მოსიარულე პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოსიარულე პრობლემა

 

ნაბიჯით იარ!

ტერფის შემადგენელი წვრილი ძვლები ერთმანეთს მყესებითა და კუნთებით უერთდება. სწორედ ეს თავისებური შემაერთებელი თასმები აძლევენ ტერფს ფორმას. ნორმალური სიარულისთვის აუცილებელია, ტერფის ყველა შემადგენელი ნაწილი ერთმანეთის მიმართ მოძრავი იყოს. ჯანმრთელი ადამიანის სიარულის მანერა ნარნარია, მწყობრი, მსუბუქი. და მყესების შესუსტება იწვევს ტერფის შეუქცევად დეფორმაციას და სიარულის მანერის შეცვლას. ამიტომ არის, რომ ბრტყელტერფიანი ადამიანი დადის უხერხულად, უჩვეულოდ, რის გამოც ძალა ადგება ტერფს, კუნთებს და მყესებს, თავს იჩენს ტკივილი და დაღლილობა. ზოგჯერ ამას ემატება კიდურის სხვა ნაწილების, მაგალითად, მენჯის დეფორმაცია. ხშირად ადამიანებს უჩვეულო სიარულის გამო ერთგვარი დისკომფორტი უჩნდებათ და კომპლექსდებიან.

ერთი ზომით დიდი

ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი გრძელდება, რაც ადამიანს იძულებულს ხდის, 1-2 ზომით დიდი ფეხსაცმელი ჩაიცვას. ზოგჯერ თითებთან ფეხი ფართოვდება, ჩნდება კოჟრები, დიდ თითზე კი კოპისებრი გამონაზარდი. თავს იჩენს დარღვევები სიგრძივ და განივ თაღებზე. ასეთ ბრტყელტერფიანობას სიგრძივ-განივს უწოდებენ: ტერფი წაგრძელებულია, ხოლო თითები მარაოსავით არის გაშლილი.

ავადმყოფობის სამი სტადია

ავადმყოფობის საწყის სტადიაში ფეხები ჩვეულებრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი დღის ბოლოსთვის საშინლად იღლება, ხოლო ფეხისგულის შუა ნაწილზე დაწოლისას ტკივილი იჩენს თავს. ხშირად საღამო ხანს ფეხები სივდება, მაგრამ დასვენების შემდეგ, დილისთვის, ისევ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ბრტყელტერფიანობის პირველივე სიმპტომებთან წარმატებული ბრძოლისთვის ძალიან სასარგებლოა:

. ელექტროსტიმულაცია;

. ფიზიოთერაპია;

. ჰიდრომასაჟი;

. ფეხის თბილი აბაზანები.

ბრტყელტერფიანობა განვითარებულ სტადიაში ძალიან მტკივნეული და შემაწუხებელია. ტერფებსა და წვივებში ძლიერი ტკივილის გამო სიარულის მანერა მძიმე და იხვისებური ხდება, ჩნდება ფეხსაცმლის პრობლემა. აღნიშნულ სტადიაში ტარდება სპეციალური პროცედურები:

. მაგნიტოთერაპია;

. ელექტროფორეზი;

. აპლიკაციები ოზოკერიტით;

. ფონოფორეზი;

. სამკურნალო ვარჯიში;

. მასაჟი.

მასაჟის გაკეთება შინაც შეგიძლიათ: ყოველდღე 10-12 წუთის განმავლობაში იზილეთ ტერფები და წვივების შიგნითა ზედაპირები. ამ ამოცანის გადაჭრას საგრძნობლად გააადვილებს მასაჟორი. როცა ავადმყოფობა თვითდინებაზეა მიშვებული, ჩვეულებრივ, უფრო მეტად მწვავდება, ვიდრე მაშინ, როცა ვუფრთხილდებით: სიარული ჭირს, ტერფები დეფორმირებულია. აქ ქირურგიული ჩარევის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. ოპერაცია რთული არ არის, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდი ორ თვემდე გრძელდება. გამწვავებულ სტადიაში ავადმყოფები იცვამენ სპეციალურ ორთოპედიულ ფეხსაცმელს, რომელიც ინდივიდუალური შეკვეთით მზადდება.

ბრტყელტერფიანობის განვითარების 7 რისკფაქტორი:

1. თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა. თუ ოჯახში ვინმეს აქვს ეს დაავადება, დიდია ალბათობა, ის თქვენც გამოგაჩნდეთ.

2. ტრავმა. ტერფი ბრტყელდება ტერფის, ქუსლის ძვლების მოტეხილობის, იმ რბილი ქსოვილების დაზიანების დროს, რომლებიც ტერფის თაღს ამაგრებენ.

3. ორსულობა. ორსულობის მესამე ტრიმესტრში ფეხებზე დაწოლა საგრძნობლად იზრდება.

4. ფეხსაცმელი. მეტისმეტად ვიწრო და ფართო, მაღალქუსლიანი და სულ მთლად უქუსლო ფეხებისთვის ერთნაირად მავნებელია.

5. სამუშაო, რომელიც ფეხზე დგომას მოითხოვს (ამიტომ არის, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით გამყიდველებსა და პარიკმახერებს აწუხებთ).

6. სიმძიმეების აწევა. მძიმე ჩანთების მუდმივი ტარება არა მარტო ხელებს ჭიმავს, არამედ ტერფებსაც აფართოებს.

7. ზედმეტი წონა. მეტისმეტად მსუქან ადამიანებს ფეხები ზომაზე მეტად ეტვირთებათ.