება განპირობებულია მიღ­ებული ტრავმის სპეციფიკით, ასევე შინაგანი ანთებითი პროცესების პოტენციური განვითარებით, რომლის დროსაც მაგარი ფიქსაცია შეიძლება იყოს ტკივილის სინდრომის გაძლიერების მიზეზი.

არჩევის კრიტერიუმები

ორთოპედიული მოწყობილობის შერჩევისას გასათვალისწინებელია სამედიცინო ჩვენებები და უბნის ფიზიკური პარამეტრები, რომელთაც სჭირდება აღდგენა. მნიშვნელოვანია ზომის სწორად შერჩევაც, რადგანაც მოწყობილობის არაკორექტული გამოყენება გააღრმავებს პათოლოგიას და გამოიწვევს გართულებების განვითარებას. ფიქსატორის არჩევა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს კლინიკური დიაგნოსტიკის შედეგების საფუძველზე.