რა არის განგლიონი და როგორ ვუშველოთ ხალხური მეთოდის დახმარებით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის განგლიონი და როგორ ვუშველოთ ხალხური მეთოდის დახმარებით?

განგლიონის განვითარება ტიპურია 20-50 წლის ასაკში და მამაკაცებთან შედარებით ქალებს შორის 3-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება.

მათი განვითარებისათვის ჩვეული ადგილია მაჯის ხელისზურგისმხრივი ზედაპირი (დორზალური ზედაპირი). ასევე შეიძლება განვითარდეს მაჯის წინა ზედაპირზე (პალმარული ზედაპირი) და თითების ზურგზე, ფრჩხილის უკან რამდენიმე მილიმეტრში (აღნიშნულ ადგილზე განვითარებულ განგლიონს ლორწოვანი კისტა ეწოდება).

მკურნალობა

განგლიონის ნაწილი მკურნალობის გარეშე ქრება, ამიტომ ზოგადად მკურნალობის ჩატარება საჭირო არაა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უსწორმასწორო შესახედაობისაა, იწვევს რაიმე სახის დისკომფორტს, ზომაში მზარდია – ჟელესმაგვარი შიგთავსის (პაციენტების 50%-ში) მოცილება ადვილი შესაძლებელია შპრიცის და ნემსის საშუალებით.

ზოგ შემთხვევაში, ტკივილის და დისკომფორტის შემცირების მიზნით, ჟელესმაგვარი ნივთიერების ამოღების შემდეგ, შეჰყავთ კორტიკოსტეროიდის სუსპენზია. განგლიონის მოცილების ტრადიციული მეთოდი – ხელის მყარ ზედაპირზე მოთავსება (მაგალითად მაგიდაზე) და განგლიონზე ძლიერად წიგნის დარტყმა – არამართებულია.

მეთოდმა შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს და აქედან გამომდინარე გამართლებული არაა. პაციენტების 50%-ს შეიძლება განგლიონის ქირურგიული გზით მოცილება დასჭირდეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, განგლიონი თავიდან ვითარდება შემთხვევათა 5-15%-ში

სამწუხაროდ მალამოები, აბები რომლებიც გარანტიას იძლევა, რომ იგი სამუდამოდ გაქრება, ჯერჯერობით არ არსებობს.

ექიმები წარმატებით პრაქტიკაში გამოიყენებენ : ფიზიოთერაპიას, კისტის შიგთავსის ამოღება შპრიცით. გარდა ამისა, ფიზიოთერაპიული მეტოდები (დაბალი სიხშირის დენები იოდის ხსნარით, პარაფინის და ტალახის აპლიკაციები), მასაჟები და გამათბობელ ი კომპრესები, ულტრაიისფერი სხივების გამოყენება .

დღესდღეობით წარმატებით გამოიყენება ლაზერული მკურნალობა - მისი მოქმედებით, ხდება სიმსივნური წარმონაქმნის მოშორება.

რამოდენიმე გამოცდილი ხალხური მეთოდი :

1. გააკეთეთ რბილი ბურთულა ალოეს რბილობისგან, თაფლისა და ჭვავის პურისგან. მიიდეთ დაზიანების ადგილას მთელი ღამით. დააფარეთ ზემოდან ცელოფანის პაკეტი და გადაახვიეთ შალის ქსოვილით.

2. დოლბანდი დაასველეთ 70% სპირტიან ხსნარში. გაიკეთეთ საფენები. ზემოდან დაიფარეთ კომპრესის ქაღალდი ან პოლიეთილენი და შეიხვიეთ.

3. აიღეთ ჩის სოკოს ნაჭერი, დაიდეთ კისტაზე. 2-3 საათის შედმეგ აიდეთ ახალი ნაჭერი.

დალიეთ ½ ჭიქა კომბოსტოს წვენი 1 თვის განმავლობაში ჭამამდე დილით და საღამოს (თუ არა გაქვთ უკუჩვენება). კისტაზე დაიდეთ კომბოსტოს ფოთოლი, რომელზედ წასმულია თაფლი. შეიხვიეთ ადგილი პირსახოცით ან შალის ნაჭრით.