მიხეილ ჯანჯღავა: ბავშვის ორთოპედიული მეთვალყურეობა აუცილებელია მისი სხეულის სწორად განვითარებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიხეილ ჯანჯღავა: ბავშვის ორთოპედიული მეთვალყურეობა აუცილებელია მისი სხეულის სწორად განვითარებისთვის

- როგორ გადაწყვიტეთ, ექიმის პროფესიას დაუფლებოდით, რა გზა განვლეთ არჩევანის გაკეთებიდან დღევანდელ დღემდე?

- ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი, ექიმი გავმხდარიყავი, მიზანი დავისახე და გეგმაზომიერად მივყევი შესრულებას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის დროს აქტიურად ჩავერთე სტუდენტურ სამეცნიერო საქმიანობაში. ამ პერიოდში მრავალი საინტერესო სამეცნიერო აქტივობა მქონდა, როგორებიც არის: კვლევის დაგეგმარება, შესრულება, ორგანიზება-მენეჯმენტი, მართვა, კონტროლი და ა.შ. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გამიღრმავა კრიტიკული ანალიზის, სიღრმისეული ძიების, კვლევის თავისებურებები და ფართო ანალიზის უნარ-ჩვევები ჩამომიყალიბა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასურველი საქმიანობის დასაუფლებლად ბელორუსიაში მქონდა რამდენიმეწლიანი სასწავლო ვიზიტი, დამატებით - სასწავლო კურსი პროფილური მიმართულებით საქართველოშიც. მერე იყო მაგისტრის ხარისხის მოპოვება და ყოველდღიური უწყვეტი თვითგანვითარება პროფესიული მიმართულებით. სიახლის ძიება თითქმის უპირობო რეფლექსად ჩამომიყალიბდა და მრავალ კონფერენციაში, სემინარში, კონგრესსა და მასტერკლასში ვმონაწილეობ. კოლეგებისაგან პირდაპირი ცოდნის ურთიერთგაცვლა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუშაობას. საბოლოოდ კი, ექიმობა არა მხოლოდ პროფესიად, არამედ ცხოვრების სტილად ჩამომიყალიბდა. აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, ეს უკვე ბედნიერებაა!

mochrili-1645617712.jpg

- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა ორთოპედის ჩართულობა დაბადებიდანვე ბავშვის სწორად განვითარებისთვის?

- ორთოპედია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შემსწავლელი სამედიცინო დარგია, სიტყვა ორთოპედია ბერძნული სიტყვაა და გულისხმობს სწორ აღზრდას. შესაბამისად, ორთოპედის ძირითადი საქმიანობა „სწორი აღზრდის“ მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი, ადეკვატური რეაგირებაა. მეთვალყურეობას ვაწარმოებთ ეტაპობრივად, დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე, დროის სხვადასხვა შუალედში. ასაკობრივი თავისებურებების გამო ხორციელდება კლინიკური შეფასება და პრევენციულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა. ასევე აუცილებელია გეგმური, რუტინული დიაგნოსტიკური კვლევები, რაც გვაძლევს საშუალებას, დროულად გამოვავლინოთ თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადებები. დროულად დაწყებული მკურნალობა, შედეგიანობის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევა.

- რას გულისხმობს ბავშვის ორთოპედიული მეთვალყურეობა?

- როგორც აღვნიშნეთ, ორთოპედიული მეთვალყურეობა დაბადებიდანვე იწყება და პირველ წელს, სიარულის დაწყებამდე, საყურადღებო 4 ეპიზოდი გვაქვს, რა დროსაც უნდა მოხდეს შემოწმება. პირველი რუტინული შემოწმება თვემდე ასაკში ხდება, მეორედ ვამოწმებთ 3 თვემდე ასაკში. 3 თვემდე აუცილებელია მენჯ-ბარძაყის ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) საპროფილაქტიკო-სადიაგნოსტიკო კვლევა, რითაც შესაძლებელია დროული დიაგნოსტირება მენჯ-ბარძაყის სახსრის არსებული პრობლემებისა და, შესაბამისად, მარტივად, დროულად შევძლებთ პრობლემის აღმოფხვრას.

მესამედ ვამოწმებთ 6 თვის ასაკში, როდესაც შესაძლებელია რენტგენოლოგიური კვლევის აქტიური გამოყენება მენჯ-ბარძაყის შესამოწმებლად. აუცილებელია და ეს „ერთი სამახსოვრო მენჯ-ბარძაყის სურათი გვაძლევს დიდ ინფორმაციას არსებულ და მოსალოდნელ პრობლემებზე, რაც 6 თვის ასაკში გაცილებით მარტივი სამკურნალოა, ვიდრე თვეების და წლების შემდგომ დადასტურებული შემთხვევისა.მეოთხე შემოწმება 12-13 თვის ასაკშია, რაც კავკასიური რასისთვის სიარულის დაწყებას ემთხვევა.შემდგომი აუცილებელი შემოწმება 2 წელიწადში, 3-4 წლის ასაკში და 6 წლის ასაკში უნდა მოხდეს.სკოლის პერიოდში, სიმაღლეში ზრდის პარალელურად, 8-9 წლის ასაკი, რომელიც სიმაღლეში სწრაფი ზრდის პირველი ეტაპია და 12-13 წლის ასაკი - ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია.

242356322-1802065103312360-9101468555903980765-n-1645550742.jpg

- გეგმური შემოწმების გარდა, როდის ხდება აუცილებელი ორთოპედთან ვიზიტი - რა უნდა იცოდეს მშობელმა?

- გეგმური შემოწმების გარდა, ორთოპედს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვს ვიზუალურად აღენიშნება რაიმე სახის ტორსის ან ზედა და ქვედა კიდურების დეფორმაცია, ადვილად დაღლა, ტერფის ხილული დეფორმაცია, ქუსლი სწორად არ დგას, მუხლები შიგნითაა შეტრიალებული, სიარულის დროს მთელი ტერფი და ქვემო კიდური შიგნით არის შებრუნებული, ადვილად ეცემა, დატვირთვის შემდგომ აქვს ტკივილისა და წვის შეგრძნება, აწუხებს ტკივილი მენჯ-ბარძაყისა და ხერხემლის არეში, დეფორმაცია გულმკერდის მიდამოში, ზედმეტი მოძრაობა ან შეზღუდვა სახსრებში - ეს ის მარტივი ხილული პათოლოგებია, რომლებიც პრობლემაზე მიგვანიშნებს.

clubfoot-before-and-after-1645550777.jpg

- რა არის ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებული ორთოპედიული პრობლემა?

- საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული პრობლემა ტერფის პათოლოგიებია, რომლებიც ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ერთია - თანდაყოლილი პრობლემები და მეორე - შეძენილი. შეძენილი პრობლემები ძირითადად შესაძლოა 3-4 წლიდან დაიწყოს პოსტტრავმული განვითარებით, გარკვეული განვითარების შეფერხებით ან გაურკვეველი იდიოპათიური პრობლემებით, რომელთა მკურნალობა მაშინ იწყება, როდესაც პრობლემა უკვე არსებობს, ან საპრევენციო ღონისძიებებით თავიდან აცილებაც კი შესაძლებელია. ტერფთან დაკავშირებული პრობლემების სიჭარბის გამო, საქართველოში უკვე ორთოპედიის ცალკე დარგად ჩამოყალიბდა ტერფის ქირურგია (პოდიატრია), რომელიც სრულფასოვნად არის წარმოდგენილი „საქართველოს ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტის“ სახით.

რაც შეეხება თანდაყოლილ პათოლოგიებს, ხშირი პათლოგიაა ექვინოვარუსული დეფორმაცია/ტერფმრუდობა, ანუ როდესაც ტერფის ფორმა შეცვლილია, შებრუნებულია შიგნით, დაშვებული და მოზიდულია. ამ პათოლოგიის დიაგნოსტირება მუცლადყოფნის პერიოდშიც შესაძლებელია. თუ გვაქვს ექვინოვარუსული დეფორმაციის შესახებ ინფორმაცია, დაბადებიდან ერთ კვირაში ვიწყებთ მკურნალობას პონსეტის მეთოდით, რომელიც ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. მკურნალობა გულისხმობს ეტაპობრივი თაბაშირის ნახვევებით ტერფის კორექციას, მობრუნებული ტერფის ეტაპობრივ გასწორებას და სწორ პოზიციაში დაფიქსირებას, ახილოტომიას და რეაბილიტაციურ მკურნალობას. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ მკურნალობით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება.